ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ადგილზე ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფება.
"ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფების მიერ ხორციელდება სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოები და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებები. უხვი ნალექის გამო კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, რამაც გამოიწვია მიმდებარე ქუჩების დატბორვა. შემოერთებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწის მასის ჩამოშლა. წყლის დროულად გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი“, - ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.