მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 პატარა ბავშვი დარჩა... ამბობენ, - "ზაოდობაზე" იყვნენ სადღაც, იქ ძმებს შორის მოხდა კონფლიქტი, იმათ აშველებდა და ამ დროს დაიღუპაო" - სიღნაღში მომხდარი მკვლელობის დეტალები
"2 პატარა ბავშვი დარჩა... ამბობენ, - "ზაოდობაზე" იყვნენ სადღაც, იქ ძმებს შორის მოხდა კონფლიქტი, იმათ აშველებდა და ამ დროს დაიღუპაო" - სიღნაღში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მკვლე­ლო­ბა მოხ­და კა­ხეთ­ში, სა­დაც ძმამ და სა­სიკ­ვდი­ლოდ და­ა­ზი­ა­ნა. ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნა­შა­უ­ლი სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბის - ტი­ბა­ა­ნი­სა და ჯუ­გა­ა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბელ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, გვი­ან ღა­მით მოხ­და.

მომ­ხდარ­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა შსს -მ.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ა. და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად ედე­ბა ოჯა­ხის წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, რა­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 14 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ­მა ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა სიღ­ნაღ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, თა­ვის დას - 1988 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ა.-ს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზ.ა. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-117-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი

მოკ­ლუ­ლი ქალი 34 წლის მერი ალა­დაშ­ვი­ლია. და­კა­ვე­ბუ­ლია მისი ნა­ხე­ვარ ძმა ზურა ალა­დაშ­ვი­ლი. ქალი ქმარს იყო გა­შო­რე­ბუ­ლი და მა­მას­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად, სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ქო­ბო­ში ცხოვ­რობ­და.

"2 პა­ტა­რა ბავ­შვი დარ­ჩა, სა­უ­კე­თე­სო დედა იყო, ბავ­შვებ­ზე გა­და­ყო­ლი­ლი. რა მოხ­და ზუს­ტად, არ ვიცი. ამ­ბო­ბენ, - "ზა­ო­დო­ბა­ზე" იყ­ვნენ სა­დღაც და იქ ძმებს შო­რის მოხ­და კონ­ფლიქ­ტი, იმათ აშ­ვე­ლებ­და და ამ დროს და­ი­ღუ­პაო. სხვა არა­ფე­რი ვიცი", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ბი ambebi.ge - სთან.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, და­პი­რის­პი­რე­ბა ავ­ტო­მო­ბილ­შიც გაგ­რძელ­და. მათი თქმი­თაც, მოკ­ლუ­ლი ქალი ძმებს აშ­ვე­ლებ­და, რის შემ­დგომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის და­კა­ვე­ბულ­მა მან­ქა­ნი­დან გა­და­აგ­დო.

"გად­მო­აგ­დეს მან­ქა­ნი­და­ნო... მოკ­ვდა, აღარ არის, 2 პა­ტა­რა შვი­ლი დარ­ჩა. თავი აქვს გა­ხეთ­ქი­ლიო, ეტყო­ბა რომ გად­მო­ვარ­და, ას­ფალტს და­არ­ტყა თავი," - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
1

მარტო ეგ გაგიკვირდათ, მანდ ერთი წელი მოუმატეს, როგორც ხელფასები, აცხადებენ მოვუმატეთო და ნახეთ მომატებული ხელფასი უფრო მეტია ტუ საქონლის ფასი. ნეტავ გამაჩეჩქვინა იმის თავი ვინც არ იცის როგორ უნდა მომატება/ 10 ლარიან წამალს რომ 25 ლარს გახდი, ამას ქვია ხელფასის მომატება? აბა რა უსურვო ასეთ სახელმწიფოს, თუმცა რატომ სახელმწიფოს, იმ ადამიანებს ვისაც ტვინი არ აქვს და მხოლოდ თავისთავზე ფიქრობენ. ასეთ ცხოვრებას სიკვდილი სჯობია,მაგრამ მასაც სანატრელს გახდიან, ამბობენ კუბოებსაც მოუმატესო,. ელაპარაკე ახლა ამათ....

მდააა
3

უკვე მართლა ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ხორცსაკეპია და არა ქვეყანა რა. სასჯელი გავამკაცრეთო იტყვიან და 1 წელს უმატებენ ესაა გამკაცრება? ავტოსფეროში გავამკაცრეთო და 100 ლარი მოუმატეს ეგაა გამკაცრება? ამ ხალხს თუ არ გადაახიე მართვის მოწმობა, ან თუ არ წაართვი მანქანა, ისე არაფერი არ ესმით რა. ფულადი ჯარიმა კიარა სულ სხვანაირად უნდა შეიცვალოს სასჯელები. ფულს ნახულობენ და იხდიან. არაეფექტურია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"2 პატარა ბავშვი დარჩა... ამბობენ, - "ზაოდობაზე" იყვნენ სადღაც, იქ ძმებს შორის მოხდა კონფლიქტი, იმათ აშველებდა და ამ დროს დაიღუპაო" - სიღნაღში მომხდარი მკვლელობის დეტალები

"2 პატარა ბავშვი დარჩა... ამბობენ, - "ზაოდობაზე" იყვნენ სადღაც, იქ ძმებს შორის მოხდა კონფლიქტი, იმათ აშველებდა და ამ დროს დაიღუპაო" - სიღნაღში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მკვლელობა მოხდა კახეთში, სადაც ძმამ და სასიკვდილოდ დააზიანა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების - ტიბაანისა და ჯუგაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მოხდა.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა შსს -მ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას - 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დანაშაულის ადგილი

მოკლული ქალი 34 წლის მერი ალადაშვილია. დაკავებულია მისი ნახევარ ძმა ზურა ალადაშვილი. ქალი ქმარს იყო გაშორებული და მამასთან და შვილებთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ცხოვრობდა.

"2 პატარა ბავშვი დარჩა, საუკეთესო დედა იყო, ბავშვებზე გადაყოლილი. რა მოხდა ზუსტად, არ ვიცი. ამბობენ, - "ზაოდობაზე" იყვნენ სადღაც და იქ ძმებს შორის მოხდა კონფლიქტი, იმათ აშველებდა და ამ დროს დაიღუპაო. სხვა არაფერი ვიცი", - ამბობს ადგილობრივი ქალბატობი ambebi.ge - სთან.

ადგილობრივების ინფორმაციითვე, დაპირისპირება ავტომობილშიც გაგრძელდა. მათი თქმითაც, მოკლული ქალი ძმებს აშველებდა, რის შემდგომ, სავარაუდოდ, ის დაკავებულმა მანქანიდან გადააგდო.

"გადმოაგდეს მანქანიდანო... მოკვდა, აღარ არის, 2 პატარა შვილი დარჩა. თავი აქვს გახეთქილიო, ეტყობა რომ გადმოვარდა, ასფალტს დაარტყა თავი," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.