სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობის ფაქტზე "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის და კიდევ ერთი პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობის ფაქტზე "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის და კიდევ ერთი პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე 2 პი­რის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო. ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევრთა არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, თბი­ლის­ში, მი­რი­ან მე­ფის ქ.№16ა-ში გან­თავ­სე­ბულ №90 კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ზ.კ.-მ და კ.ხ-მ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

კ.ხ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 162 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის დღი­დან არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბამ­დე კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში სხვაგ­ვა­რი ძა­ლა­დო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ჯა­რი­მას ან/და ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ზ.კ.-ს მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 162 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვა­და­ში წა­რედ­გი­ნე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ კ.ხ.-ს მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ზ.კ.-ს, ბრა­ლის წარ­დგე­ნის შემ­დგომ, მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობის ფაქტზე "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის და კიდევ ერთი პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობის ფაქტზე "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის და კიდევ ერთი პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ 2020 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების მიმდინარეობისას, თბილისში, მირიან მეფის ქ.№16ა-ში განთავსებულ №90 კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზ.კ.-მ და კ.ხ-მ ერთმანეთის მიმართ ძალადობა განახორციელეს.

კ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზ.კ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინება.

პროკურატურამ კ.ხ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა, ხოლო რაც შეეხება ზ.კ.-ს, ბრალის წარდგენის შემდგომ, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.