მსოფლიო
საზოგადოება

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობა კახეთში: ძმამ დას სასიკვდილო დაზიანება მიაყენა - რას აცხადებს შსს?
მკვლელობა კახეთში: ძმამ დას სასიკვდილო დაზიანება მიაყენა - რას აცხადებს შსს?

მკვლე­ლო­ბა მოხ­და კა­ხეთ­ში, სა­დაც ძმამ და სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნა­შა­უ­ლი სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბის - ტი­ბა­ა­ნი­სა და ჯუ­გა­ა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბელ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, გვი­ან ღა­მით მოხ­და.

მომ­ხდარ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს შსს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ა. და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად ედე­ბა ოჯა­ხის წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, რა­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 14 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ­მა ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა სიღ­ნაღ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, თა­ვის დას - 1988 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ა.-ს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზ.ა. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-117-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს".

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლადო
2

როდემდე, ხალხო როდემდე?!დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ!!!!!!!!! 

aleko
152

ასეა ძმას თავისი თავმოყვარეობა გააჩნია ოჯახისა და ხალხის მიმართ ხოლო ვიღაცას ფეხებს რომ აუწევ სიკვდილსაც უნდა ელოდო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

მკვლელობა კახეთში: ძმამ დას სასიკვდილო დაზიანება მიაყენა - რას აცხადებს შსს?

მკვლელობა კახეთში: ძმამ დას სასიკვდილო დაზიანება მიაყენა - რას აცხადებს შსს?

მკვლელობა მოხდა კახეთში, სადაც ძმამ და სასიკვდილოდ დაჭრა. მიყენებული დაზიანებებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების - ტიბაანისა და ჯუგაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მოხდა.

მომხდარზე განცხადებას ავრცელებს შსს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას - 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს".