პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მდიდარი ფენა ჩინეთს ტოვებს: სი ძინპინი მმართველი კომუნისტური პარტიის სათავეში დარჩა, ბიზნესი ტოტალური კონტროლის დაწესების მოლოდინშია
მდიდარი ფენა ჩინეთს ტოვებს: სი ძინპინი მმართველი კომუნისტური პარტიის სათავეში დარჩა, ბიზნესი ტოტალური კონტროლის დაწესების მოლოდინშია

23 ოქ­ტომ­ბერს ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მე-20 ყრი­ლო­ბა დას­რულ­და, რო­მელ­ზეც გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პოსტზე მე­სა­მე, 5-წლი­ა­ნი ვა­დით კვლავ სი ძინ­პი­ნი აირ­ჩი­ეს.

თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში მან ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ილა­პა­რა­კა, რო­მე­ლიც, მისი თქმით, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გაც ერ­თგვა­რად “და­მუხ­რუჭ­და“.

ამ მოვ­ლე­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კი ასე­თია:

პან­დე­მია და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნუ­ლო­ვა­ნი შე­თან­ხმე­ბა, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ კო­ვი­დის ყო­ვე­ლი ახა­ლი შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ, კა­რან­ტინ­ში გა­და­დის სრუ­ლი­ად ქა­ლა­ქი და ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­რე­სამ­ყა­როს­გან იზო­ლირ­დე­ბა;

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი - ჩი­ნე­თის­თვის, ამ ომის მთა­ვა­რი უსი­ა­მოვ­ნო შე­დე­გი და­სავ­ლეთ­თან კონ­ფლიქ­ტის გამ­წვა­ვე­ბაა. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უკვე და­ი­ძა­ბა ჰონგ კონ­გში თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის ჩახ­შო­ბი­სა და ტა­ი­ვა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი რი­ტო­რი­კის გამო. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით თავს იკა­ვებს მე­ო­რა­დი სან­ქცი­ე­ბის­გან, რად­გან ჩი­ნე­თი რუ­სეთს მხო­ლოდ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად უჭერს მხარს, მაგ­რამ არა ია­რა­ღით და ფუ­ლით. ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ვერ გა­ა­უქ­მა ტრამ­პის დროს და­წე­სე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო შე­ზღუდ­ვე­ბი, მაგ­რამ გამ­კაცრ­და აკ­რძალ­ვე­ბი ჩი­ნეთ­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ;

ერთი შვი­ლის პო­ლი­ტი­კა - აკ­რძალ­ვამ ერ­თზე მეტი შვი­ლის ყო­ლის თა­ო­ბა­ზე, ჩი­ნე­თი და­ბე­რე­ბულ ქვეყ­ნად აქ­ცია. ახალ­გაზ­რდებ­ში კი რე­კორ­დუ­ლი უმუ­შევ­რო­ბა თით­ქმის 20%-ია. ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ამ და ინ­დუსტრი­ა­ლი­ზა­ცი­ამ, რო­გორც ზრდის მა­მოძ­რა­ვე­ბელ­მა, ამო­წუ­რა სა­კუ­თა­რი თავი. ყვე­ლა, ვი­საც შე­ეძ­ლო და სურ­და, დიდი ხნის წინ გა­და­ვი­და სოფ­ლი­დან ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც უკვე ჩი­ნე­ლე­ბის 60%-ზე მეტი ცხოვ­რობს. ყვე­ლა­ფე­რი, რაც აკ­ლდა მრეწ­ვე­ლო­ბას, ენერ­გე­ტი­კას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და უძ­რავ ქო­ნე­ბას, უკვე აშე­ნე­ბუ­ლია. სი­ღა­რი­ბის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი მი­წო­დე­ბის უფსკრუ­ლი და­ი­ფა­რა და ახა­ლი მო­თხოვ­ნის შექ­მნის ტემ­პი გა­ცი­ლე­ბით ნე­ლია.

თა­ვის გა­მოს­ვლა­ში, ჩი­ნე­თის ლი­დერ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მზად არის ტა­ი­ვან­თან მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის, მაგ­რამ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არც ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა უარ­ყო.

მოკ­ლედ რომ ით­ქვას, ახლა ჩი­ნეთს "ოქ­როს ხანა" ნამ­დვი­ლად არ უდ­გას. 10 წლის წინ, რო­დე­საც ძინ­პი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და, ჩი­ნე­თი ყვე­ლა­ზე დი­ნა­მი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ქვე­ყა­ნა იყო პლა­ნე­ტა­ზე. 2010 წელს მან გა­და­უს­წრო ია­პო­ნი­ას და გახ­და მსოფ­ლი­ო­ში სი­დი­დით მე­ო­რე ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვე­ყა­ნა. 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან ეროვ­ნუ­ლი სიმ­დიდ­რის გა­ორ­მა­გე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

ახა­ლი ერა კი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­ში დგას, ბევრ სი­ახ­ლეს სუ­ლაც არ გუ­ლის­ხმობს, რად­გან ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა და კო­მუ­ნის­ტუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტია ცდი­ლობს, თა­ვის მხედ­ვე­ლო­ბის არე­ალ­ში მო­აქ­ცი­ოს ქვეყ­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა და თუ წლე­ბის წინ ბიზ­ნესს ის სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებ­და, ამ­ჯე­რად ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა მკვეთ­რად შე­ი­ზღუ­და.

მდი­და­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მსხვი­ლი ბიზ­ნე­სის ავ­ტო­რე­ბი პი­რა­დი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის ში­შით ცდი­ლო­ბენ ცხოვ­რე­ბაც და საქ­მი­ა­ნო­ბაც სა­ზღვარ­გა­რეთ მო­ი­წყონ, რად­გან მსოფ­ლი­ოს სი­დი­დით მე­ო­რე ეკო­ნო­მი­კის მო­მავ­ლის ბევ­რს აღარ სჯე­რა.

ევ­რო­პე­ლი ად­ვო­კა­ტი, დე­ვიდ ლეს­პე­რან­სი, რო­მელ­საც ჰონგ - კონგსა და ჩი­ნეთ­ში მდი­დარ ოჯა­ხებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ამ­ბობს, რომ ძინ­პი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის ვა­დით გა­ხან­გრძლი­ვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლია ქვეყ­ნის ბიზ­ნეს ელი­ტის­თვის, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი გა­რან­ტი იყო.

მან დას­ძი­ნა, რომ ჰონგ-კონ­გი, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლი იყო ჩი­ნე­თის მდი­და­რი და ელი­ტა­რუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის, ბოლო დროს სულ უფრო ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლი ხდე­ბა, რად­გან პე­კინ­მა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­ტრო­ლი გა­აძ­ლი­ე­რა და ეს პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ამ ფე­ნა­ზე აი­სა­ხა.

ლეს­პე­რან­სის თქმით, მის­მა ბევ­რმა კლი­ენ­ტმა წლე­ბი გა­ა­ტა­რა ჩი­ნე­თი­დან წას­ვლის­თვის მზა­დე­ბა­ში, ლე­გა­ლუ­რად გა­და­ი­ტა­ნა კა­პი­ტა­ლი უსაფრ­თხო ოფ­შო­რულ იუ­რის­დიქ­ცი­ებ­ში და თა­ვის­თვის და თა­ვი­სი ოჯა­ხე­ბის­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და ახა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩი­ნე­თის გა­რეთ მო­ძებ­ნა.

  • მათ უმე­ტე­სო­ბას არა მხო­ლოდ აწუ­ხებს სიმ­დიდ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დის შე­მო­ღე­ბა, რო­მე­ლიც არა­ფორ­მა­ლურ "სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბის“ შე­მო­წი­რუ­ლო­ბებს ჩა­ა­ნაც­ვლებს, ისი­ნი ასე­ვე სულ უფრო მე­ტად ზრუ­ნა­ვენ თა­ვი­ან­თი პი­რა­დი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, თუნ­დაც ქვეყ­ნი­დან წას­ვლის შემ­დეგ.

ეს ში­შე­ბი კი ბოლო წლებ­ში უფრო გაღ­რმავ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით კი "წო­ნი­ა­ნი“ ადა­მი­ა­ნე­ბის ქვეყ­ნი­დან დრო­ე­ბი­თი ან გრძელ­ვა­დი­ა­ნი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ. მათ შო­რის არი­ან Alibaba-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯეკ მა, ჩოგ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვი პენგ შუაი, ელი­ტა­რუ­ლი ფი­ნან­სის­ტი სიაო ძი­ან­შუა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მაგ­ნა­ტი უიტ­ნი დუ­ა­ნი.

შან­ხა­ი­სა და პე­კი­ნის სა­ი­მიგ­რა­ციო ფირ­მე­ბი კი იტყო­ბი­ნე­ბი­ან, რომ მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და გა­ნა­ცხა­დე­ბი ამე­რი­კის "მწვა­ნე ბა­რა­თებ­ზე“...

ჩი­ნეთს აქვს გი­გან­ტუ­რი ზრდის რე­ზერ­ვე­ბი. მა­ში­ნაც კი, თუ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სწრა­ფად არ მოგ­ვარ­დე­ბა, ეკო­ნო­მის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ჩი­ნე­თი წე­ლი­წად­ში 4%-ით გა­იზ­რდე­ბა. ამ ტემ­პით ის გა­უს­წრებს და გა­და­ა­ჭარ­ბებს აშშ-ს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­მით მხო­ლოდ მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლის შუა რი­ცხვებ­ში.

ჩი­ნე­თი ცდი­ლობს გა­ა­ფარ­თო­ვოს სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის სფე­რო და აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს ინ­ვეს­ტი­ცი­ებს სა­ზღვარ­გა­რეთ. მას აქვს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ჯარი, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი და ად­გი­ლი გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში.

თუმ­ცა, მის­თვის და­სავ­ლეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ცია მა­ინც რთუ­ლია. ჩი­ნე­თის მშპ და­ახ­ლო­ე­ბით 20 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია, ანუ გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის და­ახ­ლო­ე­ბით 20%. აშშ-ს აქვს 25%, ხოლო ზო­გა­დად გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს - 60%.

”ეს კარ­გი ამ­ბა­ვია სი-სთვის, მაგ­რამ ცუდი ამ­ბა­ვი ჩი­ნე­თის­თვის და და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­თვის” - გა­ნა­ცხა­და ყრი­ლო­ბის შემ­დეგ სტივ ცან­გმა, ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის SOAS China-ს ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა.

"ის­ტო­რია ძა­ლი­ან ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის პრობ­ლე­მა ქმნის პო­ლი­ტი­კურ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას“, - ამ­ბობს იორ­გენ მო­ლე­რი, და­ნი­ის ორ­ჰუ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მემ­კვიდ­რე­ო­ბის ექ­სპერ­ტი.

"სი ძინ­პინს სურს ნათ­ლად აჩ­ვე­ნოს, რომ ის არ­სად წავა და ხალ­ხმა არ უნდა და­ხარ­ჯოს დრო იმის ვა­რა­უდ­ში, თუ ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი“, - ამის თა­ო­ბა­ზე კი ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­კოს­მა რანა მი­ტერ­მა ისა­უბ­რა.

ძინ­პინს კი მხო­ლოდ ხუთი წელი აქვს ყვე­ლა ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად. კონ­სტი­ტუ­ცი­ის ცვლი­ლე­ბა მას არ ჰპირ­დე­ბა უვა­დო მმარ­თვე­ლო­ბას. ხუთი წლის შემ­დეგ კი­დევ ერთი ყრი­ლო­ბა და ისევ ფა­რუ­ლი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თე­ბა, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბა პირ­და­პირ და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ქვე­ყა­ნა.

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ჩინეთი და დსთ , ჩვენც, რეჟიმული ქვეყნები ვართ, რასაც ვერ იტყვი ამერიკაზე-თავისუფალია !

ალექს
0

საწყალი ჯეკ მა , მილიარდნახევრით დააჯარიმეს მონოპოლიტური ოლიგოპოლიისათვის , დახვრიტავენ, არადა უებრო მებრძოლია კუნფუში ! ჩინელებს რომ ნაცქოცმოქკავშირის კორუფციული სქემები ქონდეთ ნანახი , როგორ არიან ერთი ოჯახისა და სანათესავოს წევრები გადანაწილებული სახელმწიფო არჩევით და დანიშნვნად თანამდებობებზე, ააიპ სსიპ სახელმწიფო შპს -სა და სს-ში, მათ დირექტორატებს და სამეთვალყურეო საბჭოებში, არასამთავრობოებსა და გრანტმიმღებ გამნაწილებელ ადგილებში, შუაში კი არ გაკრეფდნენ, სულ დახვრეტდნენ მონოპოლისტებს ოლიგოპოლიებში , მადლობა მიშას და ბიძინას, და ედუარდს საყვედური იქ , ამათი მოვლინებისათვის ! მაგას უკანასკნელი გაფრთხილება , თან !

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა
ავტორი:

მდიდარი ფენა ჩინეთს ტოვებს: სი ძინპინი მმართველი კომუნისტური პარტიის სათავეში დარჩა, ბიზნესი ტოტალური კონტროლის დაწესების მოლოდინშია

მდიდარი ფენა ჩინეთს ტოვებს: სი ძინპინი მმართველი კომუნისტური პარტიის სათავეში დარჩა, ბიზნესი ტოტალური კონტროლის დაწესების მოლოდინშია

23 ოქტომბერს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა დასრულდა, რომელზეც გენერალური მდივნის პოსტზე მესამე, 5-წლიანი ვადით კვლავ სი ძინპინი აირჩიეს.

თავის მოხსენებაში მან ჩინეთის ეკონომიკის განვითარებაზე ილაპარაკა, რომელიც, მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შედეგაც ერთგვარად “დამუხრუჭდა“.

ამ მოვლენების ჩამონათვალი კი ასეთია:

პანდემია და მასთან დაკავშირებული ნულოვანი შეთანხმება, რაც იმას გულისხმობს, რომ კოვიდის ყოველი ახალი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, კარანტინში გადადის სრულიად ქალაქი და ფაქტობრივად, გარესამყაროსგან იზოლირდება;

რუსეთ-უკრაინის ომი - ჩინეთისთვის, ამ ომის მთავარი უსიამოვნო შედეგი დასავლეთთან კონფლიქტის გამწვავებაა. ურთიერთობები უკვე დაიძაბა ჰონგ კონგში თავისუფლებების ჩახშობისა და ტაივანის წინააღმდეგ მებრძოლი რიტორიკის გამო. შეერთებული შტატები ჯერჯერობით თავს იკავებს მეორადი სანქციებისგან, რადგან ჩინეთი რუსეთს მხოლოდ დიპლომატიურად უჭერს მხარს, მაგრამ არა იარაღით და ფულით. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ გააუქმა ტრამპის დროს დაწესებული სავაჭრო შეზღუდვები, მაგრამ გამკაცრდა აკრძალვები ჩინეთში ტექნოლოგიების გადაცემის შესახებ;

ერთი შვილის პოლიტიკა - აკრძალვამ ერთზე მეტი შვილის ყოლის თაობაზე, ჩინეთი დაბერებულ ქვეყნად აქცია. ახალგაზრდებში კი რეკორდული უმუშევრობა თითქმის 20%-ია. ურბანიზაციამ და ინდუსტრიალიზაციამ, როგორც ზრდის მამოძრავებელმა, ამოწურა საკუთარი თავი. ყველა, ვისაც შეეძლო და სურდა, დიდი ხნის წინ გადავიდა სოფლიდან ქალაქებში, სადაც უკვე ჩინელების 60%-ზე მეტი ცხოვრობს. ყველაფერი, რაც აკლდა მრეწველობას, ენერგეტიკას, ინფრასტრუქტურასა და უძრავ ქონებას, უკვე აშენებულია. სიღარიბის წლების განმავლობაში დაგროვილი მიწოდების უფსკრული დაიფარა და ახალი მოთხოვნის შექმნის ტემპი გაცილებით ნელია.

თავის გამოსვლაში, ჩინეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის ტაივანთან მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში არც ძალის გამოყენება უარყო.

მოკლედ რომ ითქვას, ახლა ჩინეთს "ოქროს ხანა" ნამდვილად არ უდგას. 10 წლის წინ, როდესაც ძინპინი ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ჩინეთი ყველაზე დინამიური განვითარების ქვეყანა იყო პლანეტაზე. 2010 წელს მან გადაუსწრო იაპონიას და გახდა მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა. 12 წლის განმავლობაში მან ეროვნული სიმდიდრის გაორმაგება მოახერხა.

ახალი ერა კი, რომელიც ამჟამად ქვეყანაში დგას, ბევრ სიახლეს სულაც არ გულისხმობს, რადგან ისტორია მეორდება და კომუნისტური სულისკვეთებით გაჟღენთილი მმართველი პარტია ცდილობს, თავის მხედველობის არეალში მოაქციოს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მატერიალური მამოძრავებელი ძალა და თუ წლების წინ ბიზნესს ის სრულ თავისუფლებას ანიჭებდა, ამჯერად ეს თავისუფლება მკვეთრად შეიზღუდა.

მდიდარი მოქალაქეები და მსხვილი ბიზნესის ავტორები პირადი უსაფრთხოებისა და მაღალი გადასახადების შიშით ცდილობენ ცხოვრებაც და საქმიანობაც საზღვარგარეთ მოიწყონ, რადგან მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მომავლის ბევრს აღარ სჯერა.

ევროპელი ადვოკატი, დევიდ ლესპერანსი, რომელსაც ჰონგ - კონგსა და ჩინეთში მდიდარ ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ძინპინის მმართველობის ვადით გახანგრძლივება მნიშვნელოვანი წერტილია ქვეყნის ბიზნეს ელიტისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკის განვითარების მთავარი გარანტი იყო.

მან დასძინა, რომ ჰონგ-კონგი, რომელიც დიდი ხანია პოპულარული ადგილი იყო ჩინეთის მდიდარი და ელიტარული ოჯახებისთვის, ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება, რადგან პეკინმა ამ ტერიტორიაზე კონტროლი გააძლიერა და ეს პირველ რიგში, სწორედ ამ ფენაზე აისახა.

ლესპერანსის თქმით, მისმა ბევრმა კლიენტმა წლები გაატარა ჩინეთიდან წასვლისთვის მზადებაში, ლეგალურად გადაიტანა კაპიტალი უსაფრთხო ოფშორულ იურისდიქციებში და თავისთვის და თავისი ოჯახებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი და ახალი მოქალაქეობა ჩინეთის გარეთ მოძებნა.

  • მათ უმეტესობას არა მხოლოდ აწუხებს სიმდიდრის ოფიციალური გადასახადის შემოღება, რომელიც არაფორმალურ "საერთო კეთილდღეობის“ შემოწირულობებს ჩაანაცვლებს, ისინი ასევე სულ უფრო მეტად ზრუნავენ თავიანთი პირადი უსაფრთხოებისთვის, თუნდაც ქვეყნიდან წასვლის შემდეგ.

ეს შიშები კი ბოლო წლებში უფრო გაღრმავდა, განსაკუთრებით კი "წონიანი“ ადამიანების ქვეყნიდან დროებითი ან გრძელვადიანი გაუჩინარების შემდეგ. მათ შორის არიან Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა, ჩოგბურთის ვარსკვლავი პენგ შუაი, ელიტარული ფინანსისტი სიაო ძიანშუა და უძრავი ქონების მაგნატი უიტნი დუანი.

შანხაისა და პეკინის საიმიგრაციო ფირმები კი იტყობინებიან, რომ მკვეთრად გაიზარდა განაცხადები ამერიკის "მწვანე ბარათებზე“...

ჩინეთს აქვს გიგანტური ზრდის რეზერვები. მაშინაც კი, თუ არსებული პრობლემები სწრაფად არ მოგვარდება, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი წელიწადში 4%-ით გაიზრდება. ამ ტემპით ის გაუსწრებს და გადააჭარბებს აშშ-ს ეკონომიკური ზომით მხოლოდ მომდევნო ათწლეულის შუა რიცხვებში.

ჩინეთი ცდილობს გააფართოვოს საკუთარი გავლენის სფერო და აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საზღვარგარეთ. მას აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯარი, ბირთვული იარაღი და ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში.

თუმცა, მისთვის დასავლეთთან ეკონომიკური კონკურენცია მაინც რთულია. ჩინეთის მშპ დაახლოებით 20 ტრილიონი დოლარია, ანუ გლობალური ეკონომიკის დაახლოებით 20%. აშშ-ს აქვს 25%, ხოლო ზოგადად განვითარებულ ქვეყნებს - 60%.

”ეს კარგი ამბავია სი-სთვის, მაგრამ ცუდი ამბავი ჩინეთისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის” - განაცხადა ყრილობის შემდეგ სტივ ცანგმა, ლონდონის უნივერსიტეტის SOAS China-ს ინსტიტუტის დირექტორმა.

"ისტორია ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ პოლიტიკური მემკვიდრეობის პრობლემა ქმნის პოლიტიკურ არასტაბილურობას“, - ამბობს იორგენ მოლერი, დანიის ორჰუსის უნივერსიტეტის მემკვიდრეობის ექსპერტი.

"სი ძინპინს სურს ნათლად აჩვენოს, რომ ის არსად წავა და ხალხმა არ უნდა დახარჯოს დრო იმის ვარაუდში, თუ ვინ იქნება შემდეგი“, - ამის თაობაზე კი ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიკოსმა რანა მიტერმა ისაუბრა.

ძინპინს კი მხოლოდ ხუთი წელი აქვს ყველა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. კონსტიტუციის ცვლილება მას არ ჰპირდება უვადო მმართველობას. ხუთი წლის შემდეგ კიდევ ერთი ყრილობა და ისევ ფარული ბრძოლა გაიმართება, რომლის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ქვეყანა.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი