„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ირაკლი ხახუბიას ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დეპუტატის სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.
ასევე იხილეთ: