თბილისში "ბიბლუსის“ პირველი ფრენშაიზ მაღაზია გაიხსნა. სიახლესთან დაკავშირებით მომხმარებელს საშუალება ჰქონდა მხოლოდ აღნიშნულ ფილიალში ყველა წიგნზე 20%-იანი ფასდაკლებით ესარგებლა.
როგორც "ბიბლუსში“ განმარტავენ, ფრენშაიზის გაყიდვა კომპანიისთვის ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს, რაც, ერთი მხრივ, თავად მას დაეხმარება განვითარებაში, ხოლო მეორე მხრივ, დაინტერესებულ ხალხსა და კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, ნულიდან დაწყების გარეშე შევიდნენ საინტერესო და წარმატებულ ბიზნესში.
"ბიბლუსი“ ამ მიმართულებით განვითარებას გააგრძელებს და გვაქვს მოლოდინი, რომ მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც კომპანიის მიმართ სანდოობით, მისი წარმატებითა და მომგებიანობით არის განპირობებული. ვფიქრობთ, სასიამოვნოა, ხელს უწყობდე წიგნის გავრცელებას და ეს შენს ძირითად საქმიანობად აქციო,“ - განაცხადეს "ბიბლუსში“.
ფრენშაიზის მნიშვნელოვან უპირატესობას სწორედ იმ კომპანიის ავტორიტეტი და მისდამი ლოიალური მომხმარებლების რაოდენობა წარმოადგენს, რომლითაც უკვე მისი მყიდველიც ისარგებლებს.
ამასთან, ფრენშაიზი უკვე წარმატებული ბიზნეს პროექტია და მისი შეძენის შემთხვევაშიც, კომპანია მმართველს სთავაზობს სრულ მხარდაჭერას როგორც თანამშრომლების გადამზადების, ისე ყველა ბიზნესპროცესის სწავლებით კუთხით, იქნება ეს სავაჭრო პარტნიორებთან დალაგებული პროცესების გაზიარება თუ სრული ხელშეწყობა ოპერირების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ფრენშაიზის მიღება ბევრად ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს, ვიდრე ახალი საქმის დაწყება.
"ბიბლუსში“ იმედოვნებენ, რომ აღნიშნული მიმართულება ჩვენს ქვეყანაში უფრო პოპულარული გახდება და დაინტერესებულ პირებსა და კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, ავტორიტეტული ბიზნესის იმიჯის გამოყენებით წარმატებული საქმიანობა დაიწყონ.
"ბიბლუსის“ პირველი ფრენშაიზი მამასახლისოვის 2ბ-ში მდებარეობს (საბურთალო, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია). ახალი ფილიალების გახსნასთან დაკავშირებით კი კომპანია მომხმარებელს პერიოდულად მიაწვდის დამატებით ინფორმაციას.
R