კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც უფრო ფერადდება აქაურობა, მით უფრო იშვიათდება ადამიანთა ხმა" - ფოტორეპორტაჟი დაცარიელებული და მისტიური თუშეთიდან: რა ხდება წელიწადის მიწურულს მთათუშეთში?
"რაც უფრო ფერადდება აქაურობა, მით უფრო იშვიათდება ადამიანთა ხმა" - ფოტორეპორტაჟი დაცარიელებული და მისტიური თუშეთიდან: რა ხდება წელიწადის მიწურულს მთათუშეთში?

შე­მოდ­გო­მის ფე­რა­დი თუ­შე­თი თოვლმა უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი, სრულ­ყო­ფი­ლი გა­ხა­და. "რაც უფრო ფე­რად­დე­ბა აქა­უ­რო­ბა, მით უფრო იშ­ვი­ათ­დე­ბა ადა­მი­ან­თა ხმა" - სო­ფელ დარ­თლო­ში მდე­ბა­რე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო "შუ­ნის" მე­პატ­რო­ნე თამ­რო იდო­ი­ძე თუ­შე­თი­დან გვე­სა­უბ­რა.

- რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა ამ­ჟა­მად თუ­შეთ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მხრივ, გზე­ბი კი­დევ უფრო და­ზი­ან­და?

- ვი­თა­რე­ბა ამ მხრივ რთუ­ლი ნამ­დვი­ლად არაა, პი­რი­ქით გზის მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს ის ფაქ­ტი, რომ გა­სულ სე­ზონ­ზე გზა თით­ქმის ერთი თვით გვი­ან გა­იხ­სნა...

- შე­სა­ბა­მი­სად ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყო?

- რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ზი­ტო­რებს, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყო. ალ­ბათ ზო­გად­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის შემ­ცი­რე­ბა.

- გზის გვი­ან გახ­სნა დიდ­თოვ­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია?

- ისი­ნი, ვი­საც გზის გახ­სნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ეხე­ბათ, დიდ­თოვ­ლო­ბას და ამინდს აბ­რა­ლე­ბენ. თუმ­ცა ამა­ზე დიდი თოვ­ლიც გვახ­სოვს და მთლად ამინ­დის ბრა­ლი არ უნდა იყოს ეს ყვე­ლა­ფე­რი.

- რამ­დე­ნი წე­ლია თუ­შეთ­ში სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გაქვთ?

- სას­ტუმ­რო და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 წე­ლია რაც გვაქვს... გზის გახ­სნი­დან გზის და­კეტ­ვამ­დე მუდ­მი­ვად თუ­შეთ­ში ვართ. დარ­თლოს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ვერ ვი­ტყვი, რომ მარ­ტი­ვია, თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც რთუ­ლია, იმ­დე­ნად სა­სი­ა­მოვ­ნოა შენს კუ­თხე­ში საქ­მე აკე­თო და რო­გორ­ღაც გა­მო­ა­ცო­ცხლო აქა­უ­რო­ბა. ვცდი­ლობთ, რომ სტუმ­რებს არა მხო­ლოდ ღა­მის­თე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ, არა­მედ სხვა კუ­თხი­თაც და­ვა­ნა­ხოთ თუ­შე­თი და სახ­ლუ­რი გა­რე­მო შე­ვუქ­მნათ...

- სხვა ქვეყ­ნებ­შიც ყო­ფილ­ხართ, სა­დაც ასე­ვე რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბია...

- ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბით ვერ და­ვიკ­ვეხ­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ იტა­ლია, ავ­სტრია და შვე­ი­ცა­რია მაქვს ნა­ნა­ხი. თუმ­ცა იმე­დი მაქვს მოგ­ზა­უ­რო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ... შვე­ი­ცა­რი­ა­ში მა­გა­ლი­თად იტა­ლი­ი­დან გა­და­ვე­დი მა­ტა­რებ­ლით და არა­ერ­თი უღელ­ტე­ხი­ლი გა­და­ვი­ა­რეთ, სა­დაც საკ­მა­ოდ დიდი თოვ­ლი იყო. მა­ტა­რებ­ლის ლი­ან­და­გის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­მან­ქა­ნო გზა მი­უყ­ვე­ბო­და და თა­ვად გზა­ზე სის­ვე­ლეც კი არ იყო, არამც თუ თოვ­ლი. რა თქმა უნდა, შვე­ი­ცა­რი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს შე­და­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია! ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე იგ­რძნო­ბო­და იქ, რომ ძა­ლი­ან დიდი ფუ­ლა­დი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი იყო და­ხარ­ჯუ­ლი.

თამ­რო იდო­ი­ძე

- თუ­შე­თი "სი­ე­ნენ­მა" ტუ­რის­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ველ ათე­ულ­ში და­ა­სა­ხე­ლა და ასე თუ გაგ­რძელ­და, შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ტუ­რის­ტე­ბის­თვის პო­პუ­ლა­რო­ბას?

- მე ვფიქ­რობ, თუ­შე­თის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა სწო­რედ მის­მა ხელ­თუქ­მნე­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია. თა­ვის­თა­ვა­დაა თუ­შე­თი უნი­კა­ლუ­რი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, ფლო­რით ფა­უ­ნით, წი­ნაპ­რე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ციხე-კოშ­კე­ბით... ვფიქ­რობ, თუ გა­ვი­თა­ვი­სებთ, რომ თუ­შე­თი არ არის ერთჯე­რა­დად დას­ვე­ნე­ბის ად­გი­ლი და ის ჩვე­ნი მემ­კვიდ­რე­ო­ბაა, უნდა მო­ვუ­ა­როთ გა­ვუფრ­თხი­ლეთ და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ! ის კი­დევ დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თა­ვის სტა­ტუსს არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში!

- ამ­ჟა­მად თქვენ თუ­შე­თის სხვა­დას­ხვა სოფ­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რობთ და რას გვე­ტყო­დით შე­მოდ­გო­მის თუ­შეთ­ზე?

- ერ­თდრო­უ­ლად იმა­ზე ლა­მა­ზი და სევ­დი­ა­ნი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, ვიდ­რე შე­მოდ­გო­მის თუ­შე­თია. რაც უფრო ფე­რად­დე­ბა, მით უფრო იშ­ვი­ათ­დე­ბა ადა­მი­ან­თა ხმა. აქ ყვე­ლა­ფე­რია-მეთ­ქი ვამ­ბობ და მარ­თლაც ყვე­ლა­ფე­რია თუ­შეთ­ში იმის­თვის, რომ ყო­ვე­ლი დღის გა­თე­ნე­ბა გი­ხა­რო­დეს. შე­იძ­ლე­ბა ჩემი თუ­შე­თი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო ვფიქ­რობ ასე, მაგ­რამ თუ­შე­თის­ნა­ი­რი ფე­რა­დი შე­მოდ­გო­მა ბევ­რგან არ იქ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად. ახლა პი­რი­ქი­თის ხე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვით, პა­ტა­რა ლა­რო­ვა­ნის ხე­ო­ბა და მა­გე­ხის ციხე მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ. სოფ­ლებ­ში ჯერ თოვ­ლი არ არის, თუმ­ცა გარ­შე­მო მთე­ბი დიდი ხა­ნია გა­და­თეთრდა და შე­მოდ­გო­მის ფე­რა­დი თუ­შე­თი თოვლმა უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი, სრულ­ყო­ფი­ლი გა­ხა­და. რაც შე­ე­ხე­ბა გზას, თვის ბო­ლოს ჩა­ი­კე­ტე­ბა და ივ­ნი­სის და­სა­წყი­სამ­დე ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა თუ­შეთ­ში მო­სახ­ვედ­რად ვერ­ტმფრე­ნია...

- ახ­ლა­ხან და­ჯილ­დოვ­დით, გვი­ამ­ბეთ ამა­ზეც...

- სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ფონდმა გა­მო­ა­ცხა­და კონ­კურ­სი "თუ­შე­თი ჩემი მემ­კვიდ­რე­ო­ბა". ჩვენ სხვა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­თან ერ­თად ჯილ­დო გად­მოგ­ვცეს ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის და მოვ­ლის­თვის. ყვე­ლა ჯილ­დო თუ თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ჩვენ­თვის. ასე­ვე დიდი სტი­მუ­ლი, არ გავ­ჩერ­დეთ და კი­დევ უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შევ­ძლოთ ჩვე­ნი კუ­თხის­თვის.

- რთუ­ლი არ არის ასე­თი ახალ­გაზ­რდა რომ ამ­დე­ნად მკაცრ პი­რო­ბებ­ში თუ­შეთ­ში ამ­დენს აკე­თებთ?

- მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის.. ჯერ იმი­ტომ, რომ ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს მო­წყვე­ტი­ლი ხარ. ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა იცი­ან, რომ მა­ი­სი­დან ოქ­ტომ­ბრამ­დე ასე ვთქვათ, გა­სუ­ლი ვარ მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნი­დან... სი­მარ­თლე გი­თხრათ, თუ­შე­თი მუდ­მი­ვი მო­ნატ­რე­ბაა. როცა თუ­შეთ­ში ხარ, ადა­მი­ა­ნე­ბი გე­ნატ­რე­ბა და როცა თუ­შეთ­ში არ ხარ, თუ­შე­თი და სახ­ლი.

ყვე­ლას ვურ­ჩევ, რომ არ და­უ­ჯე­რონ გავ­რცე­ლე­ბულ ხმებს თუ­შე­თის გზა­ზე... გა­და­ლა­ხონ შიში და თუ­შე­თი ერთხელ მა­ინც მო­ი­ნა­ხუ­ლონ. ეს იქ­ნე­ბა ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა და ისევ დაბ­რუ­ნე­ბის მა­რა­დი­უ­ლი სურ­ვი­ლი.

ფო­ტო­ე­ბი: თამ­რო იდო­ი­ძე

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xx
3

თუშეთი კი არა მტელი საქართველო რო ცარიელდება იმას მიხედეთ

ana-ს
0

ჯერ გამოვხატოთ ჩვენი აღტაცება, ამ მართლაც უნიკალური კუთხის მიმართ.

არსებობს მთათუშეთი და ეს არის კავკასიონსგადაღმა არსებული თუშეთი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"რაც უფრო ფერადდება აქაურობა, მით უფრო იშვიათდება ადამიანთა ხმა" - ფოტორეპორტაჟი დაცარიელებული და მისტიური თუშეთიდან: რა ხდება წელიწადის მიწურულს მთათუშეთში?

"რაც უფრო ფერადდება აქაურობა, მით უფრო იშვიათდება ადამიანთა ხმა" - ფოტორეპორტაჟი დაცარიელებული და მისტიური თუშეთიდან: რა ხდება წელიწადის მიწურულს მთათუშეთში?

შემოდგომის ფერადი თუშეთი თოვლმა უფრო შთამბეჭდავი, სრულყოფილი გახადა. "რაც უფრო ფერადდება აქაურობა, მით უფრო იშვიათდება ადამიანთა ხმა" - სოფელ დართლოში მდებარე საოჯახო სასტუმრო "შუნის" მეპატრონე თამრო იდოიძე თუშეთიდან გვესაუბრა.

- როგორი ვითარებაა ამჟამად თუშეთში ინფრასტრუქტურის მხრივ, გზები კიდევ უფრო დაზიანდა?

- ვითარება ამ მხრივ რთული ნამდვილად არაა, პირიქით გზის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორებულია. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გასულ სეზონზე გზა თითქმის ერთი თვით გვიან გაიხსნა...

- შესაბამისად ტურისტების რაოდენობაც შემცირებული იყო?

- რაც შეეხება ვიზიტორებს, წინა წელთან შედარებით რაოდენობა შემცირებული იყო. ალბათ ზოგადმა მდგომარეობამ განაპირობა ტურისტული ნაკადის შემცირება.

- გზის გვიან გახსნა დიდთოვლობამ გამოიწვია?

- ისინი, ვისაც გზის გახსნის სამუშაოები ეხებათ, დიდთოვლობას და ამინდს აბრალებენ. თუმცა ამაზე დიდი თოვლიც გვახსოვს და მთლად ამინდის ბრალი არ უნდა იყოს ეს ყველაფერი.

- რამდენი წელია თუშეთში საოჯახო სასტუმრო გაქვთ?

- სასტუმრო დაახლოებით 7-8 წელია რაც გვაქვს... გზის გახსნიდან გზის დაკეტვამდე მუდმივად თუშეთში ვართ. დართლოს რეაბილიტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ საოჯახო სასტუმრო გაგვეკეთებინა. ვერ ვიტყვი, რომ მარტივია, თუმცა რამდენადაც რთულია, იმდენად სასიამოვნოა შენს კუთხეში საქმე აკეთო და როგორღაც გამოაცოცხლო აქაურობა. ვცდილობთ, რომ სტუმრებს არა მხოლოდ ღამისთევის საშუალება მივცეთ, არამედ სხვა კუთხითაც დავანახოთ თუშეთი და სახლური გარემო შევუქმნათ...

- სხვა ქვეყნებშიც ყოფილხართ, სადაც ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობებია...

- ბევრ ქვეყანაში მოგზაურობით ვერ დავიკვეხნი ჯერჯერობით, მხოლოდ იტალია, ავსტრია და შვეიცარია მაქვს ნანახი. თუმცა იმედი მაქვს მოგზაურობას გავაგრძელებ... შვეიცარიაში მაგალითად იტალიიდან გადავედი მატარებლით და არაერთი უღელტეხილი გადავიარეთ, სადაც საკმაოდ დიდი თოვლი იყო. მატარებლის ლიანდაგის პარალელურად სამანქანო გზა მიუყვებოდა და თავად გზაზე სისველეც კი არ იყო, არამც თუ თოვლი. რა თქმა უნდა, შვეიცარიის და საქართველოს შედარება სახელმწიფო დონეზე შეუძლებელია! ყველა ნაბიჯზე იგრძნობოდა იქ, რომ ძალიან დიდი ფულადი და ადამიანური რესურსი იყო დახარჯული.

თამრო იდოიძე

- თუშეთი "სიენენმა" ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ათეულში დაასახელა და ასე თუ გაგრძელდა, შეინარჩუნებს ტურისტებისთვის პოპულარობას?

- მე ვფიქრობ, თუშეთის მიმზიდველობა სწორედ მისმა ხელთუქმნელობამ გამოიწვია. თავისთავადაა თუშეთი უნიკალური თავისი ბუნებით, ფლორით ფაუნით, წინაპრების მიერ შექმნილი ციხე-კოშკებით... ვფიქრობ, თუ გავითავისებთ, რომ თუშეთი არ არის ერთჯერადად დასვენების ადგილი და ის ჩვენი მემკვიდრეობაა, უნდა მოვუაროთ გავუფრთხილეთ და შევინარჩუნოთ! ის კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს თავის სტატუსს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში!

- ამჟამად თქვენ თუშეთის სხვადასხვა სოფლებში მოგზაურობთ და რას გვეტყოდით შემოდგომის თუშეთზე?

- ერთდროულად იმაზე ლამაზი და სევდიანი არაფერი მინახავს, ვიდრე შემოდგომის თუშეთია. რაც უფრო ფერადდება, მით უფრო იშვიათდება ადამიანთა ხმა. აქ ყველაფერია-მეთქი ვამბობ და მართლაც ყველაფერია თუშეთში იმისთვის, რომ ყოველი დღის გათენება გიხაროდეს. შეიძლება ჩემი თუშეთისადმი დამოკიდებულებების გამო ვფიქრობ ასე, მაგრამ თუშეთისნაირი ფერადი შემოდგომა ბევრგან არ იქნება ნამდვილად. ახლა პირიქითის ხეობაში ვიყავით, პატარა ლაროვანის ხეობა და მაგეხის ციხე მოვინახულეთ. სოფლებში ჯერ თოვლი არ არის, თუმცა გარშემო მთები დიდი ხანია გადათეთრდა და შემოდგომის ფერადი თუშეთი თოვლმა უფრო შთამბეჭდავი, სრულყოფილი გახადა. რაც შეეხება გზას, თვის ბოლოს ჩაიკეტება და ივნისის დასაწყისამდე ერთადერთი საშუალება თუშეთში მოსახვედრად ვერტმფრენია...

- ახლახან დაჯილდოვდით, გვიამბეთ ამაზეც...

- საქართველოს ეროვნულმა ფონდმა გამოაცხადა კონკურსი ,,თუშეთი ჩემი მემკვიდრეობა". ჩვენ სხვა გამარჯვებულებთან ერთად ჯილდო გადმოგვცეს ტრადიციული საცხოვრებელი სახლის შენარჩუნებისთვის და მოვლისთვის. ყველა ჯილდო თუ თბილი დამოკიდებულება უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის. ასევე დიდი სტიმული, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო მეტის გაკეთება შევძლოთ ჩვენი კუთხისთვის.

- რთული არ არის ასეთი ახალგაზრდა რომ ამდენად მკაცრ პირობებში თუშეთში ამდენს აკეთებთ?

- მარტივი ნამდვილად არ არის.. ჯერ იმიტომ, რომ ყველას და ყველაფერს მოწყვეტილი ხარ. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ მაისიდან ოქტომბრამდე ასე ვთქვათ, გასული ვარ მომსახურების ზონიდან... სიმართლე გითხრათ, თუშეთი მუდმივი მონატრებაა. როცა თუშეთში ხარ, ადამიანები გენატრება და როცა თუშეთში არ ხარ, თუშეთი და სახლი.

ყველას ვურჩევ, რომ არ დაუჯერონ გავრცელებულ ხმებს თუშეთის გზაზე... გადალახონ შიში და თუშეთი ერთხელ მაინც მოინახულონ. ეს იქნება ერთი ნახვით შეყვარება და ისევ დაბრუნების მარადიული სურვილი.

ფოტოები: თამრო იდოიძე

ნახეთ ასევე: