ამერიკელი მწერალი, ჯორჯ მარტინი თავისი ახალი წიგნზე, The Winds of Winter-ზე სასაუბროდ The Late Show-ს სტუდიას ესტუმრა, თუმცა საუბრისას მწერალს მხოლოდ წიგნზე არ უსაუბრია.
ჯორჯ მარტინმა შემოქმედებით პროცესზე საუბრით დაიწყო ინტერვიუ და შემდეგ დღევანელი რეალობა დისტოპიურ სამყაროს შეადარა. მწერალმა თქვა, რომ ის თანამედროვე სამყაროს შემყურე, უფრო და უფრო მეტად პესიმისტური ხდება, ვიდრე ახალგაზრდობაში იყო:
"ასე მოულოდნელად, ბირთვული ომის დაწყება კიდევ უფრო რეალური ხდება", - თქვა მარტინმა.
მისი თქმით, როცა სამეცნიერო ფანტასტიკაში ასეთი გამანადგურებელი ომები ხდება, "ბოლოს ყოველთვის იკრიბება რამდენიმე კარგი ადამიანი, რომელიც ცივილიზაციის ხელახლა შექმნის გეგმებს აწყობს.
ფანტასტიკურ ნოველებში, რაოდენ საშინელი რეალობის წინაშეც არ უნდა იდგეს სამყარო, ასეთ სიტუაციებშიც კი, ოპტიმიზმი ყოველთვის იგრძნობა. დღევანდელი რეალობა განსხვავდება სამეცნიერო ფანტასტიკისგან და შეუძლებელია ოპტიმიზმის შენარჩუნება. შეგვიძლია ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილები კლიმატის ცვლილების ფონზე?!
რა უნდა ვქნათ, თუ პუტინი მართლა დაიწყებს ბირთვულ ომს? ნეტა დრაკონი მყავდეს, რომ კრემლისკენ გადამეფრინა“, - თქვა მწერალმა. მის სიტყვებს მაყურებელი ტაშით შეხვდა.
მოამზადა: ანა სიბოშვილმა