პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაციენტი ცნობილ პლასტიკურ ქირურგს მკერდის ოპერაციის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებს და კლინიკას სასამართლოში უჩივის
პაციენტი ცნობილ პლასტიკურ ქირურგს მკერდის ოპერაციის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებს და კლინიკას სასამართლოში უჩივის

უკ­მა­ყო­ფი­ლო პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა "ტო­ტალ შარ­მის" წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რივ და­ვას იწყებს. თა­მარ ც. აცხა­დებს, რომ ცნო­ბილ­მა პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა კონ­სტან­ტი­ნე სუ­ლა­მა­ნი­ძემ, 2021 წლის 18 მა­ისს, მას მკერ­დის ოპე­რა­ცია არას­წო­რად ჩა­უ­ტა­რა, რის გა­მოც პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ პე­რი­ოდ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის არა­ერ­თი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და კვლავ გახ­და სა­ო­პე­რა­ციო.

პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც თავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს, ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას მო­ი­თხოვს, რის გა­მოც სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას იწყებს

თა­მარ ც.-ს უფ­ლე­ბებს სა­სა­მარ­თლო­ში ად­ვო­კა­ტი აჩი­კო კა­ი­კა­ციშ­ვი­ლი და­ი­ცავს. ის ambebi.ge -სთან აცხა­დებს, რომ კლი­ნი­კის ბრა­ლე­უ­ლო­ბა დო­კუ­მენ­ტე­ბით დას­ტურ­დე­ბა.

"დო­კუ­მენ­ტე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ვერც კლი­ნი­კამ და­იც­ვა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი და ვერც ექიმ­მა შე­ას­რუ­ლა სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა. შე­დე­გად, ვერ მოხ­და ხა­რის­ხი­ა­ნი ქი­რურ­გი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა - არ დად­გა პა­ცი­ენ­ტის­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი. კერ­ძოდ, 2021 წლის 18 მა­ისს ჩა­ტა­რე­ბულ­მა ქი­რურ­გი­ულ­მა ჩა­რე­ვამ გა­ნა­პი­რო­ბა 2022 წლის 5 სექ­ტემ­ბრის და­მა­ტე­ბი­თი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან მო­ქა­ლა­ქე აღ­მო­აჩ­ნდა სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის ასი­მეტ­რი­ი­სა და სარ­ძე­ვე ჯირ­კვალ­ზე უხე­ში ნა­წი­ბუ­რე­ბის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე. მე­ო­რე ოპე­რა­ცია და­ი­გეგ­მა პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს დაშ­ვე­ბუ­ლი უხე­ში დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, რაც არ­სე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით, სრუ­ლად აღ­მო­ფხვრი­ლი კი­დევ არ არის.

ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­ზე­ზობ­რი­ვი კავ­ში­რიც, ვი­ნა­ი­დან 2021 წლის და 2022 წლის სა­მე­დი­ცი­ნო სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია ცალ­სა­ხად მი­უ­თი­თებს, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი გა­მო­ცხად­და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ამას­თა­ნა­ვე, ხელ­მო­წე­რი­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბის პი­რო­ბებ­შიც კი, ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დგომ, მას არ გა­ნუ­ვი­თარ­და არც ერთი უკუჩ­ვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც რა­ი­მე ავა­დო­ბით შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. დღე­ვან­დე­ლი შე­დე­გი, ყვე­ლა მო­ნა­ცე­მით დას­ტურ­დე­ბა, რომ მთლი­ა­ნად კლი­ნი­კი­სა და ექიმ კონ­სტან­ტი­ნე სუ­ლა­მა­ნი­ძის არას­წო­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის შე­დე­გია.

მე­ტიც, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აბ­დო­მი­ნოპ­ლას­ტი­კის კო­რექ­ცი­ის და ლი­პო­საქ­ცი­ის შე­დე­გად, მუც­ლის მარ­ცხე­ნა მხა­რეს აღე­ნიშ­ნე­ბა ნა­კე­ცი, რო­მე­ლიც მას არ ჰქონ­და ბოლო ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვამ­დე. გარ­და ამი­სა, მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბის გა­ნაკ­ვე­თი გა­ი­ზარ­და. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა წი­ნა­წარ - კერ­ძოდ, ექიმ­მა ქალ­ბა­ტონს მისი წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბის გა­რე­შე ჩა­უ­ტა­რა იმგვა­რი ჩა­რე­ვა, რო­მელ­მაც მის სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბის გა­ნაკ­ვე­თის გაზ­რდა გა­მო­იწ­ვია, შე­სა­ბა­მი­სად გა­ი­ზარ­და შრა­მიც", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

აჩი­კო კა­ი­კა­ციშ­ვი­ლის თქმით, კლი­ნი­კა სა­სა­მარ­თლო­ში ვერ შეძ­ლებს ექი­მის არას­წო­რი ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნას და საქ­მე მათი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბა.

"ცხა­დია ეს სა­კი­თხი ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რი არ­გუ­მენ­ტა­ცი­ით ვერ გა­და­წყდე­ბა, ჩვენ კი გვაქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და სა­ხე­ზეა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი. ვფიქ­რობთ, საქ­მე­ზე უნდა დად­გეს პრე­ცე­დენ­ტი, რაც არ გუ­ლის­ხმობს, რო­გორც კლი­ნი­კის, ასე­ვე ექი­მის მი­მართ მო­მა­ვალ­ში ნდო­ბის შემ­ცი­რე­ბას, უწი­ნა­რე­სად სარ­ჩე­ლი გუ­ლის­ხმობს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნას იმ სა­კი­თხში, თუ რა მოხ­და გან­სა­ხილ­ველ შემ­თხვე­ვა­ში“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

კა­ი­კა­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია და ეკო-სა­ლო­ნის კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს.

საქ­მე­ზე ორი­ვე მხა­რის პო­ზი­ცი­ის წა­მოდ­გე­ნის მიზ­ნით, ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით "ტო­ტალ შარმს". კლი­ნი­კის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ქე­თე­ვან ხუ­ხუ­ნა­იშ­ვილ­მა გვი­თხრა, რომ მათ არ აქვთ უფ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­შრე­ბით რა­ი­მე სა­ხის კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თონ, რად­გან ამას პა­ცი­ენ­ტთან და­დე­ბუ­ლი გა­უთ­ქმე­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ავალ­დე­ბუ­ლებთ.

"თუ პა­ცი­ენ­ტი მოგ­ვცემს ნე­ბარ­თვას გა­ვა­სა­ჯა­რო­ოთ საქ­მის მა­სა­ლე­ბი, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებთ ამას. მა­ნამ­დე ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს ვერ მოგ­ცემთ. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გვი­ჩივ­ლე­ბენ" - თქვა ambebi.ge -სთან კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბი" , რო­მელ­საც კა­ი­კა­ციშ­ვი­ლი წარ­მო­ად­გენს, სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში 2022 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს წა­რად­გი­ნა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

პაციენტი ცნობილ პლასტიკურ ქირურგს მკერდის ოპერაციის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებს და კლინიკას სასამართლოში უჩივის

პაციენტი ცნობილ პლასტიკურ ქირურგს მკერდის ოპერაციის არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებს და კლინიკას სასამართლოში უჩივის

უკმაყოფილო პაციენტი კლინიკა "ტოტალ შარმის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. თამარ ც. აცხადებს, რომ ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა კონსტანტინე სულამანიძემ, 2021 წლის 18 მაისს, მას მკერდის ოპერაცია არასწორად ჩაუტარა, რის გამოც პოსტოპერაციულ პერიოდში ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა შეექმნა და კვლავ გახდა საოპერაციო.

პაციენტი, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, რის გამოც სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

თამარ ც.-ს უფლებებს სასამართლოში ადვოკატი აჩიკო კაიკაციშვილი დაიცავს. ის ambebi.ge -სთან აცხადებს, რომ კლინიკის ბრალეულობა დოკუმენტებით დასტურდება.

"დოკუმენტებით დგინდება, რომ ვერც კლინიკამ დაიცვა ხელშეკრულების პირობები და ვერც ექიმმა შეასრულა საჭირო სამედიცინო ჩარევა. შედეგად, ვერ მოხდა ხარისხიანი ქირურგიული მომსახურების გაწევა - არ დადგა პაციენტისთვის სასურველი შედეგი. კერძოდ, 2021 წლის 18 მაისს ჩატარებულმა ქირურგიულმა ჩარევამ განაპირობა 2022 წლის 5 სექტემბრის დამატებითი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ვინაიდან მოქალაქე აღმოაჩნდა სარძევე ჯირკვლის ასიმეტრიისა და სარძევე ჯირკვალზე უხეში ნაწიბურების პრობლემის წინაშე. მეორე ოპერაცია დაიგეგმა პირველი ოპერაციის დროს დაშვებული უხეში დარღვევების აღმოსაფხვრელად, რაც არსებული შედეგებით, სრულად აღმოფხვრილი კიდევ არ არის.

ერთმნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირიც, ვინაიდან 2021 წლის და 2022 წლის სამედიცინო სტაციონარული დოკუმენტაცია ცალსახად მიუთითებს, რომ ქალბატონი სრულიად ჯანმრთელი გამოცხადდა სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთანავე, ხელმოწერილი ინფორმირებული თანხმობის პირობებშიც კი, ოპერაციების ჩატარების შემდგომ, მას არ განუვითარდა არც ერთი უკუჩვენება, რომელიც რაიმე ავადობით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული. დღევანდელი შედეგი, ყველა მონაცემით დასტურდება, რომ მთლიანად კლინიკისა და ექიმ კონსტანტინე სულამანიძის არასწორი მანიპულაციის შედეგია.

მეტიც, ჩატარებული აბდომინოპლასტიკის კორექციის და ლიპოსაქციის შედეგად, მუცლის მარცხენა მხარეს აღენიშნება ნაკეცი, რომელიც მას არ ჰქონდა ბოლო ქირურგიულ ჩარევამდე. გარდა ამისა, მეორე ოპერაციის შედეგად, სხეულზე ჭრილობის განაკვეთი გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით, ინფორმირებული არ ყოფილა წინაწარ - კერძოდ, ექიმმა ქალბატონს მისი წინასწარი თანხმობის გარეშე ჩაუტარა იმგვარი ჩარევა, რომელმაც მის სხეულზე ჭრილობის განაკვეთის გაზრდა გამოიწვია, შესაბამისად გაიზარდა შრამიც", - აცხადებს ადვოკატი.

აჩიკო კაიკაციშვილის თქმით, კლინიკა სასამართლოში ვერ შეძლებს ექიმის არასწორი ქმედების ფაქტზე დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენას და საქმე მათი გამარჯვებით დასრულდება.

"ცხადია ეს საკითხი ზეპირსიტყვიერი არგუმენტაციით ვერ გადაწყდება, ჩვენ კი გვაქვს მტკიცებულებები და სახეზეა დაზარალებული ქალბატონი. ვფიქრობთ, საქმეზე უნდა დადგეს პრეცედენტი, რაც არ გულისხმობს, როგორც კლინიკის, ასევე ექიმის მიმართ მომავალში ნდობის შემცირებას, უწინარესად სარჩელი გულისხმობს ჭეშმარიტების დადგენას იმ საკითხში, თუ რა მოხდა განსახილველ შემთხვევაში“, - აცხადებს ადვოკატი.

კაიკაციშვილის განცხადებით, დაზარალებული ქალბატონი საქართველოში ცნობილი ადამიანია და ეკო-სალონის კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების სფეროში მოღვაწეობს.

საქმეზე ორივე მხარის პოზიციის წამოდგენის მიზნით, ჩვენ დავუკავშირდით "ტოტალ შარმს". კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ხუხუნაიშვილმა გვითხრა, რომ მათ არ აქვთ უფლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით რაიმე სახის კომენტარი გააკეთონ, რადგან ამას პაციენტთან დადებული გაუთქმელობის ხელშეკრულება ავალდებულებთ.

"თუ პაციენტი მოგვცემს ნებართვას გავასაჯაროოთ საქმის მასალები, სიამოვნებით გავაკეთებთ ამას. მანამდე ვერანაირ კომენტარს ვერ მოგცემთ. ძალიან კარგი იქნება, თუ გვიჩივლებენ" - თქვა ambebi.ge -სთან კლინიკის ხელმძღვანელმა.

ორგანიზაციამ "ახალგაზრდა ადვოკატები" , რომელსაც კაიკაციშვილი წარმოადგენს, სარჩელი სასამართლოში 2022 წლის 11 ოქტომბერს წარადგინა.

იხილეთ ასევე: