კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Translive.ge - საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა ალდაგთან პარტნიორობით შეიქმნა
Translive.ge - საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა ალდაგთან პარტნიორობით შეიქმნა

გა­და­ზიდ­ვე­ბის და­გეგ­მვა უკვე ციფ­რუ­ლა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ახა­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მა - Translive იმ­პორ­ტი­ორ/ექ­სპორ­ტი­ორ კომ­პა­ნი­ებს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ციფ­რუ­ლად, ელექტრო­ნულ სივ­რცე­ში და­გეგ­მონ გა­და­ზიდ­ვა და ამავდრო­უ­ლად, მი­ი­ღონ ექ­სკლუ­ზი­უ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი რო­გორც გა­და­ზიდ­ვის, ისე და­ზღვე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

Translive-ის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბი გა­და­ი­ნაც­ვლებს მთლი­ა­ნად ციფ­რულ სივ­რცე­ში. იმ­პორ­ტი­ო­რი/ექ­სპორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­საც დღემ­დე უწევ­დათ ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის­თვის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბის მო­ძი­ე­ბა სხვა­დას­ხვა არ­ხე­ბით, ახლა უკვე ერთ პლატ­ფორ­მა­ზე შეძ­ლე­ბენ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას და სერ­ვი­სის მი­ღე­ბას ოპ­ტი­მა­ლურ ფა­სად.

Translive მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს ონ­ლა­ინ აუქ­ცი­ონს, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა მას, შე­არ­ჩი­ოს კონ­კრე­ტუ­ლი გა­დამ­ზი­და­ვი კონ­კრე­ტულ მარ­შრუტ­ზე. პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით­ვე მოხ­დე­ბა ყვე­ლა აქ­ტი­უ­რი გა­და­ზიდ­ვის და­ზღვე­ვა, დო­კუ­მენ­ტე­ბის სწრა­ფი მი­მოც­ვლა, რაც ამარ­ტი­ვებს გა­და­ზიდ­ვის პრო­ცესს, ამ­ცი­რებს დროს, ზო­გავს ფი­ნან­სებს და ამაღ­ლებს სერ­ვი­სის ეფექ­ტუ­რო­ბას.

Translive ბენე ჯგუ­ფის, კა­ი­როს ლო­ჯის­ტი­კის და ლე­მონ­დუს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია. ამ კომ­პა­ნი­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვებ­ში და ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით 10 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ.

პრო­ექ­ტის ექ­სკლუ­ზი­უ­რი პარტნი­ო­რია სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია ალ­და­გი.

“მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ და­ვას­რუ­ლეთ გა­და­ზიდ­ვე­ბის ციფ­რულ პლატ­ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა. ვფიქ­რობთ, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა რე­ა­ლუ­რად გა­ა­ჯან­სა­ღებს ბა­ზარს, მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­ი­ღებს სა­უ­კე­თე­სო შე­თა­ვა­ზე­ბებს, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს, ხოლო გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ციფ­რუ­ლი ხელ­სა­წყო­ე­ბის გა­რე­შე. გვჯე­რა, რომ ჩვე­ნი პრო­ექ­ტით გა­ვა­მარ­ტი­ვებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვებს და გავზრდით ეფექ­ტუ­რო­ბას,- აცხა­დებს Translive-ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მი­ხე­ილ ნა­მა­დო­ვი;

“ალ­და­გი“ წლე­ბია, თა­ნამ­შრომ­ლობს ბენე ჯგუფ­თან და კა­ი­როს ლო­ჯის­ტიკ­თან. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ჯგუ­ფი სტა­ბი­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა, ქმნის ინო­ვა­ცი­ებს და ჩვენ ამ ინო­ვა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი ვართ. ზო­გა­დად, იმ­პორ­ტის და ექ­სპორ­ტის პრო­ცეს­ში ტვირ­თის და­ზღვე­ვა – ეს აღარ არის არ­ჩე­ვა­ნი, ეს არის ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბა და ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, Translive-ის კლი­ენ­ტებს შევ­თა­ვა­ზოთ ექ­სკლუ­ზი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბი და ფა­სე­ბი. „ალ­და­გის“ ტვირ­თის და­ზღვე­ვა, ეს ნიშ­ნავს სწო­რად შერ­ჩე­ულ და ფარ­თო და­ფარ­ვე­ბის მქო­ნე და­ზღვე­ვას, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ებს ეხ­მა­რე­ბა რის­კე­ბის მი­ნი­მი­ზე­ბა­სა და ფი­ნან­სუ­რი და­ნა­კარ­გე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა­ში,”- აცხა­დებს თა­მარ ძნე­ლა­ძე, ალ­და­გის მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის და­ზღვე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

Translive.ge - საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა ალდაგთან პარტნიორობით შეიქმნა

Translive.ge - საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა ალდაგთან პარტნიორობით შეიქმნა

გადაზიდვების დაგეგმვა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი. ახალი ინოვაციური პლატფორმა - Translive იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ციფრულად, ელექტრონულ სივრცეში დაგეგმონ გადაზიდვა და ამავდროულად, მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები როგორც გადაზიდვის, ისე დაზღვევის მიმართულებით.

Translive-ის საშუალებით საერთაშორისო გადაზიდვები გადაინაცვლებს მთლიანად ციფრულ სივრცეში. იმპორტიორი/ექსპორტიორი კომპანიები, რომლებსაც დღემდე უწევდათ ტვირთის გადაზიდვისთვის საუკეთესო პირობების მოძიება სხვადასხვა არხებით, ახლა უკვე ერთ პლატფორმაზე შეძლებენ სრული ინფორმაციის მოპოვებას და სერვისის მიღებას ოპტიმალურ ფასად.

Translive მომხმარებელს სთავაზობს ონლაინ აუქციონს, რომელიც დაეხმარება მას, შეარჩიოს კონკრეტული გადამზიდავი კონკრეტულ მარშრუტზე. პლატფორმის მეშვეობითვე მოხდება ყველა აქტიური გადაზიდვის დაზღვევა, დოკუმენტების სწრაფი მიმოცვლა, რაც ამარტივებს გადაზიდვის პროცესს, ამცირებს დროს, ზოგავს ფინანსებს და ამაღლებს სერვისის ეფექტურობას.

Translive ბენე ჯგუფის, კაიროს ლოჯისტიკის და ლემონდუს ერთობლივი პროექტია. ამ კომპანიებს საერთაშორისო გადაზიდვებში და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით 10 წლიანი გამოცდილება აქვთ.

პროექტის ექსკლუზიური პარტნიორია სადაზღვევო კომპანია ალდაგი.

“მოხარულები ვართ, რომ დავასრულეთ გადაზიდვების ციფრულ პლატფორმაზე მუშაობა. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა რეალურად გააჯანსაღებს ბაზარს, მომხმარებელი მიიღებს საუკეთესო შეთავაზებებს, უსაფრთხოების გარანტიებს, ხოლო გადამზიდავი კომპანიებისთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობა. დღეს წარმატებული ბიზნეს გადაწყვეტილებები წარმოუდგენელია ტექნოლოგიური განვითარებისა და ციფრული ხელსაწყოების გარეშე. გვჯერა, რომ ჩვენი პროექტით გავამარტივებთ საერთაშორისო გადაზიდვებს და გავზრდით ეფექტურობას,- აცხადებს Translive-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ ნამადოვი;

“ალდაგი“ წლებია, თანამშრომლობს ბენე ჯგუფთან და კაიროს ლოჯისტიკთან. მოხარული ვართ, რომ ჯგუფი სტაბილურად ვითარდება, ქმნის ინოვაციებს და ჩვენ ამ ინოვაციების ნაწილი ვართ. ზოგადად, იმპორტის და ექსპორტის პროცესში ტვირთის დაზღვევა – ეს აღარ არის არჩევანი, ეს არის ბიზნესის წარმატების აუცილებელი წინაპირობა და ჩვენი პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, Translive-ის კლიენტებს შევთავაზოთ ექსკლუზიური პროდუქტები და ფასები. „ალდაგის“ ტვირთის დაზღვევა, ეს ნიშნავს სწორად შერჩეულ და ფართო დაფარვების მქონე დაზღვევას, რომელიც კომპანიებს ეხმარება რისკების მინიმიზებასა და ფინანსური დანაკარგების თავიდან არიდებაში,”- აცხადებს თამარ ძნელაძე, ალდაგის მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის ხელმძღვანელი.

R