Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს კალაძე ინფორმაციაზე, რომ ერთ-ერთ საცურაო აუზში ქლორი ჩაყარეს, რის შედეგადაც იქ მყოფი ბავშვები მოიწამლნენ - "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ..."
რას ამბობს კალაძე ინფორმაციაზე, რომ ერთ-ერთ საცურაო აუზში ქლორი ჩაყარეს, რის შედეგადაც იქ მყოფი ბავშვები მოიწამლნენ - "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ..."

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის ტყუ­ი­ლი და მო­რი­გი სიც­რუე - რე­ა­ლუ­რად, ვი­დეო გა­და­ღე­ბუ­ლია ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში და ასა­ხუ­ლია პერ­სო­ნა­ლის მიერ აუ­ზი­დან წყლის სინ­ჯის აღე­ბის პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც სწრა­ფი ტეს­ტე­ბით ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სპორ­ტულ ცენ­ტრ "იმედ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე, რომ "თით­ქოს ბავ­შვებ­მა აუზ­ში ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღეს“ აუ­ზის წყლის ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ტარ­და, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ ქლო­რი და ფი­ე­ი­ჩის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ნორ­მის ფარ­გლებ­შია. ამას­თან, კახა კა­ლა­ძის თქმით, და­მა­ტე­ბით ორი კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვა ჩა­ტარ­და, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­შია.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის თქმით, სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მოკ­ვლე­ვით, ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­ცერ­თი ბავ­შვი არ იმ­ყო­ფე­ბო­და, რაც ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, აუ­ზის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ავ­რცე­ლა სიც­რუე და შე­ე­ცა­და ადა­მი­ა­ნე­ბი შეც­დო­მა­ში შე­ეყ­ვა­ნა.

"სამ­წუ­ხა­როდ, კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­ის მხრი­დან ად­გი­ლი აქვს სა­ცუ­რაო აუ­ზი­სა და ბავ­შვე­ბის თე­მით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას და სიც­რუ­ის პრო­პა­გან­დას. საქ­მე ეხე­ბა სპორ­ტულ ცენტ "იმედს“, სა­დაც გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­სულ კვი­რას გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამას, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოყ­ვა, გან­ცხა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა და ა.შ. მო­ქა­ლა­ქის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თით­ქოს ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლია მო­ცუ­რა­ვე ბავ­შვე­ბით სავ­სე სა­ცუ­რაო აუზი და ამ დროს აუზ­ში წყლის ქი­მი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი. კერ­ძოდ, ქლო­რის და­მა­ტე­ბა, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თით­ქოს­და ბავ­შვებ­მა და მწვრთნე­ლებ­მა ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღეს. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის ტყუ­ი­ლი და მო­რი­გი სიც­რუე. რე­ა­ლუ­რად, ვი­დეო გა­და­ღე­ბუ­ლია ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში და ასა­ხუ­ლია პერ­სო­ნა­ლის მიერ აუ­ზი­დან წყლის სინ­ჯის აღე­ბის პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა სწრა­ფი ტეს­ტე­ბით. რა თქმა უნდა, ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე მყი­სი­ე­რად ჩა­ტარ­და აუ­ზის წყლის ტეს­ტი­რე­ბა, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა რომ ქლო­რი და ფი­ე­ი­ჩის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ნორ­მის ფარ­გლებ­შია. ასე­ვე, სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მოკ­ვლე­ვით ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთი ბავ­შვი არ იმ­ყო­ფე­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რაც ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა წყლის სინ­ჯე­ბის აღე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი ორი კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვა და­ვუკ­ვე­თეთ და პა­სუ­ხე­ბიც გვაქვს და შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი ვაჩ­ვე­ნოთ მე­დი­ას, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­შია და არა­ფე­რი არ წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას. თუმ­ცა პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს - პრობ­ლე­მა არის იქ მო­მუ­შა­ვე რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც გა­ავ­რცე­ლა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სიც­რუე და შე­ე­ცა­და ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ეყ­ვა­ნა შეც­დო­მა­ში. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი მხრი­დან ამას შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა. მე ახლა არ მინ­და ამ თა­ნამ­შრო­მელ­ზე ვი­სა­უბ­რო, არ მინ­და იმ რე­ა­ლურ პრობ­ლე­მა­ზე ვი­სა­უბ­რო, რაც არის და რაც იმ კონ­კრე­ტულ თა­ნამ­შრო­მელს, ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელს აქვს, არ მინ­და ამ პრობ­ლე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ამ თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა ამო­წუ­რუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი თე­მე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა არის ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნო და სამ­წუ­ხა­რო, მა­შინ რო­დე­საც მთლი­ა­ნად მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, ჩვე­ნი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი, ყო­ველ­თვის მზად არის ნე­ბის­მი­ერ დას­მულ შე­კი­თხვას კომ­პე­ტენ­ტუ­რი პა­სუ­ხი გას­ცეს. თუმ­ცა, რას ვი­ზამთ, ეს თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და ჩვენ, რა თქმა უნდა, თქვენს დღის წეს­რიგ­ში ვერ ჩა­ვე­რე­ვით. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ იმოქ­მე­დოთ რო­გორც სა­ჭი­როდ თვლით, თუმ­ცა მე რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერი ვალ­დე­ბუ­ლი ვარ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყო­ველ­თვის მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია, სი­მარ­თლე და ყო­ველ­თვის ხელს შე­გიშ­ლით დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყო­ველ­თვის რე­ა­ლო­ბას ვე­ტყვით“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის შე­ფა­სე­ბით, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და და­ამ­თხვი­ეს იმ უბე­დუ­რე­ბას, ტრა­გე­დი­ას, რაც თავს დაგ­ვა­ტყდა.

"სპე­ცი­ა­ლუ­რად მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მით, თით­ქოს ბავ­შვე­ბის ყოფ­ნის დროს სა­ცუ­რაო აუზ­ში ქლო­რი ჩა­ყა­რეს. არ ვიცი ამა­ზე დიდი მავ­ნებ­ლო­ბა, ამა­ზე დიდი სა­მარ­ცხვი­ნო რა უნდა იყოს. ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა, რომ აუზ­ში წყლის ქი­მი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბის­თვის ეს­პა­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის ქლო­რი "დი­ა­ზა“ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი აქვს,“ - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა ჰეეეე
4

ცოლის ძმა რაო რას ამბობს? თუ კიდია სიძე ყავს მერი და.....

გადადექი
9

მᲗელს მᲗავრობაᲨი კახა ყველას სჯობს,გეყოფაᲗ ბინᲫური პიარი,ოპოზიცია არა კვახი სად არის ოპოზიცია,მᲗავრობა უნდა გადავირᲩიოᲗ,გასაგებია ალბაᲗ,სხვა ნებისმიერი სცენარი არ გავა,რიᲗ.ვერ Შევიდა Თქვენს ტვინᲨი,ნეტავ ბაᲗუმᲨიც ასეᲗი მერი გვყავდეს როგორიც კალაᲫეა,ერᲗერᲗი ნაᲗელი წერტილია ამ მᲗავრობაᲨი და დაესივნენ ეს წურბელები,მიდი კახა არ Შედრკე,ოცნებაᲨიც ბევრი მტერი გეყოლება,დაგვიმტკიცე Ჩვენ ხალხს დასამტკიცებელი და ამ წურბელებს ყველას პოზიციაოპოზიციას ხალხი მივხედავᲗ არᲩევნებზე.

ავტორი:

რას ამბობს კალაძე ინფორმაციაზე, რომ ერთ-ერთ საცურაო აუზში ქლორი ჩაყარეს, რის შედეგადაც იქ მყოფი ბავშვები მოიწამლნენ - "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ..."

რას ამბობს კალაძე ინფორმაციაზე, რომ ერთ-ერთ საცურაო აუზში ქლორი ჩაყარეს, რის შედეგადაც იქ მყოფი ბავშვები მოიწამლნენ - "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ..."

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე - რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც სწრაფი ტესტებით ყოველდღიურად ხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სპორტულ ცენტრ "იმედთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რომ "თითქოს ბავშვებმა აუზში ინტოქსიკაცია მიიღეს“ აუზის წყლის ტესტირება ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და ფიეიჩის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ამასთან, კახა კალაძის თქმით, დამატებით ორი კომპლექსური კვლევა ჩატარდა, რომელიც ადასტურებს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაშია.

დედაქალაქის მერის თქმით, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეების განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო.

როგორც კალაძემ აღნიშნა, აუზის რამდენიმე თანამშრომელმა მიზანმიმართულად გაავრცელა სიცრუე და შეეცადა ადამიანები შეცდომაში შეეყვანა.

"სამწუხაროდ, კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას და სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება სპორტულ ცენტ "იმედს“, სადაც გადაღებული ვიდეომასალა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვა, განცხადებების გავრცელება და ა.შ. მოქალაქის ინფორმაციით, თითქოს ვიდეოში ასახულია მოცურავე ბავშვებით სავსე საცურაო აუზი და ამ დროს აუზში წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი. კერძოდ, ქლორის დამატება, რის გამოც რამდენიმე დღის წინ თითქოსდა ბავშვებმა და მწვრთნელებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე. რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც ყოველდღიურად ხდება სწრაფი ტესტებით. რა თქმა უნდა, ინფორმაციის გავრცელებისთანავე მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, რომელმაც აჩვენა რომ ქლორი და ფიეიჩის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ასევე, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით ამ დღეების განმავლობაში არც ერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. ამის მიუხედავად ჩვენ ჩავატარეთ დამატებითი კვლევები, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ხდება წყლის სინჯების აღება, დამატებითი ორი კომპლექსური კვლევა დავუკვეთეთ და პასუხებიც გვაქვს და შესაძლებელია ეს ყველაფერი ვაჩვენოთ მედიას, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ნორმაშია და არაფერი არ წარმოადგენს პრობლემას. თუმცა პრობლემა არსებობს - პრობლემა არის იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც გაავრცელა მიზანმიმართული სიცრუე და შეეცადა ადამიანები შეეყვანა შეცდომაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მე ახლა არ მინდა ამ თანამშრომელზე ვისაუბრო, არ მინდა იმ რეალურ პრობლემაზე ვისაუბრო, რაც არის და რაც იმ კონკრეტულ თანამშრომელს, ყოფილ თანამშრომელს აქვს, არ მინდა ამ პრობლემაზე საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით პრობლემა იქნება ამოწურული და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული.

სამწუხაროდ, ასეთი თემებით საზოგადოების მანიპულირება არის ძალიან სამარცხვინო და სამწუხარო, მაშინ როდესაც მთლიანად მუნიციპალიტეტი, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ყოველთვის მზად არის ნებისმიერ დასმულ შეკითხვას კომპეტენტური პასუხი გასცეს. თუმცა, რას ვიზამთ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა და ჩვენ, რა თქმა უნდა, თქვენს დღის წესრიგში ვერ ჩავერევით. თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ როგორც საჭიროდ თვლით, თუმცა მე როგორც დედაქალაქის მერი ვალდებული ვარ საზოგადოებას ყოველთვის მივაწოდო ინფორმაცია, სიმართლე და ყოველთვის ხელს შეგიშლით დეზინფორმაციის გავრცელებაში. საზოგადოებას ყოველთვის რეალობას ვეტყვით“, - განაცხადა კახა კალაძემ

დედაქალაქის მერის შეფასებით, ეს ყველაფერი გაკეთებული იყო მიზანმიმართულად და დაამთხვიეს იმ უბედურებას, ტრაგედიას, რაც თავს დაგვატყდა.

"სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, თითქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ქლორი ჩაყარეს. არ ვიცი ამაზე დიდი მავნებლობა, ამაზე დიდი სამარცხვინო რა უნდა იყოს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ აუზში წყლის ქიმიური დამუშავებისთვის ესპანური წარმოების ქლორი "დიაზა“ გამოიყენება, რომელსაც შესაბამისი სერტიფიკატები აქვს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.