აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კრემლის ლიდერის მზადყოფნაზე, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან ე.წ. "ბინძური ბომბი“ უკრაინის ტერიტორიაზე, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
”ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი, რომ რუსეთმა გადაწყვიტა ან აპირებს გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან "ბინძური ბომბი", - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.
"რუსეთს შედეგები, როგორც ბირთვული იარაღის, ასევე "ბინძური ბომბის“ გამოყენების შემთხვევაში, ექნება“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.