ავტორი:

მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ მას სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს

მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ მას სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს

კრემლის პროპაგანდისტი, რუსეთის ტელეარხ Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი "ტელგრამარხზე" წერს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს.

"კონსტანტინე ზატულინს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სომხეთის გააფთრებული მხარდამჭერი გახლდათ, სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის მეც. მშვენიერია, სხვა რა უნდა ვთქვა", - წერს სიმონიანი.

შეგახსენებთ, რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა 25 ოქტომბერს, "ტელეგრამარხზე" გამოაქვეყნა სომხეთის პარლამენტიდან მიღებული წერილი, რომ სომხეთის შესახებ მისი ბოლოდროინდელი საჯარო გამონათქვამები ზიანს აყენებს სომხეთის და რუსეთის მეგობრული და სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას და სომხეთში მისი ჩასვლა სასურველი არ არის.

დუმის დეპუტატ ზატულინს, რომელიც ბოლო ხანს, სომხეთის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს, მას ერევანში მონაწილეობა უნდა მიეღო რუსეთის და სომხეთის საზოგადოების წარმომადგენელთა არაფორმალური პლატფორმის, "ლაზარევის კლუბის" შეხვედრაში.

რაც შეეხება მარგარიტა სიმონიანიანს, მისთვის სომხეთში ჩასვლის აკრძალვის თაობაზე, სომხეთის ხელისუფლებას ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.