მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით მათიკაშვილის უცნაური შეკითხვა: რა შუაშია ხვიჩა კვარაცხელია და რა უპასუხა ანა აბაშიძემ ფეხბურთელზე დასმულ კითხვას?
დავით მათიკაშვილის უცნაური შეკითხვა: რა შუაშია ხვიჩა კვარაცხელია და რა უპასუხა ანა აბაშიძემ ფეხბურთელზე დასმულ კითხვას?

პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლო­ბის კან­დი­და­ტე­ბის მოს­მე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მოს­მე­ნის პრო­ცე­სი ანა აბა­ში­ძით და­ი­წყო.

აბა­ში­ძეს კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვე­ბი და­უს­ვეს უმ­რავ­ლე­სო­ბის წა­მო­მად­გენ­ლებ­მა. მა­გა­ლი­თად, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და, თუ რას გუ­ლის­ხმობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი ელჩი, ჰუ­ბერტ ქნირ­ში, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი "ამ დო­ნემ­დე და­ეშ­ვნენ“, რო­დე­საც მათ 2020 წლის ივ­ნის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გა­ე­როს ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტად სო­ფიო კი­ლა­ძის წარ­დგე­ნა გა­აკ­რი­ტი­კეს. თუმ­ცა ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ ამ კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვას და­უს­ვამ­და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დე­პუ­ტა­ტი ომ­ბუდსმე­ნო­ბის კან­დი­დატს, მე­ტად უც­ნა­ურ შე­და­რე­ბას მი­მარ­თა და მა­გა­ლი­თად, ფეხ­ბურ­თე­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია მო­იყ­ვა­ნა.

"ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ტრანსფერ­ზე ალ­ბათ გსმე­ნი­ათ, ბა­თუ­მის "დი­ნა­მო­დან" ტი­ტუ­ლო­ვან გუნდში რომ გა­და­ვი­და, იტა­ლი­ა­ში, ეს რომ გა­ი­გეთ, რა გან­ცდა და­გე­უფ­ლათ?" - ჰკი­თხა მა­თი­კაშ­ვილ­მა აბა­ში­ძეს, რა­ზეც უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა მი­უ­გო:

"მად­ლო­ბა, მე ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი ვარ, მორ­ბე­ნა­ლი და კიგ­ბოქ­სინ­გით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­გორც სპორ­ტსმე­ნი და მო­ქა­ლა­ქე, ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და ახ­ლაც ბედ­ნი­ე­რი ვარ. დე­და­ჩემ­მაც კი, რო­მელ­საც არა­სო­დეს ფეხ­ბურ­თის­თვის არ უყუ­რე­ბია, მი­თხრა, ხვალ კია შენი მოს­მე­ნა, მაგ­რამ მე ახლა ხვი­ჩას თა­მა­ში ჩა­მირ­თეო"...

შემ­დე­გაც მა­თი­კაშ­ვილ­მა მას ხვი­ჩას შე­სა­ხებ მო­რი­გი კი­თხვით მი­მარ­თა:

"თქვენ და ხვი­ჩას, რომ კონ­ფლიქ­ტი გქო­ნო­დათ, მა­გა­ლი­თად, მისი ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის სტილ­თან ან სხვა სა­კი­თხებ­თან, მისი გა­დას­ვლა მა­ინც გა­გი­ხარ­დე­ბო­დათ, თუ გულ­ში რა­ღაც მჯი­ღი დაგ­რჩე­ბო­დათ ამ პი­რა­დი უთან­ხმო­ე­ბის გამო მისი წარ­მა­ტე­ბით ისე ბედ­ნი­ე­რი არ იქ­ნე­ბო­დით?" - იკი­თხა მა­თი­კაშ­ვილ­მა.

"სკო­ლა­ში მყავ­და ერთი ძა­ლი­ან ცუდი ხა­სი­ა­თის მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და ჩემს დას­მე­ნას, თუ რა­ი­მეს გა­და­წე­რას ვეც­დე­ბო­დი. მერე ამ ადა­მი­ან­მა ბევ­რი იშ­რო­მა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ხე­ლეა ახლა. მე მას სა­ჯა­როდ ვუ­თხა­რი, რომ არის სწო­რი. ამ კი­თხვა­ზე ასე გი­პა­სუ­ხებთ..." - უპა­სუ­ხა აბა­ში­ძემ.

შემ­დეგ მა­თი­კაშ­ვილ­მა ანა აბა­ში­ძეს უშუ­ა­ლოდ გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის გაკ­რი­ტი­კე­ბა­ზეც ჰკი­თხა. დე­პუ­ტა­ტი და­ინ­ტე­რეს­და, თუ რას გუ­ლის­ხმობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი ელჩი, ჰუ­ბერტ ქნირ­ში, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი "ამ დო­ნემ­დე და­ეშ­ვნენ“, რო­დე­საც მათ 2020 წლის ივ­ნის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გა­ე­როს ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტად სო­ფიო კი­ლა­ძის წარ­დგე­ნა გა­აკ­რი­ტი­კეს. რა­ზეც აბა­ში­ძემ უპა­სუ­ხა, რომ მას შე­უძ­ლია ყვე­ლა გა­აკ­რი­ტი­კოს.

"არა­ნა­ი­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი არ არის არა­ვინ, მათ შო­რის არც გერ­მა­ნი­ის ელჩი, რო­მელ­მაც პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ჩემ­თან პერ­სო­ნა­ლუ­რი მი­მო­წე­რა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, დადო "ფე­ის­ბუქ" გვერ­დზე" - თქვა ომ­ბუდსმე­ნო­ბის კან­დი­დატ­მა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის ფარ­გლებ­ში მოს­მე­ნე­ბი 29 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პოსტზე პარ­ლა­მენ­ტში 19 პი­რის გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­და და გან­სა­ხილ­ვე­ლად 19-ვე კან­დი­და­ტია წარ­დგე­ნი­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სპალეტი ნაპოლიდან
19

ქოცები ყველანაირად ცდილობენ რამენაირად ჩვენი ქვეყნის ბრილიანტი ბიჭი საქოცეთან დაუკავშირონ. რაც არასოდეს არც ერთ პარტიას არ გამოუვა.. 😊

ზვიო
7

წარმატებულებს ეტენებიან,თვითონ ხო იციან 0 არიან აბსოლუტური!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დავით მათიკაშვილის უცნაური შეკითხვა: რა შუაშია ხვიჩა კვარაცხელია და რა უპასუხა ანა აბაშიძემ ფეხბურთელზე დასმულ კითხვას?

დავით მათიკაშვილის უცნაური შეკითხვა: რა შუაშია ხვიჩა კვარაცხელია და რა უპასუხა ანა აბაშიძემ ფეხბურთელზე დასმულ კითხვას?

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.

მოსმენის პროცესი ანა აბაშიძით დაიწყო.

აბაშიძეს კრიტიკული კითხვები დაუსვეს უმრავლესობის წამომადგენლებმა. მაგალითად, დავით მათიკაშვილი დაინტერესდა, თუ რას გულისხმობდა საქართველოში გერმანიის ყოფილი ელჩი, ჰუბერტ ქნირში, რომელმაც განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები "ამ დონემდე დაეშვნენ“, როდესაც მათ 2020 წლის ივნისში, საქართველოს მთავრობის მიერ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძის წარდგენა გააკრიტიკეს. თუმცა ვიდრე უშუალოდ ამ კონკრეტული კითხვას დაუსვამდა მმართველი პარტიის დეპუტატი ომბუდსმენობის კანდიდატს, მეტად უცნაურ შედარებას მიმართა და მაგალითად, ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მოიყვანა.

"ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ალბათ გსმენიათ, ბათუმის "დინამოდან" ტიტულოვან გუნდში რომ გადავიდა, იტალიაში, ეს რომ გაიგეთ, რა განცდა დაგეუფლათ?" - ჰკითხა მათიკაშვილმა აბაშიძეს, რაზეც უფლებადამცველმა მიუგო:

"მადლობა, მე ყოფილი სპორტსმენი ვარ, მორბენალი და კიგბოქსინგით ვიყავი დაკავებული. როგორც სპორტსმენი და მოქალაქე, ვიყავი ძალიან ბედნიერი და ახლაც ბედნიერი ვარ. დედაჩემმაც კი, რომელსაც არასოდეს ფეხბურთისთვის არ უყურებია, მითხრა, ხვალ კია შენი მოსმენა, მაგრამ მე ახლა ხვიჩას თამაში ჩამირთეო"...

შემდეგაც მათიკაშვილმა მას ხვიჩას შესახებ მორიგი კითხვით მიმართა:

"თქვენ და ხვიჩას, რომ კონფლიქტი გქონოდათ, მაგალითად, მისი ფეხბურთის თამაშის სტილთან ან სხვა საკითხებთან, მისი გადასვლა მაინც გაგიხარდებოდათ, თუ გულში რაღაც მჯიღი დაგრჩებოდათ ამ პირადი უთანხმოების გამო მისი წარმატებით ისე ბედნიერი არ იქნებოდით?" - იკითხა მათიკაშვილმა.

"სკოლაში მყავდა ერთი ძალიან ცუდი ხასიათის მეგობარი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ჩემს დასმენას, თუ რაიმეს გადაწერას ვეცდებოდი. მერე ამ ადამიანმა ბევრი იშრომა და წარმატებული მოხელეა ახლა. მე მას საჯაროდ ვუთხარი, რომ არის სწორი. ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ..." - უპასუხა აბაშიძემ.

შემდეგ მათიკაშვილმა ანა აბაშიძეს უშუალოდ გერმანიის ელჩის გაკრიტიკებაზეც ჰკითხა. დეპუტატი დაინტერესდა, თუ რას გულისხმობდა საქართველოში გერმანიის ყოფილი ელჩი, ჰუბერტ ქნირში, რომელმაც განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები "ამ დონემდე დაეშვნენ“, როდესაც მათ 2020 წლის ივნისში, საქართველოს მთავრობის მიერ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძის წარდგენა გააკრიტიკეს. რაზეც აბაშიძემ უპასუხა, რომ მას შეუძლია ყველა გააკრიტიკოს.

"არანაირი ავტორიტეტი არ არის არავინ, მათ შორის არც გერმანიის ელჩი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩემთან პერსონალური მიმოწერა გაასაჯაროვა, დადო "ფეისბუქ" გვერდზე" - თქვა ომბუდსმენობის კანდიდატმა.

საპარლამენტო კომიტეტის ფარგლებში მოსმენები 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტში 19 პირის განაცხადი შევიდა და განსახილველად 19-ვე კანდიდატია წარდგენილი.