საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომის თამაშები" - რუსეთის საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვებს სხვადასხვა იარაღი წარუდგინეს და აჩვენეს, როგორ უნდა ისროლონ (ფოტოები)
"ომის თამაშები" - რუსეთის საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვებს სხვადასხვა იარაღი წარუდგინეს და აჩვენეს, როგორ უნდა ისროლონ (ფოტოები)

ვი­დე­ომ, რო­მე­ლიც კო­რო­ლი­ოვ­ში, მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე 31-ე ბაღ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი შე­აშ­ფო­თა. ვი­დე­ო­ში, უნი­ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი რუსი სამ­ხედ­რო ვე­ტე­რა­ნი 4 წლის ბავ­შვებს ყუმ­ბა­რებ­ზე და სხვა­დას­ხვა საბ­რძო­ლო მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით უტა­რებს გაკ­ვე­თილს.

ოფი­ცე­რი, რო­მე­ლიც სა­ბავ­შვო ბა­ღის მოს­წავ­ლე­ებს ლექ­ცი­ას უკი­თხავს, პა­ველ ფირ­სო­ვია. ის რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო რაზ­მის, "მებ­რძოლ­თა საძ­მოს“ წევ­რია. ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ომის გაკ­ვე­თი­ლებს შე­ე­ხე­ბა, "ტე­ლეგ­რამ­ზე" ატ­ვირ­თეს და მა­ლე­ვე "ტვი­ტერ­საც" მო­ე­დო.

მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვე­ბი ფირ­სო­ვის გარ­შე­მო შე­იკ­რიბ­ნენ, მან ია­ტაკ­ზე მი­მო­ფან­ტუ­ლი ია­რა­ღის ჩვე­ნე­ბა და­ი­წყო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფირ­სო­ვი მსგავს სწავ­ლე­ბას უფ­რო­სი ასა­კის ბავ­შვებ­საც უტა­რებს.

კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ბავ­შვებ­ში სამ­ხედ­რო პრო­პა­გან­დის და­ნერგვის სა­შიშ­რო­ე­ბამ აღაშ­ფო­თა.

გაკ­ვე­თი­ლის მი­ზა­ნი "სამ­შობ­ლოს ნამ­დვი­ლი დამ­ცვე­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა“ იყო, გა­ნა­ცხა­დეს ად­გი­ლობ­რივ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა.

ფირ­სოვ­მა ბავ­შვებს ას­წავ­ლა ია­რა­ღის და­ჭე­რა, აღ­წე­რა შე­ნიღბვის მე­თო­დე­ბი, აჩ­ვე­ნა სამ­ხედ­რო ქურ­თუ­კი და სნა­ი­პე­რის თავ­სა­ბუ­რა­ვი. The Times-ის ცნო­ბით, ბავ­შვე­ბის მშობ­ლებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა ამ გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის გეგ­მებ­ზე წი­ნას­წარ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით კი, ია­რა­ღი მხო­ლოდ საჩ­ვე­ნებ­ლად იყო და მათი გას­რო­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში რუსი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სა­ბავ­შვო ბაღ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს და ვი­დე­ო­ებს სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად აფა­სე­ბენ: "სწო­რად გა­ვი­გე და მებ­რძოლ­მა მარ­თლა მი­ი­ტა­ნა სა­ბავ­შვო ბაღ­ში ავ­ტო­მა­ტი და სხვა სამ­ხედ­რო ია­რა­ღი?!“ წერ­და ერთ-ერთი მათ­გა­ნი, რო­მელ­საც მე­ო­რემ ასე უპა­სუ­ხა: "ჯო­ბია ისევ ბავ­შვე­ბის­თვის კე­თილ­მო­სურ­ნე მებ­რძოლ­მა მი­ი­ტა­ნოს ია­რა­ღი სა­ბავ­შვო ბაღ­ში და არა ტე­რო­რის­ტმა.“

წყა­რო: the times

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
0

ჭკვიანურია. მოზრდილები რუსეთიდან გარბიან და არ უნდათ ომში წასვლა. ეს ბავშვები კი პატარებია და ვერსად ვერ გაიქცევიან, ხოდა მაგათ გაუშვებს პუტინი ომში.

ლუიჯი
0

თუ მებრძოლის სული არ აქვს გენს, ჩასახვის დროსაც რომ უჩვენონ მთელი არსენალი, მეომარი მაინც ვერ და არ შედგება.....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ომის თამაშები" - რუსეთის საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვებს სხვადასხვა იარაღი წარუდგინეს და აჩვენეს, როგორ უნდა ისროლონ (ფოტოები)

"ომის თამაშები" - რუსეთის საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვებს სხვადასხვა იარაღი წარუდგინეს და აჩვენეს, როგორ უნდა ისროლონ (ფოტოები)

ვიდეომ, რომელიც კოროლიოვში, მოსკოვის მახლობლად მდებარე 31-ე ბაღშია გადაღებული, სოციალური ქსელის მომხმარებლები შეაშფოთა. ვიდეოში, უნიფორმაში გამოწყობილი რუსი სამხედრო ვეტერანი 4 წლის ბავშვებს ყუმბარებზე და სხვადასხვა საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით უტარებს გაკვეთილს.

ოფიცერი, რომელიც საბავშვო ბაღის მოსწავლეებს ლექციას უკითხავს, პაველ ფირსოვია. ის რუსული სამხედრო რაზმის, "მებრძოლთა საძმოს“ წევრია. ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ომის გაკვეთილებს შეეხება, "ტელეგრამზე" ატვირთეს და მალევე "ტვიტერსაც" მოედო.

მას შემდეგ, რაც ბავშვები ფირსოვის გარშემო შეიკრიბნენ, მან იატაკზე მიმოფანტული იარაღის ჩვენება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ფირსოვი მსგავს სწავლებას უფროსი ასაკის ბავშვებსაც უტარებს.

კადრების გავრცელების შემდეგ საზოგადოების ნაწილი ბავშვებში სამხედრო პროპაგანდის დანერგვის საშიშროებამ აღაშფოთა.

გაკვეთილის მიზანი "სამშობლოს ნამდვილი დამცველის გამორჩეული თვისებების დემონსტრირება“ იყო, განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა.

ფირსოვმა ბავშვებს ასწავლა იარაღის დაჭერა, აღწერა შენიღბვის მეთოდები, აჩვენა სამხედრო ქურთუკი და სნაიპერის თავსაბურავი. The Times-ის ცნობით, ბავშვების მშობლებმა და მასწავლებლებმა ამ გაკვეთილის ჩატარების გეგმებზე წინასწარ არაფერი იცოდნენ. ოფიციალური პირების თქმით კი, იარაღი მხოლოდ საჩვენებლად იყო და მათი გასროლა შეუძლებელი იყო.

სოციალურ მედიაში რუსი მომხმარებლები საბავშვო ბაღში გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს სხვადასხვაგვარად აფასებენ: "სწორად გავიგე და მებრძოლმა მართლა მიიტანა საბავშვო ბაღში ავტომატი და სხვა სამხედრო იარაღი?!“ წერდა ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც მეორემ ასე უპასუხა: "ჯობია ისევ ბავშვებისთვის კეთილმოსურნე მებრძოლმა მიიტანოს იარაღი საბავშვო ბაღში და არა ტერორისტმა.“

⚡⚡⚡Nothing special, just a Russian killer brought an RPG to the children in the kindergarten and shows how to kill other people correctly.

The terminally ill... 🤢🤮🤕#NAFO #NAFOfellas, what do you think? pic.twitter.com/3umYnAJ3AT
— MAKS 22🇺🇦 (@Maks_NAFO_FELLA) October 19, 2022

წყარო: the times

მოამზადა: ანა სიბოშვილმა