მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო ბიომეკობრეობის საერთაშორისო სკანდალში ეხვევა? - ვინ და რატომ ყიდულობს ბაობაბის ხეებს კენიაში: რას წერს The Guardian-ი?
საქართველო ბიომეკობრეობის საერთაშორისო სკანდალში ეხვევა? - ვინ და რატომ ყიდულობს ბაობაბის ხეებს კენიაში: რას წერს The Guardian-ი?

კე­ნი­ა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ო­ბა­ბის გა­ყიდ­ვი­სა და ექ­სპორ­ტის აკ­რძალ­ვას ითხო­ვენ. ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა the guardian-ი წერს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც გი­ორ­გი გვა­სა­ლია ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ბრალს სდე­ბენ ბი­ო­მე­კობ­რე­ო­ბა­ში. მათი ცნო­ბით, ის ყი­დუ­ლობს ხე­ებს, შემ­დეგ თხრის და გა­და­აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ბო­ტა­ნი­კურ ბა­ღებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ო­ბა­ბე­ბი მი­აქვთ ქა­ლაქ კი­ლი­ფი­დან და მათ ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბის­გან ყი­დუ­ლო­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, კომ­პა­ნი­ამ ბა­ო­ბა­ბე­ბის ძებ­ნა 2019 წელს და­ი­წყო. კი­ლიფ­ში დრო­ნე­ბით ეძებ­დნენ გარ­კვე­უ­ლი სტან­დარ­ტის ხე­ებს. თი­თო­ელ ბა­ო­ბაბ­ში ფერ­მე­რებს 100 000-დან 300 000 კე­ნი­ურ ში­ლინ­გამ­დე სთა­ვა­ზო­ბენ, რაც და­ახ­ლო­ე­ბით, 820-დან 2000 დო­ლა­რამ­დეა. "გარ­დი­ა­ნის" ცნო­ბით, სულ 8 ბა­ო­ბა­ბი იყი­დეს.

ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ასეთ­მა წა­მო­წყე­ბამ შე­საძ­ლოა, უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს კე­ნი­ის ეკო­ლო­გი­ა­ზე, რად­გან იქ გვალ­ვას ებ­რძვი­ან და ცდი­ლო­ბენ აღად­გი­ნონ ტყის და­კარ­გუ­ლი სა­ფა­რი.

"ეს მე­კობ­რე­ო­ბაა და მე ვერ ვხე­დავ გა­მარ­თლე­ბას მსოფ­ლი­ოს ერთი რო­მე­ლი­მე კუ­თხი­დან მე­ო­რე­ში ხე­ე­ბის გა­და­ტა­ნა­ში", - ამ­ბობს აფ­რი­კუ­ლი ბა­ო­ბა­ბე­ბის სა­კი­თხზე შექ­მნი­ლი ალი­ან­სის თავ­მჯდო­მა­რე, გუს ლე ბრე­ტო­ნი.

თვი­თონ გვა­სა­ლი­ას თქმით, კე­ნი­ა­ში ბა­ო­ბა­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და სა­სურ­ვე­ლი ბა­ო­ბა­ბე­ბის შერ­ჩე­ვა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც შე­ი­ტყო, რომ იქ ამ ხე­ებს სხვა­დას­ხვა მიზ­ნე­ბის­თვის ისე­დაც ჭრიდ­ნენ.

  • "ჩე­მამ­დე ჭრიდ­ნენ ხე­ებს იმი­ტომ არ ამ ად­გი­ლებ­ში მარ­ცვლე­უ­ლი და­ე­თე­სათ. ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ იმა­ში, რომ მო­ვუ­ა­რო ხე­ებს, რო­მელ­საც ისი­ნი ისე­დაც ჭრი­ან. ტრა­გე­დი­აა ხე­ე­ბის ტყუ­ი­ლად გა­ნად­გუ­რე­ბა“, - ცი­ტი­რებს "გარ­დი­ა­ნი“ გვა­სა­ლი­ას სი­ტყვებს.

გა­სულ თვე­ში კე­ნი­ელ­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა და სა­ტყეო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნეს და გვა­სა­ლი­ას კომ­პა­ნი­ას უჩივ­ლეს. აღ­ნიშ­ნეს, რომ კომ­პა­ნი­ას არ გა­აჩ­ნია სა­ჭი­რო ლი­ცენ­ზი­ე­ბი, მათ შო­რის არ აქვს ხე­ე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ნე­ბარ­თვა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი შე­ჩერ­და, რად­გა­ნაც ფირ­მამ ყვე­ლა სა­ბუ­თი მი­ი­ღო, მომ­ჩივ­ნებ­მა კი აღი­ა­რეს, რომ ახლა ისი­ნი უძ­ლურ­ნი არი­ან, რად­გა­ნაც ბა­ო­ბა­ბი, რო­მე­ლიც გვა­სა­ლი­ამ იყი­და, კერ­ძო მი­წა­ზე იზ­რდე­ბო­და.

The Guardian აღ­ნიშ­ნავს, რომ ბა­ო­ბა­ბე­ბის ამო­ძირ­კვა ად­ვი­ლი საქ­მე არ არის, ხე­ებს უზარ­ბა­ზა­რი ფეს­ვე­ბი და უზარ­მა­ზა­რი ტო­ტე­ბი აქვთ. გარ­და ამი­სა, ამ ხე­ე­ბის გე­მებ­ზე ჩა­სატ­ვირ­თად აშე­ნე­ბენ დრო­ე­ბით გზებ­სა და ბურ­ჯებს.

ხე­ე­ბი გიგნ­ტურ მე­ტა­ლის სა­თავ­სო­ებ­ში, გა­ლი­ებ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი ჯდე­ბა. "გარ­დი­ა­ნი" არა­ფერს წერს იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ დგას გი­ორ­გი გვა­სა­ლი­ას მიღ­მა.

ცნო­ბის­თვის, 2018 წელს ბრი­ტა­ნულ­მა გა­ზეთ­მა, Evening Standard-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში ოთხი ბა­ო­ბა­ბი იყი­და. კე­ნი­ის პორ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 250 ტო­ნა­ზე მეტი წო­ნის ხე­ე­ბის გა­და­სა­ტა­ნად მი­ლი­არ­დერს 850 000 დო­ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წია.

წარ­სულ­ში პარ­კის­თვის გი­გან­ტურ ხე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­შიც ეძებ­დნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ერ­თი სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი კად­რი უნა­ხავს გი­გან­ტუ­რი ხე­ე­ბის ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­ტა­ნის.

მკითხველის კომენტარები / 76 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Soso
0

დედამიწას ანადგურებს მოსპო ფლორა ფაუნა ვაი თქვენ პატრონს ეგეთ რაღაცეებს რომ ვუსმენ ვრწმუნდები 90 პროცენტი რასაც იხახით ტყულია ბიძინაზე, რა ბაობაბი რა კენიია ეკო სისტემა აქ აღარ გვაღელვებს ვითომ რომ მოსპო :)

თ.
3

სტატიის სათაური მეტყველებს განზრახვაზე, თქვენვე წერთ, სათანადო საბუთები წარმოადგინა და კანონიერად ვერავინ ედავებაო. ვერ ვიტყვი, რომ სენსაციის "უკბილო" მცდელობაა. მიზანდასახული შავი პიარია, მაგრამ რომ არაფერი გამოგდით? - ვისაც ამდენი მოღალატე ყავს, იმ ერს რა გაამარჯვებინებს, ჩემო პიპა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

საქართველო ბიომეკობრეობის საერთაშორისო სკანდალში ეხვევა? - ვინ და რატომ ყიდულობს ბაობაბის ხეებს კენიაში: რას წერს The Guardian-ი?

საქართველო ბიომეკობრეობის საერთაშორისო სკანდალში ეხვევა? - ვინ და რატომ ყიდულობს ბაობაბის ხეებს კენიაში: რას წერს The Guardian-ი?

კენიაში ადგილობრივი გარემოსდამცველები საქართველოში ბაობაბის გაყიდვისა და ექსპორტის აკრძალვას ითხოვენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა the guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კომპანიას, რომელსაც გიორგი გვასალია ხელმძღვანელობს, ბრალს სდებენ ბიომეკობრეობაში. მათი ცნობით, ის ყიდულობს ხეებს, შემდეგ თხრის და გადააქვს საქართველოს ბოტანიკურ ბაღებში. საქართველოში ბაობაბები მიაქვთ ქალაქ კილიფიდან და მათ ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობენ.

ადგილობრივების თქმით, კომპანიამ ბაობაბების ძებნა 2019 წელს დაიწყო. კილიფში დრონებით ეძებდნენ გარკვეული სტანდარტის ხეებს. თითოელ ბაობაბში ფერმერებს 100 000-დან 300 000 კენიურ შილინგამდე სთავაზობენ, რაც დაახლოებით, 820-დან 2000 დოლარამდეა. "გარდიანის" ცნობით, სულ 8 ბაობაბი იყიდეს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეთმა წამოწყებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს კენიის ეკოლოგიაზე, რადგან იქ გვალვას ებრძვიან და ცდილობენ აღადგინონ ტყის დაკარგული საფარი.

"ეს მეკობრეობაა და მე ვერ ვხედავ გამართლებას მსოფლიოს ერთი რომელიმე კუთხიდან მეორეში ხეების გადატანაში", - ამბობს აფრიკული ბაობაბების საკითხზე შექმნილი ალიანსის თავმჯდომარე, გუს ლე ბრეტონი.

თვითონ გვასალიას თქმით, კენიაში ბაობაბებზე დაკვირვება და სასურველი ბაობაბების შერჩევა მას შემდეგ დაიწყო, რაც შეიტყო, რომ იქ ამ ხეებს სხვადასხვა მიზნებისთვის ისედაც ჭრიდნენ.

  • "ჩემამდე ჭრიდნენ ხეებს იმიტომ არ ამ ადგილებში მარცვლეული დაეთესათ. ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მოვუარო ხეებს, რომელსაც ისინი ისედაც ჭრიან. ტრაგედიაა ხეების ტყუილად განადგურება“, - ციტირებს "გარდიანი“ გვასალიას სიტყვებს.

გასულ თვეში კენიელმა უფლებადამცველებმა და სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს და გვასალიას კომპანიას უჩივლეს. აღნიშნეს, რომ კომპანიას არ გააჩნია საჭირო ლიცენზიები, მათ შორის არ აქვს ხეების ტრანსპორტირების ნებართვა.

სასამართლო პროცესი შეჩერდა, რადგანაც ფირმამ ყველა საბუთი მიიღო, მომჩივნებმა კი აღიარეს, რომ ახლა ისინი უძლურნი არიან, რადგანაც ბაობაბი, რომელიც გვასალიამ იყიდა, კერძო მიწაზე იზრდებოდა.

The Guardian აღნიშნავს, რომ ბაობაბების ამოძირკვა ადვილი საქმე არ არის, ხეებს უზარბაზარი ფესვები და უზარმაზარი ტოტები აქვთ. გარდა ამისა, ამ ხეების გემებზე ჩასატვირთად აშენებენ დროებით გზებსა და ბურჯებს.

ხეები გიგნტურ მეტალის სათავსოებში, გალიებშია მოთავსებული. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ამ ყველაფრის გაკეთება მილიონობით დოლარი ჯდება. "გარდიანი" არაფერს წერს იმის შესახებ, თუ ვინ დგას გიორგი გვასალიას მიღმა.

ცნობისთვის, 2018 წელს ბრიტანულმა გაზეთმა, Evening Standard-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა აღმოსავლეთ აფრიკაში ოთხი ბაობაბი იყიდა. კენიის პორტიდან საქართველოში 250 ტონაზე მეტი წონის ხეების გადასატანად მილიარდერს 850 000 დოლარის გადახდა მოუწია.

წარსულში პარკისთვის გიგანტურ ხეებს საქართველოშიც ეძებდნენ და საზოგადოებას არაერთი სიურეალისტური კადრი უნახავს გიგანტური ხეების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის.