პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონსერვი, ქართული დროშით, ბიჭვინთაში - სად იწარმოება და როგორ მოხვდა აფხაზეთში პროდუქტი, რომელიც გაყიდვიდან ამოიღეს?
კონსერვი, ქართული დროშით, ბიჭვინთაში - სად იწარმოება და როგორ მოხვდა აფხაზეთში პროდუქტი, რომელიც გაყიდვიდან ამოიღეს?

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო სა­ბა­ჟო კო­მი­ტეტ­მა ბიჭ­ვინ­თის ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ი­დან 38 ცალი ხა­შის კონ­სერ­ვი ამო­ი­ღო. ინ­ფორ­მა­ცი­ას ekhokavkaza თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო სა­ბა­ჟო კო­მი­ტეტ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ამის მი­ზე­ზი კი გახ­და ის, რომ პრო­დუქ­ცი­ის ეტი­კეტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაა გა­მო­სა­ხუ­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტოს მი­ხედ­ვით, კონ­სერვს არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ სტავ­რო­პო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - ნო­ვო­ა­ლექ­სან­დროვ­სკის ხორ­ცის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში აწარ­მო­ებ­დნენ. რო­გორც ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი თორ­ნი­კე გუ­ლუაა.

ე.წ. სა­ბა­ჟო კო­მი­ტეტ­ში აცხა­დე­ბენ, რომ პრო­დუქ­ცია აფხა­ზეთ­ში მოქ­მე­დი სა­ბა­ჟო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით შე­მო­ი­ტა­ნეს, ოღონდ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ნორ­მა და­ირ­ღვა, არ გან­მარ­ტა­ვენ.

მა­ღა­ზი­ა­ში შე­მოწ­მე­ბა ე.წ. სა­ბა­ჟო პუნ­ქტ "ფსო­უს“ კონ­ტრა­ბან­დი­სა და სა­ბა­ჟო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ა­ტა­რეს.

ერთი დღით ადრე აფხა­ზე­თის ე.წ. გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათ სო­ხუ­მის და რა­ი­ო­ნულ ე.წ. უწყე­ბებს პრო­დუქ­ცი­ის შე­მო­ტა­ნი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა და­ა­ვა­ლეს. გარ­და კონ­სერ­ვი­სა, ლა­პა­რა­კია ქარ­თულ ღვი­ნო­ებ­ზეც, ასე­ვე მე-7 კლა­სის გე­ოგ­რა­ფი­ის ატ­ლას­ზე, რომ­ლის გა­რე­კან­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაა გა­მო­სა­ხუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eeeeeex
1

რაღაც ქართული პასპორტების გაცემაზეც მოვკარი ყური დ არ გაბედოს ვინმემ.

ჰოო
1

კაი გაწმენდილი თუა, აქეთ გამოუშვით, მიყვარს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

კონსერვი, ქართული დროშით, ბიჭვინთაში - სად იწარმოება და როგორ მოხვდა აფხაზეთში პროდუქტი, რომელიც გაყიდვიდან ამოიღეს?

კონსერვი, ქართული დროშით, ბიჭვინთაში - სად იწარმოება და როგორ მოხვდა აფხაზეთში პროდუქტი, რომელიც გაყიდვიდან ამოიღეს?

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა ბიჭვინთის ერთ-ერთი მაღაზიიდან 38 ცალი ხაშის კონსერვი ამოიღო. ინფორმაციას ekhokavkaza თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ პროდუქციის ეტიკეტზე საქართველოს დროშაა გამოსახული. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, კონსერვს არა საქართველოში, არამედ სტავროპოლის ტერიტორიაზე - ნოვოალექსანდროვსკის ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში აწარმოებდნენ. როგორც ირკვევა, აღნიშნული ქარხნის დირექტორი ქართველი ბიზნესმენი თორნიკე გულუაა.

ე.წ. საბაჟო კომიტეტში აცხადებენ, რომ პროდუქცია აფხაზეთში მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით შემოიტანეს, ოღონდ კონკრეტულად რომელი ნორმა დაირღვა, არ განმარტავენ.

მაღაზიაში შემოწმება ე.წ. საბაჟო პუნქტ "ფსოუს“ კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

ერთი დღით ადრე აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ სოხუმის და რაიონულ ე.წ. უწყებებს პროდუქციის შემოტანისა და რეალიზაციის კანონიერების შემოწმება დაავალეს. გარდა კონსერვისა, ლაპარაკია ქართულ ღვინოებზეც, ასევე მე-7 კლასის გეოგრაფიის ატლასზე, რომლის გარეკანზეც საქართველოს დროშაა გამოსახული.