SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი მოჭადრაკე გარი კასპაროვის "ტვიტერის" პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც კასპაროვმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ მილიარდერის გეგმა გააკრიტიკა .
"მშვიდობა უკრაინა-რუსეთს შორის:
განმეორებით, გაეროს ზედამხედველობით, ჩატარდეს არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში. რუსეთი დატოვებს ამ რეგიონებს, თუკი ასეთი იქნება ხალხის ნება;
ყირიმი ოფიციალურად რუსეთის ნაწილია, როგორც იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის მიერ შეცდომის დაშვებამდე);
ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია;უკრაინა რჩება ნეიტრალური“. - მასკის ამ გეგმას კასპაროვმა "მორალური იდიოტიზმი“ უწოდა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც "სილიკონ ველზე თავიანთ სასახლეებში სხედან“, ვერ ეტყვიან უკრაინას, რა უნდა გააკეთოს.
"მართალია, კასპაროვი ჭადრაკს თითქმის ისევე კარგად თამაშობს, როგორც ჩემი "აიფონი", მაგრამ ის იდიოტია“, - ამბობს მასკი.
"მე დიდი ხნის წინ ვუთხარი პირადად კასპაროვს: იყო მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, არ ნიშნავს იყო ზოგადად მსოფლიო ჩემპიონი“, - დაწერა ქსენია სობჩაკმა "ტელეგრამარხზე".
კასპაროვი არ არის პირველი, ვინც მასკს აკრიტიკებს მისი გეგმის გამო. პოსტის გამოქვეყნებისთანავე იგი დაგმეს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა და აშშ-ს მთავრობაში კი ეჭვობენ, ის რუსეთის მიმართ სულ უფრო მეგობრულ პოზიციას იკავებს...
გარი კასპაროვმა საჭადრაკო კარიერა 2005 წელს დაასრულა, რის შემდეგაც პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. ის საჯაროდ აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს და გმობს რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციას უკრაინაში. მუქარისა და რამდენიმე თავდასხმის შემდეგ 2013 წელს კასპაროვმა დატოვა რუსეთი, ახლა ის აშშ-ში ცხოვრობს.
ელცინის დროს, რუსეთს აშშ-ს ევროკავშირსა და ნატოს შორის რომ დაიდო ხელშეკრულება ნატო ბალტიის ქვეყნებს იქით რომ აღარ გაფარდოვდებოდა აღმოსავლეთით ამიერკავკასიისკენ კონკრეტულად...(უკრაინა,ბელორუსია,საქართველო,სომხეთი,აზერბაიჯანი) და საპასუხოდ რუსეთი არაფერს მოიმოქმედებდა ანუ უარს ამბობდა ბალტიისპირეთში აღმოსავლეთ ევროპის ასე ვთქვათ სათავისოდ ინტერესებზე....ანუ მე მაქეთ არ გამოვალ და თქვენ ბალტიისპირეთს ნუღარ გადმოლახავთო...ხომ შეთანხმდნენ!?! ხომ მოეწერა ხელი!?! მგონი 1991 ან 1994 წლებში...ეს ხელმოწერილი შეთანხმება ოფიციალურად არსებობს და მაშინ რატომ დაიწყო ქმედებები აშშ-მ ევროკავშირმა ნატომ აღმოსავლეთით კონკრეტულად ამიერკავკასიაში მაინც გაფართოებისმხრივ???!!!??? ეს ორმაგი სტანდარტი არააა ისეთივე როგორც რუსეთი ხშირად მოიხსენიება ორმაგ სტანდარტებში???!!!???...აი ზუსტად ამ ორმაგი სტანდარტებით თამაშს დასავლეთის მხრიდან მოყვა ეს ომი უკრაინისადმი რუსეთისგან და თუ ამ შეთანხმებას მივიღებთ მხედველობაში მაშინ დასავლეთიც ორმაგი სტანდარტებით მოთამაშეა და მარტო რუსეთისკენ ნუ იშვერთ ხელს ლიბერასტებო ლიბერასტულო პოლიტიკოსებო...!!!
ნატოში შესვლა ის სიკეთე არ არის, ასობით ბავშვის სიცოცხლე რომ შესწირო ამ მიზანს. გაივლის დრო და გადააფასებს დღევანდელ გმირებს ისტორია, ისე როგორც ჩვენთან გამსახურდიას პერიოდი შეფასდა დიდ შეცდომად