ავტორი:

განსაცდელი და ფუფუნება ერთდროულად - არიზონაში, 5 ტურისტი 61 მეტრის სიღრმეზე მდიდრულად მოწყობილ გამოქვაბულში ჩარჩა (ფოტოები)

განსაცდელი და ფუფუნება ერთდროულად - არიზონაში, 5 ტურისტი 61 მეტრის სიღრმეზე მდიდრულად მოწყობილ გამოქვაბულში ჩარჩა (ფოტოები)

არიზონაში, დიდი კანიონის გამოქვაბულში, რომელიც მიწისქვეშ 61 მეტრის სიღრმეშია, 24 საათზე მეტია 5 ადამიანია გამომწყვდეული. არიზონას შტატის ხელისუფლების თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ლიფტი დაზიანდა და ვერ ფუნქციონირებს.

კვირას, 5 ტურისტი, რომელიც დიდი კანიონის მოსანახულებლად იყო მისული, ქვეყნის უდიდეს მშრალ გამოქვაბულში ჩარჩა. მიწისქვეშ გამომწყვდეული ტურისტების ბედად, აქვეა მიწისქვეშაა სასტუმროც და რესტორანიც. სანამ ისინი ლიფტის შეკეთებას ელოდებიან, სასტუმროს ლუქს ოთახებში რჩებიან, რომლის ერთი ოთახის ფასი 1000$-ს შეადგენს.

სასტუმრო აღჭურვილია სააბაზანოთი და სამზარეულოთი, რომელშიც მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი და სხვა საჭირო ტექნიკაა.

ამ ადამიანებს, გამოქვაბულიდან მიწის ზედაპირზე ამოსასვლელად არ შეუძლიათ კიბეებით სარგებლობა, რადგან მათ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვთ. თანამშრომლები ორშაბათიდან მოყოლებული ცდილობენ ლიფტის შეკეთებას, მაგრამ ჯერჯერობით, უშედეგოდ.

თუ ლიფტის შეკეთება დროულად ვერ მოხერხდა, მათ სამაშველო თოკით ამოიყვანენ.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა