სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრძოლა შპარგალკის წინააღმდეგ ფილიპინურად - მასწავლებლის უცნაური მეთოდი, რათა მოსწავლემ გამოცდისას არ გადაიწეროს
ბრძოლა შპარგალკის წინააღმდეგ ფილიპინურად - მასწავლებლის უცნაური მეთოდი, რათა მოსწავლემ გამოცდისას არ გადაიწეროს

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და ფი­ლი­პი­ნე­ბის ერთ-ერთ სკო­ლა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ საკ­ლა­სო ოთახ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მა­ში არი­ან - "გა­და­წე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქუ­დე­ბით."

ფი­ლი­პი­ნე­ბის ქა­ლაქ ლე­გას­პის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს მას­წავ­ლე­ბელ­მა ისე­თი "თავ­სა­ბუ­რა­ვის" და­ფა­რე­ბა სთხო­ვა, რო­მე­ლიც მათ ხელს შე­უშ­ლი­და, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან გა­და­ე­წე­რათ.

მოს­წავ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბამ გა­და­წე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უჩ­ვე­უ­ლო თავ­სა­ბუ­რა­ვე­ბი თა­ვი­სი­ვე ხე­ლით და­ამ­ზა­და. ზოგ­მა მუ­ყა­ოს­გან, კვერ­ცხე­ბის შე­სა­ნა­ხი ყუ­თე­ბი­სა და სხვა ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი ნივ­თე­ბის­გან.

ფო­ტო­ებ­მა ონ­ლა­ინ ისე­თი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, რომ რამ­დე­ნი­მე ფი­ლი­პი­ნურ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხმაც კი გა­ა­შუ­ქა.

ბავ­შვე­ბის პე­და­გოგ­მა, მენ­დე­ინ ორ­ტიზ­მა, რო­მე­ლიც ბი­კო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის პრო­ფე­სო­რია, BBC-ის გა­ნუ­ცხა­და, რომ კლას­ში პა­ტი­ოს­ნე­ბი­სა და ავ­თენ­ტუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის სა­ხა­ლი­სო გზას ეძებ­და და ასე მი­ვი­და ამ სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ამ­დე. მას­წავ­ლებ­ლის აზ­რით, ეს იდეა "საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნია."

მან თავ­და­პირ­ვე­ლად, მოს­წავ­ლე­ებს სთხო­ვა ფურ­ცლე­ბის­გან მარ­ტი­ვად და­ემ­ზა­დე­ბი­ნათ "თავ­სა­ბუ­რა­ვი", რო­მე­ლიც გა­და­წე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას შე­უ­ზღუ­დავ­და.

რო­გორც პე­და­გო­გი ყვე­ბა, ეს არ არის მისი მო­ფიქ­რე­ბუ­ლი იდეა. მა­ნამ­დე, 2013 წელს მსგავ­სი რამ ტა­ი­ლან­დის სკო­ლა­ში მოხ­და.

მა­ში­ნაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში საკ­ლა­სო ოთახ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გავ­რცელ­და, სა­დაც ჩან­და, რომ ბავ­შვებს, თავ­ზე, ორი­ვე მხა­რეს ფურ­ცლე­ბი ჰქონ­დათ მი­მაგ­რე­ბუ­ლი, რათა მათი მხედ­ვე­ლო­ბის არე მხო­ლოდ წინ, თა­ვი­ან­თი სა­გა­მოც­დო ფურ­ცლე­ბის­კენ ყო­ფი­ლი­ყო მი­მარ­თუ­ლი.

პრო­ფე­სო­რი მენ­დე­ინ ორ­ტი­ზი ამ­ბობს, რომ გა­და­წე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ეფექ­ტი­ა­ნია და მის­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა წელს ბევ­რად უკე­თე­სი შე­დე­გი აჩ­ვე­ნეს გა­მოც­დებ­ში, ვიდ­რე მა­ნამ­დე. ამა­ვე დროს, პე­და­გო­გი კმა­ყო­ფი­ლია, რომ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ შემ­ჩნე­უ­ლა გა­და­წე­რის მცდე­ლო­ბა­ში.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ჰმ
0

გვერდზე არავინ უზით და ყველა ერთმანეთისგან ცალ-ცალკე ზის, ვისგან უნდა გადაეწერათ. თვითონ თავსაბურავი კია ბავშვისთვის "შპარგალკა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ბრძოლა შპარგალკის წინააღმდეგ ფილიპინურად - მასწავლებლის უცნაური მეთოდი, რათა მოსწავლემ გამოცდისას არ გადაიწეროს

ბრძოლა შპარგალკის წინააღმდეგ ფილიპინურად - მასწავლებლის უცნაური მეთოდი, რათა მოსწავლემ გამოცდისას არ გადაიწეროს

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ფილიპინების ერთ-ერთ სკოლაში გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ საკლასო ოთახში მოსწავლეები უჩვეულო ფორმაში არიან - "გადაწერის საწინააღმდეგო ქუდებით."

ფილიპინების ქალაქ ლეგასპის სკოლის მოსწავლეებს მასწავლებელმა ისეთი "თავსაბურავის" დაფარება სთხოვა, რომელიც მათ ხელს შეუშლიდა, რომ ერთმანეთისგან გადაეწერათ.

მოსწავლეების უმეტესობამ გადაწერის საწინააღმდეგო უჩვეულო თავსაბურავები თავისივე ხელით დაამზადა. ზოგმა მუყაოსგან, კვერცხების შესანახი ყუთებისა და სხვა ადვილად ხელმისაწვდომი ნივთებისგან.

ფოტოებმა ონლაინ ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ რამდენიმე ფილიპინურმა სატელევიზიო არხმაც კი გააშუქა.

ბავშვების პედაგოგმა, მენდეინ ორტიზმა, რომელიც ბიკოლის უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის პროფესორია, BBC-ის განუცხადა, რომ კლასში პატიოსნებისა და ავთენტურობის უზრუნველყოფისთვის სახალისო გზას ეძებდა და ასე მივიდა ამ საინტერესო იდეამდე. მასწავლებლის აზრით, ეს იდეა "საკმაოდ ეფექტიანია."

მან თავდაპირველად, მოსწავლეებს სთხოვა ფურცლებისგან მარტივად დაემზადებინათ "თავსაბურავი", რომელიც გადაწერის შესაძლებლობას შეუზღუდავდა.

როგორც პედაგოგი ყვება, ეს არ არის მისი მოფიქრებული იდეა. მანამდე, 2013 წელს მსგავსი რამ ტაილანდის სკოლაში მოხდა.

მაშინაც სოციალურ ქსელებში საკლასო ოთახში გადაღებული ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანდა, რომ ბავშვებს, თავზე, ორივე მხარეს ფურცლები ჰქონდათ მიმაგრებული, რათა მათი მხედველობის არე მხოლოდ წინ, თავიანთი საგამოცდო ფურცლებისკენ ყოფილიყო მიმართული.

პროფესორი მენდეინ ორტიზი ამბობს, რომ გადაწერის საწინააღმდეგო ასეთი საშუალებები ეფექტიანია და მისმა მოსწავლეებმა წელს ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენეს გამოცდებში, ვიდრე მანამდე. ამავე დროს, პედაგოგი კმაყოფილია, რომ არცერთი მათგანი არ შემჩნეულა გადაწერის მცდელობაში.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა