ავტორი:

"ხვიჩა მართლაც სასწაულებს აკეთებს" - რას ამბობს ჭადრაკის ლეგენდა ქართველ ფენომენზე

"ხვიჩა მართლაც სასწაულებს აკეთებს" - რას ამბობს ჭადრაკის ლეგენდა ქართველ ფენომენზე

მსოფლიო ქალთა ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ოტალირი "ნაპოლის" ფეხბურთელზე, ხვიჩა კავარაცხელიაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- 80 წლის იუბილეზე საჩუქრად მიიღეთ ლიონელ მესის მაისური მისი ავტოგრაფითა და წარწერით: "ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!" თუმცა არანაკლებ გაგახარებდათ ხვიჩა კვარაცხელიას სანაკრებო მაისურიც, რომელიც ახლახან საიუბილეო საღამოზე გადმოგცეს...

- მესის მაისურისგან განსხვავებით, ხვიჩას ფორმას წარწერა აკლია - როცა თბილისში დაბრუნდება, ავტოგრაფს მაშინ დამიტოვებს. სხვათა შორის, სწორედ დღეს მოვისმინე, რომ კვარაცხელია უკვე დასახელდა 2023 წლის "ოქროს ბურთის" 20 სავარაუდო პრეტენდენტს შორის! მანამდე დიდი დროა, მაგრამ თუნდაც ამაზე ლაპარაკი უკვე ფანტასტიკური აღიარებაა ახალგაზრდა მოთამაშისთვის, რომელიც არც წლევანდელ მუნდიალზე ითამაშებს და საერთოდაც, ევროპულ ფეხბურთში სულ ახლახან გამოჩნდა. არადა, ხვიჩა მართლაც სასწაულებს აკეთებს. "ბოლონიასთან" მატჩში საოცარი გადაცემებით დაგვამახსოვრა თავი. "ნაპოლის" თამაშიც ძალიან მომწონს. ხვიჩას ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ კარგ გუნდში მოხვდა და ორგანულად შეუერთდა ახალ კოლექტივს. ნეაპოლელები დაუმარცხებლად აგრძელებენ თამაშს (ინტერვიუ ჩაწერილია 20 ოქტომბერს - რ.შ.) სერია ა-შიც და ჩემპიონთა ლიგაზეც და რაც მთავარია, ლამაზ, ლაღ ფეხბურთს თამაშობენ!

- ყველაფერზე მეტად ჩვენ ის გვიხარია, რომ წარმატებული სერიის ერთ-ერთი შემოქმედი კვარაცხელიაც არის.

- "კვარა" პირველივე დღიდან საოცრად თავდაჯერებულად, შედეგიანად თამაშობს და ჯერ ერთი ტურიც არ ჩაუგდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა სწორად ხედავს პრიორიტეტებს, იცის, რაზე იმუშაოს. მესისა და რონალდუს წლები ემატებათ, ყველა ტიტული მოიგეს და მაინც ბოლომდე იხარჯებიან. სწორედ ეს არის პროფესიონალიზმი. ქართველებმა კი რამდენი ნიჭიერი მოთამაშე დავკარგეთ? ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა არ ეყოთ და ამიტომ... შევჩენკოს და აზარის მაგალითიც კმარა - ახალ კლუბებში შესაძლებლობების ნახევარიც ვეღარ გამოავლინეს. ხვიჩაზე უკვე ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, ამ ზამთარსვე დაიწყება მასზე "ნადირობა", მაგრამ, ჩემი აზრით, რამდენიმე სეზონი მაინც უნდა დარჩეს ნეაპოლში. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვხედავთ, რომ "კვარა" სპალეტის დარიგებებს ითვალისწინებს და "ბოლონიასთან" საოცარი, ძალიან ზუსტი პასები გააკეთა. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

იხილეთ ასევე: