სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ პროცესს ჰოლივუდშიც აქტიურად ადევნებდნენ თვალს..." - ნონა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი Netflix-თან მიღწეულ შეთანხმებაზე
"ამ პროცესს ჰოლივუდშიც აქტიურად ადევნებდნენ თვალს..." - ნონა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი Netflix-თან მიღწეულ შეთანხმებაზე

მსოფ­ლიო ქალ­თა ჭად­რა­კის ლე­გენ­დამ, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა Netflix-ის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩელ­სა და მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- შარ­შან­დელ წე­რილს, რო­მე­ლიც Netflix-ის წი­ნა­აღ­მდეგ თქვენს სარ­ჩელს ეხე­ბო­და, სა­თა­უ­რად და­ვარ­ქვი "დე­დოფ­ლის გამ­ბი­ტი­დან ნო­ნას ენდშპი­ლამ­დე", რად­გან მჯე­რო­და, რომ ათა­სო­ბით სა­ჭად­რა­კო პარ­ტი­ის მსგავ­სად, ამ საქ­მე­საც წარ­მა­ტე­ბით მი­იყ­ვან­დით ბო­ლომ­დე! ვიცი, რომ შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და დე­ტა­ლებს არც გე­კი­თხე­ბით. მხო­ლოდ ის მი­თხა­რით, კმა­ყო­ფი­ლი ხართ ამ საქ­მის ასე­თი და­სას­რუ­ლით?

- ეს თემა და­ხუ­რუ­ლია და დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ. მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რაც ისე­დაც ყვე­ლას­თვის ცხა­დია - შე­თან­ხმე­ბა აღი­ა­რე­ბას ნიშ­ნავს! სწო­რედ ეს იყო მთა­ვა­რი. ეს შე­დე­გი პრე­ცე­დენ­ტია რე­ჟი­სო­რე­ბი­სა და პრო­დი­უ­სე­რე­ბის­თვის, რომ არ შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა "სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე" აპე­ლი­რე­ბით! ვერ გან­ვმარ­ტავ შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბებს, თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ თქვე­ნი წე­რი­ლის სა­თა­ურ­მა გა­ა­მარ­თლა (იცი­ნის). კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რომ ეს თემა და­ი­ხუ­რა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ "გა­ი­წე­ლა". არა­და, ცო­ტას თუ სჯე­რო­და, რომ ჰო­ლი­ვუ­დის მახ­ლობ­ლად კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­სა­მარ­თლო­ში Netflix-ის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მა­ტე­ბის შან­სი გვექ­ნე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, რო­გორც ვიცი, პრო­ცესს ჰო­ლი­ვუდ­შიც აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებ­დნენ თვალს.

- სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი, მით უმე­ტეს, თქვენ­მა სარ­ჩელ­მა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით გა­მო­იწ­ვია იმ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, რომ თუ ვინ­მემ არ იცო­და, მა­თაც გა­ი­გეს, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს რუ­სეთ­თან არა­ფე­რი აკავ­ში­რებს და კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით უთა­მა­შია უამ­რა­ვი მა­მა­კა­ცი მო­ჭად­რა­კის წი­ნა­აღ­მდეგ!

- სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის უნდა ით­ქვას, რომ ამ სა­კი­თხში რუ­სე­ბი პა­ტი­ოს­ნად მო­იქ­ცნენ და თვი­თო­ნაც გა­აპ­რო­ტეს­ტეს ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბით წარ­მო­ჩე­ნა. პირ­ველ­მა ხმა ანა­ტო­ლი კარ­პოვ­მა ამო­ი­ღო - ფილ­მის ში­ნა­არ­სით გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, რად­გან ყვე­ლამ იცის, რომ ნონა მა­მა­კა­ცი მო­ჭად­რა­კე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც წარ­მა­ტე­ბით თა­მა­შობ­და, თა­ნაც, ყო­ველ­თვის ამა­ყობ­და ქარ­თვე­ლო­ბით, რუსი არას­დროს ყო­ფი­ლაო! ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო სწო­რედ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან მი­ღე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა და და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი იყო. არც ვა­პი­რებ­დი სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას, მაგ­რამ როცა გა­ვი­გე, რომ პრე­მი­ე­რი­დან ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ფილ­მი 66 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ნახა, ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი - რა­ტომ უნდა მო­ე­ტყუ­ე­ბი­ნათ მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი? სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლა სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
1

ქალბატონი ნონა არის და იქნება ქართველი ქალის ეტალონი.მადლობა უფალს, რომ თქვენი თავი გვაჩუქა. იდღეგრძელეთ დიდებულო ქალბატონო.

goga
2

გილოცავთ ქალბატონო ნონა. ნამდვილად ქართული და მსოფლიო სპორტის ლეგენდა ხართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ამ პროცესს ჰოლივუდშიც აქტიურად ადევნებდნენ თვალს..." - ნონა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი Netflix-თან მიღწეულ შეთანხმებაზე

"ამ პროცესს ჰოლივუდშიც აქტიურად ადევნებდნენ თვალს..." - ნონა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი Netflix-თან მიღწეულ შეთანხმებაზე

მსოფლიო ქალთა ჭადრაკის ლეგენდამ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელსა და მიღწეულ შეთანხმებაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" პირველად ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- შარშანდელ წერილს, რომელიც Netflix-ის წინააღმდეგ თქვენს სარჩელს ეხებოდა, სათაურად დავარქვი "დედოფლის გამბიტიდან ნონას ენდშპილამდე", რადგან მჯეროდა, რომ ათასობით საჭადრაკო პარტიის მსგავსად, ამ საქმესაც წარმატებით მიიყვანდით ბოლომდე! ვიცი, რომ შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია და დეტალებს არც გეკითხებით. მხოლოდ ის მითხარით, კმაყოფილი ხართ ამ საქმის ასეთი დასასრულით?

- ეს თემა დახურულია და დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც ისედაც ყველასთვის ცხადია - შეთანხმება აღიარებას ნიშნავს! სწორედ ეს იყო მთავარი. ეს შედეგი პრეცედენტია რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის, რომ არ შეიძლება რეალური ფაქტების დამახინჯება "სიტყვის თავისუფლებაზე" აპელირებით! ვერ განვმარტავ შეთანხმების პირობებს, თუმცა, ფაქტია, რომ თქვენი წერილის სათაურმა გაამართლა (იცინის). კმაყოფილი ვარ, რომ ეს თემა დაიხურა და წლების განმავლობაში არ "გაიწელა". არადა, ცოტას თუ სჯეროდა, რომ ჰოლივუდის მახლობლად კალიფორნიის სასამართლოში Netflix-ის წინააღმდეგ წარმატების შანსი გვექნებოდა. სხვათა შორის, როგორც ვიცი, პროცესს ჰოლივუდშიც აქტიურად ადევნებდნენ თვალს.

- სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მით უმეტეს, თქვენმა სარჩელმა მსოფლიო მასშტაბით გამოიწვია იმხელა გამოხმაურება, რომ თუ ვინმემ არ იცოდა, მათაც გაიგეს, რომ ნონა გაფრინდაშვილს რუსეთთან არაფერი აკავშირებს და კარიერის განმავლობაში წარმატებით უთამაშია უამრავი მამაკაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ!

- სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ საკითხში რუსები პატიოსნად მოიქცნენ და თვითონაც გააპროტესტეს ფაქტების დამახინჯებით წარმოჩენა. პირველმა ხმა ანატოლი კარპოვმა ამოიღო - ფილმის შინაარსით გაოცებული ვარ, რადგან ყველამ იცის, რომ ნონა მამაკაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგაც წარმატებით თამაშობდა, თანაც, ყოველთვის ამაყობდა ქართველობით, რუსი არასდროს ყოფილაო! ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო სწორედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიღებული მხარდაჭერა და დადებითი გამოხმაურებები იყო. არც ვაპირებდი სარჩელის შეტანას, მაგრამ როცა გავიგე, რომ პრემიერიდან ორი კვირის განმავლობაში ფილმი 66 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა, ძალიან გავბრაზდი - რატომ უნდა მოეტყუებინათ მილიონობით ადამიანი? სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე სამართლებრივი ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

იხილეთ ასევე: