მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უნდა გადადონ ყველა საქმე, დასხდნენ და განიხილონ მასალები "ბინძური ბომბის“ გამოყენებასთან დაკავშირებით" - მარია ზახაროვა
"აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უნდა გადადონ ყველა საქმე, დასხდნენ და განიხილონ მასალები "ბინძური ბომბის“ გამოყენებასთან დაკავშირებით" - მარია ზახაროვა

მოს­კო­ვი მზა­დაა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს მი­ა­წო­დოს დე­ტა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კი­ე­ვი, „ბინ­ძუ­რი ბომ­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბით, პრო­ვო­კა­ცი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვამ გა­ნა­ცხა­და.

„კი­თხვას სრუ­ლად უპა­სუ­ხა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა, რო­მელ­მაც კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ვი­თა­რე­ბა­ზე. მან მი­უ­თი­თა უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის გარ­კვე­ულ ინ­ტე­რეს­ზე და თქვა, რომ მზად ვართ შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბის­თვის. გვინ­და ნათ­ლად გან­ვა­ცხა­დოთ, რომ მზად ვართ ვუ­პა­სუ­ხოთ ნე­ბის­მი­ერ შე­კი­თხვას და გავ­ცემთ სა­ჭი­რო პა­სუ­ხებს“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ხა­რო­ვამ.

მისი თქმით, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, ბრი­ტა­ნეთ­მა და საფ­რან­გეთ­მა რუ­სე­თის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უნდა გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ.

„ის, რაც ახლა უნდა გა­ა­კე­თონ შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, ბრი­ტა­ნეთ­მა და საფ­რან­გეთ­მა არის, რომ გა­და­დონ ყვე­ლა საქ­მე, დას­ხდნენ და გა­ნი­ხი­ლონ რუ­სუ­ლი მხა­რის მიერ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის დროს გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, გა­და­ცე­მუ­ლი მა­სა­ლე­ბი და გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­როდ“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ.

მისი თქმით, ან­გლო-საქ­სო­ნურ­მა დუ­ეტ­მა შექ­მნა კი­დევ ერთი მონ­სტრი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ზღვრის­კენ უბიძ­გებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ისევ
0

ჩვენი თია წულუკიანი ჯობია

ლელი
8

არადა სულ ვფიქრობდი ვის მაგონებენთქო----ქოცებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უნდა გადადონ ყველა საქმე, დასხდნენ და განიხილონ მასალები "ბინძური ბომბის“ გამოყენებასთან დაკავშირებით" - მარია ზახაროვა

"აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უნდა გადადონ ყველა საქმე, დასხდნენ და განიხილონ მასალები "ბინძური ბომბის“ გამოყენებასთან დაკავშირებით" - მარია ზახაროვა

მოსკოვი მზადაა ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს დეტალური განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ კიევი, „ბინძური ბომბის“ გამოყენებით, პროვოკაციისთვის ემზადება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„კითხვას სრულად უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ვითარებაზე. მან მიუთითა უცხოელი ექსპერტების გარკვეულ ინტერესზე და თქვა, რომ მზად ვართ შესაბამისი კონტაქტის დამყარებისთვის. გვინდა ნათლად განვაცხადოთ, რომ მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას და გავცემთ საჭირო პასუხებს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რუსეთის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა გააანალიზონ.

„ის, რაც ახლა უნდა გააკეთონ შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა არის, რომ გადადონ ყველა საქმე, დასხდნენ და განიხილონ რუსული მხარის მიერ სატელეფონო ზარების დროს გაჟღერებული, გადაცემული მასალები და გააანალიზონ ინფორმაცია საჯაროდ“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ანგლო-საქსონურმა დუეტმა შექმნა კიდევ ერთი მონსტრი, რომელიც ამჟამად სამყაროს ყველაზე საშიში ზღვრისკენ უბიძგებს.