პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუბნებიან, უბერებელი ხარო... გამოგიტყდებით და ეს არ მომწონს" - 28 წელი უწყვეტად პოდიუმზე: როგორ ინარჩუნებს კრისტი ყიფშიძე ფორმას და მიმართავს თუ არა პლასტიკურ ქირურგიას?
"მეუბნებიან, უბერებელი ხარო... გამოგიტყდებით და ეს არ მომწონს" - 28 წელი უწყვეტად პოდიუმზე: როგორ ინარჩუნებს კრისტი ყიფშიძე ფორმას და მიმართავს თუ არა პლასტიკურ ქირურგიას?

28 წელი პო­დი­უმ­ზე, იმა­ვე ემო­ცი­ით, გან­წყო­ბით, რო­გორც პირ­ველ დღეს, საქ­მის ისე­თი­ვე სიყ­ვა­რუ­ლით და რაც მთა­ვა­რია, უც­ვლელ ფორ­მა­ში, ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია. კრის­ტი ყიფ­ში­ძის­თვის, მო­დე­ლო­ბა მო­წო­დე­ბაა. ბედ­ნი­ე­რია, რომ ამ სფე­რო­ში წლე­ბის წინ აღ­მოჩ­ნდა, რა­ზეც დღეს ამ­ბობს, რომ შემ­თხვე­ვით მარ­თლაც არა­ფე­რი ხდე­ბა...

რო­გორ ინარ­ჩუ­ნებს ფორ­მას, აქვს თუ არა ამის­თვის რა­ი­მე ფორ­მუ­ლა და რას ურ­ჩევს ქალ­ბა­ტო­ნებს, ამას მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- 4 ნო­ემ­ბერს 28 წელი მის­რულ­დე­ბა, რაც მო­დე­ლი ვარ. ყო­ველ წელს ეს დღეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ვცდი­ლობ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს ხოლ­მე... ჩემ­თვის თა­ვი­სე­ბუ­რად აღ­ვნიშ­ნავ... 1994 წელი იყო, ურ­თუ­ლე­სი დრო, არ­სად არა­ფე­რი არ ხდე­ბო­და. იყო მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სივ­რცე - სას­ტუმ­რო „მე­ტე­ხი“ და სწო­რედ იქ მაკა ნაც­ვლიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა შედ­გა, სა­დაც ძა­ლი­ან ცნო­ბილ გო­გო­ებ­თან ერ­თად, - ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე, დინი ვირ­სა­ლა­ძე, ნინო სა­ლუქ­ვა­ძე („მის სა­ქარ­თვე­ლო“) მეც გა­მო­ვე­დი... მა­შინ მივ­ხვდი, რომ ეს ის სფე­რო და საქ­მე იყო, რო­მე­ლიც არას­დროს მომ­ბეზ­რდე­ბო­და... სა­ერ­თოდ, როცა რა­მეს აკე­თებ, ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ა­ში ასეა, - უნდა გიყ­ვარ­დეს, გუ­ლით აკე­თო და შენი მო­წო­დე­ბა უნდა იყოს. ასე ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვს. სა­ერ­თოდ, თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ, არ მიყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ბოლო დროს სხვა­ნა­ი­რად და­ვი­წყე ჩემი თა­ვის შე­ფა­სე­ბა და და­ფა­სე­ბა. რად­გან 28 წელი ამ საქ­მე­ში ვარ, ე.ი. ეს ჩემი მო­წო­დე­ბაა და საქ­მის ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი.

- მო­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შენ­თან ერ­თად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­დი­უმ­ზე იდ­გნენ, ამ საქ­მეს კარ­გა ხა­ნია ჩა­მო­შორ­დნენ. რის ხარ­ჯზე ახერ­ხებ ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ისევ მო­დე­ლო­ბას. ამის რა­ი­მე ფორ­მუ­ლა გაქვს?

- არა­ნა­ი­რი ფორ­მუ­ლა თუ სა­ი­დუმ­ლო არ მაქვს. ალ­ბათ მა­ინც გე­ნე­ტი­კაა. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, გე­ნე­ტი­კას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუნ­დაც რო­გორ მოგ­ყვე­ბა კა­ნის სტრუქ­ტუ­რა. ის, რაც გე­ნე­ტი­კუ­რად გად­მო­მე­ცა, ჩემი სა­ჩუ­ქა­რია, მაგ­რამ რაც არ უნდა კარ­გი გე­ნე­ტი­კა იყოს, ამ ყვე­ლა­ფერს მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. რომ გი­თხრათ, ბევ­რი შრო­მა მი­წევს-მეთ­ქი, არა. მარ­ტი­ვად არის ყვე­ლა­ფე­რი. პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჯან­სა­ღი კვე­ბა. ყვე­ლა­ფერს არ მი­ვირ­თმევ, ზოგ პრო­დუქტზე ორ­გა­ნიზმს აუ­ტან­ლო­ბაც აქვს, ძი­რი­თა­დად ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბე­ბი. მერე ძილს ვა­ნი­ჭებ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბას. ასე თუ ისე, თუ სად­მე რა­ი­მე სა­ღა­მო­ზე არ ვარ, ვცდი­ლობ, სახ­ლშიც რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი მაქვს, დრო­უ­ლად და­ვას­რუ­ლო და 11 სა­ათ­ზე წა­მოვ­წვე და სხე­უ­ლი და­ვას­ვე­ნო. მაგ დრო­ის­თვის თუ და­ძი­ნე­ბას შევ­ძლებ, მთლად უკე­თე­სი. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბა. ოღონდ, არა ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი, ეს ბუ­ნებ­რი­ვი უნდა იყოს.

ბოლო დროს ხში­რად გვეს­მის ფსი­ქო­ლო­გე­ბის სა­უბ­რე­ბი იმა­ზე, რომ შე­ვიყ­ვა­როთ სა­კუ­თა­რი თავი. ბევ­რი ამას ვერ იგებს რას ნიშ­ნავს, ზოგს რა­ღაც ეგო­ის­ტუ­რი მო­მენ­ტე­ბი ჰგო­ნია. არა, უნდა გრძნობ­დე, რომ შენი თავი გიყ­ვარს, დიდ პა­ტივს სცემ. ამას რომ შე­იგ­რძნობ, მერე ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად მი­დის... სარ­კე­ში რომ იყუ­რე­ბი, ვი­ღა­ცის­თვის კი არ უნდა ჩა­ი­ხე­დო, შენ­თვის, ჯერ შენ­თვის და მერე სხი­ვის­თვის. მერე გა­რე­მოც სხვა­ნა­ი­რად შე­მოგ­ხე­დავს. ასეთ დროს სხვა ენერ­გი­ე­ბი კურ­სი­რებს და სხვა­ნა­ი­რად ცდი შენს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას, იმას, რომ შენს თავ­თან კარ­გად ხარ. ამ ყვე­ლა­ფერს კი­დევ და­ვა­მა­ტებ­დი ფე­ხით სი­ა­რულს, თუმ­ცა სპორტდარ­ბა­ზე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ. რა­ღაც ვარ­ჯი­შებს სახ­ლში ვა­კე­თებ. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, სად­მე კლუბ­ში ან დარ­ბაზ­ში იცეკ­ვო, ცეკ­ვა სახ­ლშიც შეგ­ვიძ­ლია. ეს გვიც­ვლის გან­წყო­ბას და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია. მე კარგ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს, ტო­ნუს­შიც მოვ­დი­ვარ, სის­ხლიც აქ­ტი­უ­რად მოძ­რა­ობს და კუნ­თე­ბიც.

- კი ფე­ხით სი­ა­რუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მარ­თლაც კარ­გია...

- ფე­ხით სი­ა­რუ­ლი დიდ მან­ძი­ლებ­ზეც შე­მიძ­ლია, უბ­რა­ლოდ ამის­თვის დროა სა­ჭი­რო. თუ სად­მე ფან­ჯა­რა გა­მო­მიჩ­ნდა, მას აუ­ცი­ლებ­ლად ფე­ხით ვავ­სებ. მირ­ჩევ­ნია, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე ფე­ხით წა­ვი­დე, ვიდ­რე ვთქვათ, მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რო.

- ბევ­რი ქალ­ბა­ტო­ნი გა­სა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვებ­ლად პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას მი­მარ­თავს. გე­ტყო­ბა, რომ ამის­თვის ჯერ არ მი­გი­მარ­თავს. ისე რა მო­საზ­რე­ბა გაქვს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე?

- პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას არ მივ­მარ­თავ, მაგ­რამ ამის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს - ვფიქ­რობ, არც დამ­ჭირ­დე­ბა ეს. ბევ­რი წყა­ლი, სწო­რი კვე­ბა, გე­ნე­ტი­კა თა­ვის კვალს ტო­ვებს. ასე­ვე სა­ხის ნიღ­ბე­ბიც, რაც კარ­გია, მაგ­რამ ეს მა­ინც დრო­ე­ბი­თია, მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლი და­ტე­ნი­ა­ნე­ბაა. ამი­ტომ, ყვე­ლას ვურ­ჩევ, რა­ღაც­ნა­ი­რად ამის­თვის სახ­სრე­ბი გა­მო­ყონ, გა­ი­კე­თონ ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცია და ამით მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი შე­იქ­მნან. მე და­ვი­წყე ეს პრო­ცე­დუ­რა. კან­ქვეშ ბევ­რი ვი­ტა­მი­ნი­სა და გარ­კვე­უ­ლი მჟა­ვე­ბის შეშ­ვე­ბა ხდე­ბა. ეს კანს კვე­ბავს და ნა­ო­ჭე­ბის­გან იცავს. და 6 თვე არა­ფე­რი გჭირ­დე­ბა. და­ნარ­ჩენს სხვა პრო­ცე­დუ­რებს, რომ რა­ი­მე რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნო გა­რეგ­ნო­ბა­ში, რო­გორც ვთქვი, არ მივ­მარ­თავ, იმი­ტომ კი არა, რომ ცუ­დია, მი­მაჩ­ნია, რომ არ მჭირ­დე­ბა. თმის ფერს ად­რე­ულ წლებ­ში ხში­რად ვიც­ვლი­დი, წით­ლა­დაც მქონ­და შე­ღე­ბი­ლი, ქე­რა­დაც ვცა­დე, მქო­ნო­და, მა­ინ­ტე­რე­სებ­და. უკვე წლე­ბია, ერთი და იმა­ვე, ჩემი ბუ­ნებ­რი­ვი თმის ფერ­ზე ვი­ღე­ბავ და ისე­ვე გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, რო­გორც 16-17 წლი­სა რომ ვი­ყა­ვი და მო­დე­ლო­ბა და­ვი­წყე.

- ე.ი. იმ ძველ ფერს და იმ იერ-სა­ხეს და­უბ­რუნ­დი...

- კი. გუ­შინ გოგო შემ­ხვდა, რო­მე­ლიც 10 წელი არ მყავ­და ნა­ნა­ხი, - ისევ ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბიო. ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან ასეთ სი­ტყვებს. ეს დიდ კომ­პლი­მენ­ტია. კო­მენ­ტა­რებ­ში ამა­საც მი­წე­რენ - უბე­რე­ბე­ლი ხარ. გა­მო­გი­ტყდე­ბით და ეს კი არ მომ­წონს. 45 წლის ადა­მი­ა­ნი ბე­ბე­რი რა­ნა­ი­რად უნდა და­უ­ძა­ხო?!. ამი­ტომ, უხე­შად და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოდ ჟღერს. მეს­მის, რომ უნ­დათ კომ­პლი­მენ­ტი გა­მი­კე­თონ, მაგ­რამ უხე­შად გა­მოს­დით და ყურს ჭრის...

- რა რჩე­ვებს მის­ცემ ჩვენს მკი­თხველ ქალ­ბა­ტო­ნებს?

- შე­იყ­ვა­რონ სა­კუ­თა­რი თავი, რად­გან ასე იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ვი­ღაც იტყვის, რა დროს ეს არის, როცა მსოფ­ლი­ო­ში ასე­თი მძი­მე პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ა­აო?!. მაგ­რამ ჩვენ ხომ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და თვით­გა­დარ­ჩე­ნის უნა­რით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი. თვი­თონ უნდა შე­ვიქ­მნათ სა­კუ­თა­რი კომ­ფორ­ტი, პა­ტარ სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც თვი­თონ ვიქ­ნე­ბით თა­ვის ბა­ტონ-პატ­რო­ნე­ბი. ამი­ტომ, ქალ­ბა­ტო­ნებს ვურ­ჩევ, სა­კუ­თარ თავ­ზე და თა­ვის­თვის მეტი იმუ­შა­ონ. მო­უ­ა­რონ მას, შეც­ვა­ლონ ცო­ტა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

არ მინ­და, ჩემი სი­ტყვე­ბით ვინ­მე გა­ღი­ზი­ან­დეს, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, სწო­რად გა­ი­გონ, რა­საც ვამ­ბობ. რო­დე­საც ამ ყვე­ლა­ფერ­ში დიდი ენერ­გი­ას, ემო­ცი­ას ჩა­დებ, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გიც არ და­ა­ყოვ­ნებს. როცა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხარ, გიყ­ვარს შენი თავი, სა­კუ­თარ თავს პა­ტივს სცემ, ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რი იმ­პულ­სე­ბით გიბ­რუნ­დე­ბა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია. ეს ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბა კი არ არის, ამ თე­მა­ზე ბევ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ფსი­ქო­ლო­გი მუ­შა­ობს. თუმ­ცა ეს სა­კი­თხე­ბი სიღ­რმი­სე­უ­ლად მეც მა­ინ­ტე­რე­სებს და რა­ღაც დო­ნით მის შეს­წავ­ლა­ში ჩარ­თუ­ლიც ვარ. რაც დრო გა­დის, სულ ახალ-ახალ რა­ღა­ცებს ვსწავ­ლობ და მი­ხა­რია ეს.

- სწავ­ლა სი­ბე­რემ­დეო - რო­გორც იტყვი­ან...

- კი, სა­ერ­თოდ, ასე­თი კარ­გი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბიც რომ ამო­ვარ­ჩი­ოთ, ჩა­მოვ­წე­როთ ფურ­ცელ­ზე და ცხოვ­რე­ბის წესს და­ვუ­ახ­ლო­ოთ, კარ­გი იქ­ნე­ბა. ისე, ჩემს რო­გორ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზეც არ უნდა მოვ­ყვე და ვი­სა­უბ­რო და სხვებს აქე­დან რა­ი­მე გა­ვუ­ზი­ა­რო, ის შე­დე­გი არ ექ­ნე­ბა, სა­ნამ თვი­თონ არ გა­მოც­დი­ან. ადა­მი­ა­ნე­ბი ხომ ჩვე­ნი­ვე გა­მოც­დი­ლე­ბით ვსწავ­ლობთ. ამი­ტომ, კარ­გი გა­მო­ეც­ლე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი გვქონ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უცნობი
2

სხვებს არ უნდა დასცინოთ უბერებელო ქალბატონო

 

??
11

რას ერჩით, ბავშვობაშია უკვე გადავარდნილი...ნაოჭები თუ სინორჩე და ახალგაზრდობაა, მეტი რაღა გვეთქმის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მეუბნებიან, უბერებელი ხარო... გამოგიტყდებით და ეს არ მომწონს" - 28 წელი უწყვეტად პოდიუმზე: როგორ ინარჩუნებს კრისტი ყიფშიძე ფორმას და მიმართავს თუ არა პლასტიკურ ქირურგიას?

"მეუბნებიან, უბერებელი ხარო... გამოგიტყდებით და ეს არ მომწონს" - 28 წელი უწყვეტად პოდიუმზე: როგორ ინარჩუნებს კრისტი ყიფშიძე ფორმას და მიმართავს თუ არა პლასტიკურ ქირურგიას?

28 წელი პოდიუმზე, იმავე ემოციით, განწყობით, როგორც პირველ დღეს, საქმის ისეთივე სიყვარულით და რაც მთავარია, უცვლელ ფორმაში, ალბათ იშვიათია. კრისტი ყიფშიძისთვის, მოდელობა მოწოდებაა. ბედნიერია, რომ ამ სფეროში წლების წინ აღმოჩნდა, რაზეც დღეს ამბობს, რომ შემთხვევით მართლაც არაფერი ხდება...

როგორ ინარჩუნებს ფორმას, აქვს თუ არა ამისთვის რაიმე ფორმულა და რას ურჩევს ქალბატონებს, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- 4 ნოემბერს 28 წელი მისრულდება, რაც მოდელი ვარ. ყოველ წელს ეს დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და ვცდილობ, განსხვავებული იყოს ხოლმე... ჩემთვის თავისებურად აღვნიშნავ... 1994 წელი იყო, ურთულესი დრო, არსად არაფერი არ ხდებოდა. იყო მხოლოდ ერთადერთი განსხვავებული სივრცე - სასტუმრო „მეტეხი“ და სწორედ იქ მაკა ნაცვლიშვილის ჩვენება შედგა, სადაც ძალიან ცნობილ გოგოებთან ერთად, - ლიკა ქავჟარაძე, დინი ვირსალაძე, ნინო სალუქვაძე („მის საქართველო“) მეც გამოვედი... მაშინ მივხვდი, რომ ეს ის სფერო და საქმე იყო, რომელიც არასდროს მომბეზრდებოდა... საერთოდ, როცა რამეს აკეთებ, ნებისმიერ პროფესიაში ასეა, - უნდა გიყვარდეს, გულით აკეთო და შენი მოწოდება უნდა იყოს. ასე ადამიანს ყოველთვის კარგი შედეგები აქვს. საერთოდ, თვითკრიტიკული ვარ, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ბოლო დროს სხვანაირად დავიწყე ჩემი თავის შეფასება და დაფასება. რადგან 28 წელი ამ საქმეში ვარ, ე.ი. ეს ჩემი მოწოდებაა და საქმის ძალიან დიდი სიყვარული.

- მოდელები, რომლებიც შენთან ერთად წლების განმავლობაში პოდიუმზე იდგნენ, ამ საქმეს კარგა ხანია ჩამოშორდნენ. რის ხარჯზე ახერხებ ფორმის შენარჩუნებას და ისევ მოდელობას. ამის რაიმე ფორმულა გაქვს?

- არანაირი ფორმულა თუ საიდუმლო არ მაქვს. ალბათ მაინც გენეტიკაა. ჩემი დაკვირვებით, გენეტიკას მნიშვნელობა აქვს, თუნდაც როგორ მოგყვება კანის სტრუქტურა. ის, რაც გენეტიკურად გადმომეცა, ჩემი საჩუქარია, მაგრამ რაც არ უნდა კარგი გენეტიკა იყოს, ამ ყველაფერს მოვლა სჭირდება. რომ გითხრათ, ბევრი შრომა მიწევს-მეთქი, არა. მარტივად არის ყველაფერი. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. ყველაფერს არ მივირთმევ, ზოგ პროდუქტზე ორგანიზმს აუტანლობაც აქვს, ძირითადად ჯანსაღად ვიკვებები. მერე ძილს ვანიჭებ დიდი მნიშვნელობას. ასე თუ ისე, თუ სადმე რაიმე საღამოზე არ ვარ, ვცდილობ, სახლშიც რაც გასაკეთებელი მაქვს, დროულად დავასრულო და 11 საათზე წამოვწვე და სხეული დავასვენო. მაგ დროისთვის თუ დაძინებას შევძლებ, მთლად უკეთესი. ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განწყობა. ოღონდ, არა ხელოვნურად შექმნილი, ეს ბუნებრივი უნდა იყოს.

ბოლო დროს ხშირად გვესმის ფსიქოლოგების საუბრები იმაზე, რომ შევიყვაროთ საკუთარი თავი. ბევრი ამას ვერ იგებს რას ნიშნავს, ზოგს რაღაც ეგოისტური მომენტები ჰგონია. არა, უნდა გრძნობდე, რომ შენი თავი გიყვარს, დიდ პატივს სცემ. ამას რომ შეიგრძნობ, მერე ყველაფერი სხვანაირად მიდის... სარკეში რომ იყურები, ვიღაცისთვის კი არ უნდა ჩაიხედო, შენთვის, ჯერ შენთვის და მერე სხივისთვის. მერე გარემოც სხვანაირად შემოგხედავს. ასეთ დროს სხვა ენერგიები კურსირებს და სხვანაირად ცდი შენს თავდაჯერებულობას, იმას, რომ შენს თავთან კარგად ხარ. ამ ყველაფერს კიდევ დავამატებდი ფეხით სიარულს, თუმცა სპორტდარბაზების მოყვარული არ ვარ. რაღაც ვარჯიშებს სახლში ვაკეთებ. ასევე აუცილებელი არ არის, სადმე კლუბში ან დარბაზში იცეკვო, ცეკვა სახლშიც შეგვიძლია. ეს გვიცვლის განწყობას და ძალიან სასიამოვნო პროცესია. მე კარგ ხასიათზე მაყენებს, ტონუსშიც მოვდივარ, სისხლიც აქტიურად მოძრაობს და კუნთებიც.

- კი ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის მართლაც კარგია...

- ფეხით სიარული დიდ მანძილებზეც შემიძლია, უბრალოდ ამისთვის დროა საჭირო. თუ სადმე ფანჯარა გამომიჩნდა, მას აუცილებლად ფეხით ვავსებ. მირჩევნია, დანიშნულების ადგილზე ფეხით წავიდე, ვიდრე ვთქვათ, მანქანა გავაჩერო.

- ბევრი ქალბატონი გასაახალგაზრდავებლად პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს. გეტყობა, რომ ამისთვის ჯერ არ მიგიმართავს. ისე რა მოსაზრება გაქვს ამ ყველაფერზე?

- პლასტიკურ ქირურგიას არ მივმართავ, მაგრამ ამის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მაქვს - ვფიქრობ, არც დამჭირდება ეს. ბევრი წყალი, სწორი კვება, გენეტიკა თავის კვალს ტოვებს. ასევე სახის ნიღბებიც, რაც კარგია, მაგრამ ეს მაინც დროებითია, მხოლოდ ზედაპირული დატენიანებაა. ამიტომ, ყველას ვურჩევ, რაღაცნაირად ამისთვის სახსრები გამოყონ, გაიკეთონ ბიორევიტალიზაცია და ამით მინიმალური კომფორტი შეიქმნან. მე დავიწყე ეს პროცედურა. კანქვეშ ბევრი ვიტამინისა და გარკვეული მჟავების შეშვება ხდება. ეს კანს კვებავს და ნაოჭებისგან იცავს. და 6 თვე არაფერი გჭირდება. დანარჩენს სხვა პროცედურებს, რომ რაიმე რადიკალური ცვლილებები შევიტანო გარეგნობაში, როგორც ვთქვი, არ მივმართავ, იმიტომ კი არა, რომ ცუდია, მიმაჩნია, რომ არ მჭირდება. თმის ფერს ადრეულ წლებში ხშირად ვიცვლიდი, წითლადაც მქონდა შეღებილი, ქერადაც ვცადე, მქონოდა, მაინტერესებდა. უკვე წლებია, ერთი და იმავე, ჩემი ბუნებრივი თმის ფერზე ვიღებავ და ისევე გამოვიყურები, როგორც 16-17 წლისა რომ ვიყავი და მოდელობა დავიწყე.

- ე.ი. იმ ძველ ფერს და იმ იერ-სახეს დაუბრუნდი...

- კი. გუშინ გოგო შემხვდა, რომელიც 10 წელი არ მყავდა ნანახი, - ისევ ისე გამოიყურებიო. ხშირად მეუბნებიან ასეთ სიტყვებს. ეს დიდ კომპლიმენტია. კომენტარებში ამასაც მიწერენ - უბერებელი ხარ. გამოგიტყდებით და ეს კი არ მომწონს. 45 წლის ადამიანი ბებერი რანაირად უნდა დაუძახო?!. ამიტომ, უხეშად და არასასიამოვნოდ ჟღერს. მესმის, რომ უნდათ კომპლიმენტი გამიკეთონ, მაგრამ უხეშად გამოსდით და ყურს ჭრის...

- რა რჩევებს მისცემ ჩვენს მკითხველ ქალბატონებს?

- შეიყვარონ საკუთარი თავი, რადგან ასე იწყება ყველაფერი. ვიღაც იტყვის, რა დროს ეს არის, როცა მსოფლიოში ასეთი მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციააო?!. მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და თვითგადარჩენის უნარით დაბადებულები. თვითონ უნდა შევიქმნათ საკუთარი კომფორტი, პატარ სამყარო, რომელშიც თვითონ ვიქნებით თავის ბატონ-პატრონები. ამიტომ, ქალბატონებს ვურჩევ, საკუთარ თავზე და თავისთვის მეტი იმუშაონ. მოუარონ მას, შეცვალონ ცოტათი დამოკიდებულება.

არ მინდა, ჩემი სიტყვებით ვინმე გაღიზიანდეს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, სწორად გაიგონ, რასაც ვამბობ. როდესაც ამ ყველაფერში დიდი ენერგიას, ემოციას ჩადებ, სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს. როცა თავდაჯერებული ხარ, გიყვარს შენი თავი, საკუთარ თავს პატივს სცემ, ყველაფერი სხვანაირი იმპულსებით გიბრუნდება. ძალიან საინტერესო პროცესია. ეს ჩემი დაკვირვება კი არ არის, ამ თემაზე ბევრი სპეციალისტი, ფსიქოლოგი მუშაობს. თუმცა ეს საკითხები სიღრმისეულად მეც მაინტერესებს და რაღაც დონით მის შესწავლაში ჩართულიც ვარ. რაც დრო გადის, სულ ახალ-ახალ რაღაცებს ვსწავლობ და მიხარია ეს.

- სწავლა სიბერემდეო - როგორც იტყვიან...

- კი, საერთოდ, ასეთი კარგი გამონათქვამებიც რომ ამოვარჩიოთ, ჩამოვწეროთ ფურცელზე და ცხოვრების წესს დავუახლოოთ, კარგი იქნება. ისე, ჩემს როგორ გამოცდილებაზეც არ უნდა მოვყვე და ვისაუბრო და სხვებს აქედან რაიმე გავუზიარო, ის შედეგი არ ექნება, სანამ თვითონ არ გამოცდიან. ადამიანები ხომ ჩვენივე გამოცდილებით ვსწავლობთ. ამიტომ, კარგი გამოეცლება რაც შეიძლება ბევრი გვქონდეს.