მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს - როგორი იქნება განაჩენი?
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს - როგორი იქნება განაჩენი?

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის ნიკა გვა­რა­მი­ას, კა­ხა­ბერ და­მე­ნი­ა­სა და ზუ­რაბ იაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბოლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მხა­რე­ე­ბი რეპ­ლი­კე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ, რის შემ­დე­გაც, ნიკა გვა­რა­მია სა­ბო­ლოო სი­ტყვით ისარ­გებ­ლებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გია გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­სა­ტა­ნად სა­თათ­ბი­როდ გავა.

რო­გორც პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად გუ­ბე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბის მხა­რეს მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ სა­სა­მარ­თლო სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს და სა­მი­ვე პირს დამ­ნა­შა­ვედ ცნობს წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში.

"წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ვი­თხოვთ, რომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი იქ­ნენ გაფ­ლან­გვა­ში და შე­სა­ბა­მი­სად, შე­იც­ვა­ლოს სას­ჯე­ლის სა­ხეც.

გაფ­ლან­გვის შემ­დგომ ნიკა გვა­რა­მი­ამ მი­ი­ღო 2 უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, შემ­დეგ გა­ყი­და და გა­ნა­თავ­სა სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე, ამ ნა­წილ­ში სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა ჩვე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო შეც­ვლის პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და გუ­ბე­ლა­ძემ.

ად­ვო­კატ დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით კი, ბრალ­დე­ბა აბ­სურ­დუ­ლია.

"ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია თუ რა აბ­სურ­დუ­ლი ბრა­ლით ზის სა­პა­ტიმ­რო­ში ნიკა გვა­რა­მია, ის ცი­ხე­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია კერ­ძო კომ­პა­ნი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლით სარ­გებ­ლო­ბის გამო. წარ­მოდ­გე­ნი­ლი აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა არა­ნა­ი­რად არ ჯდე­ბო­და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნა",- გა­ნა­ცხა­და სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა.

სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ნიკა გვა­რა­მი­ას მე­გობ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი აქვს რო­გორც ბრალ­დე­ბის, ასე­ვე დაც­ვის მხა­რეს. ად­ვო­კა­ტე­ბი გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს ითხო­ვენ, პრო­კუ­რა­ტუ­რა კი, ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში რო­გორც ნიკა გვა­რა­მი­ას, ასე­ვე, ზუ­რაბ იაშ­ვი­ლის დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბას ითხოვს.

პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ ნიკა გვა­რა­მია და კა­ხა­ბერ და­მე­ნია დამ­ნა­შა­ვედ ცნო, ზუ­რაბ იაშ­ვი­ლი კი გა­ა­მარ­თლა.

ნიკა გვა­რა­მია სა­სა­მარ­თლომ ნა­წი­ლობ­რივ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი მუხ­ლე­ბის ნა­წი­ლი 220-ე მუხ­ლით გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და მას სას­ჯე­ლის სა­ხით 3 წელი და 6 თვე გა­ნე­სა­ზღვრა. ნიკა გვა­რა­მია ცნო­ბი­ლი იქნა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ორ ეპი­ზოდ­ში, რო­მე­ლიც "პორ­შე­სა" და 6 მი­ლი­ონ 700 000 ლა­რის გაფ­ლან­გვის ეპი­ზოდს ეხე­ბო­და.

კახა და­მე­ნი­ას, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლი, რაც წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით "რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის გაფ­ლან­გვას გუ­ლის­ხმობს, 220-ე მუხ­ლი, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და მას ჯა­რი­მა 50 000 ლარი და­ე­კის­რა.

ზუ­რაბ იაშ­ვი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 221-ე და 362-ე მუხ­ლე­ბით უდა­ნა­შა­უ­ლოდ იქნა ცნო­ბი­ლი, რაც კო­მერ­ცი­ულ მოს­ყიდ­ვა­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2020 წლის 6 სექ­ტემ­ბერს, "რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მე­ზე ბრა­ლი ნიკა გვა­რა­მი­ას, ასე­ვე "რუს­თა­ვი 2“-ის ყო­ფილ ფი­ნან­სურ დი­რექ­ტორს კახა და­მე­ნი­ა­სა და "ინ­ტერ მე­დია პლი­უ­სის“ დი­რექ­ტორს ზუ­რაბ იაშ­ვილს წა­უ­ყე­ნა. ნიკა გვა­რა­მი­ას ბრა­ლად ედე­ბო­და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით "რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის გაფ­ლან­გვა, კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია. ნიკა გვა­რა­მი­ას ასე­ვე ბრა­ლი ედე­ბო­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. გვა­რა­მი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ამას­თან, მას ქვეყ­ნი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა ჰქონ­და შე­ზღუ­დუ­ლი.

კახა და­მე­ნი­ას გა­მო­ძი­ე­ბა სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის დიდი ოდე­ნო­ბით მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გაფ­ლან­გვა­ში ედე­ბო­და, რაც ჩა­დე­ნი­ლი იქნა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. და­მე­ნი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. მას ასე­ვე, აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე.

რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ იაშ­ვილს, მას ბრა­ლი ედე­ბო­და კო­მერ­ცი­ულ მოს­ყიდ­ვა­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ში. იაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხალინორი
10

სასამართლო - ძაან ხმამაღლა ნათქვამია. როგორც ბატონი ბიძინა ისურვებს, ისე იქნება. ინშალა

4

როგორ დამთავრდება რა...ფსონებს იღებთ?))იქს დვა ჩემი))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს - როგორი იქნება განაჩენი?

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს - როგორი იქნება განაჩენი?

თბილისის სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, ნიკა გვარამია საბოლოო სიტყვით ისარგებლებს.

აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

როგორც პროცესის დაწყებამდე პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და სამივე პირს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში.

"წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვითხოვთ, რომ დამნაშავედ ცნობილი იქნენ გაფლანგვაში და შესაბამისად, შეიცვალოს სასჯელის სახეც.

გაფლანგვის შემდგომ ნიკა გვარამიამ მიიღო 2 უძრავი ქონება, შემდეგ გაყიდა და განათავსა საბანკო ანგარიშებზე, ამ ნაწილში სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი მტკიცებულებები და გვაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო შეცვლის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას", - განაცხადა გუბელაძემ.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით კი, ბრალდება აბსურდულია.

"ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია თუ რა აბსურდული ბრალით ზის საპატიმროში ნიკა გვარამია, ის ციხეში მოთავსებულია კერძო კომპანიის ავტომობილით სარგებლობის გამო. წარმოდგენილი აბსურდული ბრალდების საფუძველზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანა არანაირად არ ჯდებოდა მართლმსაჯულების ინტერესებში, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა",- განაცხადა საძაგლიშვილმა.

სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმყოფებიან პოლიტიკოსები, ნიკა გვარამიას მეგობრები და მხარდამჭერები.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ, პროკურატურა კი, ყველა ეპიზოდში როგორც ნიკა გვარამიას, ასევე, ზურაბ იაშვილის დამნაშავედ ცნობას ითხოვს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა.

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

კახა დამენიას, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას გულისხმობს, 220-ე მუხლი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა.

ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, "რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მას ასევე, აკრძალული ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.