სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამადა" - რას პასუხობს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი შემსრულებელი ნოდარ ლადარიას კრიტიკას და რა აკავშირებს სოსო პავლიაშვილთან?
"თამადა" - რას პასუხობს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი შემსრულებელი ნოდარ ლადარიას კრიტიკას და რა აკავშირებს სოსო პავლიაშვილთან?

უკვე მე­ო­რე წე­ლია, რაც ქარ­თულ მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­რო­ში ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "თა­მა­და“ გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ელექტრო­ნულ მუ­სი­კი­სა და თბი­ლი­სუ­რი ბა­ი­ა­თე­ბის ერ­თგვა­რი ნა­ზა­ვია. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ლაშა ჩხა­პე­ლია, იგი­ვე "თა­მა­დაა". ლა­შას მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში როკ-ენ-როლ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ხოლო 2015 წელს ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის შექ­მნა და­ი­წყო. ცხოვ­რობ­და რი­გა­ში, შემ­დეგ კი - ბერ­ლინ­ში, Tamada-ს შექ­მნის იდე­აც სწო­რედ იქ და­ი­ბა­და.

"ბავ­შვო­ბა­ში, რა­ღაც პე­რი­ოდ­ში, სულ ორი აუ­დიო - კა­სე­ტა მქონ­და. ერთი იყო სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი და მე­ო­რე ლე­ი­ლა. ლე­ი­ლას მოს­მე­ნა ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებ­და. მა­შინ ალ­ბათ 8-9 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვე­ქე­ცი, იყო რო­კის პე­რი­ო­დი, შემ­დეგ ლატ­ვია, გერ­მა­ნია და კლუ­ბუ­რი მუ­სი­კა. ისევ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, ხში­რად ქარ­თვე­ლებს გვგო­ნია, რომ ქარ­თუ­ლი აპ­რი­ო­რი ცუ­დია. თით­ქოს პრე­ტენ­ზია გვაქვს გლო­ბა­ლუ­რი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი ვი­ყოთ და იმა­ვე დროს ქარ­თვე­ლე­ბი, ქარ­თუ­ლი ცალ­კეა და ჩვენ - ცალ­კე.“ - ამ­ბობ­და ლაშა allart.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"თა­მა­დას“ კონ­ცერ­ტე­ბი ყო­ველ­თვის ანშლა­გით მი­დის, ჰყავთ ყვე­ლა თა­ო­ბის მსმე­ნე­ლი, მათ შო­რის ბევ­რი უცხო­ე­ლიც არის. ორი დღის წინ ფი­ლო­სო­ფოსმა ნო­დარ ლა­და­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჯგუ­ფის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტი და­წე­რა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ნო­დარ ლა­და­რია:

"ახ­ლა­ხან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა გა­ვა­კე­თე... "ფრენ­დის“ პოს­ტი­დან გა­ვი­გე, რომ არ­სე­ბობს ასე­თი მომ­ღე­რა­ლი - "თა­მა­და". დავ­ძებ­ნე "იუ­თუბ­ში". აღ­სრულ­და!

სა­ბო­ლო­ოდ შე­უ­რიგ­და ერ­თმა­ნეთს და მკვიდ­რად შე­დუ­ღაბ­და ორი თით­ქოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რამ: შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა უბად­რუ­კო­ბა და პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბის სი­დი­ა­დე. ჯამ­ში მი­ვი­ღეთ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი, მწვერ­ვა­ლი. ეს არის ჩვე­ნი ზღვა­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის აპო­თე­ო­ზი!

რა გო­ე­თეს თარ­გმა­ნი და რა აღ­მო­სავ­ლუ­რი რე­ნე­სან­სი? - ახლა უკვე შეგ­ვიძ­ლია დავ­მშვიდ­დეთ და თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ მო­მა­ვალს: პო­ლი­ტი­კა, ეკო­ნო­მი­კა და კულ­ტუ­რა სწო­რედ "თა­მა­დის" დო­ნე­ზე იპო­ვის თა­ვის მაქ­სი­მუმს. შეგ­ვიძ­ლია არ­ხე­ი­ნად მი­ვა­ტო­ვოთ ამაო ტან­ჯვა".

ნინ­ჩო და ცი­უ­რა ერ­თად სძო­ვენ მის ბან­ჯგვლი­ან ღიპ­ზე.

ერთ-ერთი, ვინც ლა­და­რი­ას პოს­ტი კრი­ტი­კუ­ლად შე­ა­ფა­სა პუბ­ლი­ცის­ტი და ჟურ­ნა­ლის­ტი გია ხა­დუ­რია. მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახალ "სა­ტო­პ­კეს“ აუ­წევს თუ გა­ი­გე­ბენ, რომ სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი მისი ბი­ძაა.

გია ხა­დუ­რი:

"თა­მა­დას" შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი რე­ცენ­ზია სტა­ტუ­სე­ბი წა­ვი­კი­თხე, და მოვ­კვდი სი­ცი­ლით, თვი­თო­ნაც ბევ­რს იცი­ნის. არ შევ­მცდარ­ვარ მოკ­ლედ მაგ კაც­ში. ახლა "სა­ტო­პ­კეც“ უნდა აგი­წი­ოთ მა­გი­ნებ­ლებს, იცით რომ სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი მისი ბი­ძაა? ახლა უკვე ლე­გი­ტი­მუ­რა­დაც შე­უ­ტევთ, და სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის უზე­ნა­სე­ო­ბა­შიც უფრო დარ­წმუნ­დე­ბით".

ambebi.ge ლაშა ჩხა­პე­ლი­ას და­უ­კავ­შირ­და და პრო­ექ­ტის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე ორ­დღი­ან დის­კუ­სი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი სთხო­ვა. რო­გორც გვი­თხა, მომ­ხდა­რის გამო ნა­წყე­ნიც კია, რომ და­აგ­ვი­ა­ნეს და აქამ­დე არა­ვინ გა­აკ­რი­ტი­კა...

ლაშა ჩხა­პე­ლია ("თა­მა­და"):

- მიკ­ვირს და ნა­წყე­ნი ვარ, აქამ­დე რომ მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, და­აგ­ვი­ა­ნეს... მომ­წონს ყუ­რა­დღე­ბა...

- გწყინთ ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი?

- არა, წყე­ნის მო­მენ­ტე­ბი გა­მიქ­რა... ალ­ბათ ერთი წლის წინ რომ მომ­ხად­რი­ყო, ცოტა მე­წყი­ნე­ბო­და. პი­რი­ქით, მად­ლო­ბე­ლი ვარ, პი­რა­დად მივ­წე­რე ნო­დარ ლა­და­რი­ას მად­ლო­ბა. "ილი­ა­უ­ნი­ში“ ვსწავ­ლობ­დი და ადრე მის ლექ­ცი­ებ­საც ვეს­წრე­ბო­დი ხოლ­მე.

სა­ერ­თო ჯამ­ში სა­წყე­ნი არა­ფე­რი იყო, სწო­რი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა. იქ შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო აპე­ლი­რე­ბა ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ზე, სა­ერ­თო ჯამ­ში ვე­თან­ხმე­ბი კი­დეც ბევრ რა­მე­ში.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რეს, რომ სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი თქვე­ნი ბი­ძაა, მარ­თა­ლია თუ ესეც ერ­თგვა­რი ხუმ­რო­ბაა?

- კი, ბი­ძა­ჩე­მია (ლაშა ჩხა­პე­ლია სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის დის­შვი­ლია - რედ.), მაგ­რამ მა­გას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ბი­ძაა, მამა ხომ არ არის.

- თუნ­დაც მამა იყოს, რა პრობ­ლე­მაა?

- არა, მაგ­რამ კი­თხვას მის­ვამთ...

- თქვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი, რო­გორც ჩანს, გე­ნე­ტი­კუ­რია...

- უფრო ღმერ­თის­გან მო­დის...

- უს­მენს სოსო თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბას?

- არ ვიცი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
1

არ ვიცნობ თამადას, მაგრამ ეს ლადარია დიდი ურჯულო ვინმეა.

ლაშა
5

სოსოც მაგნაირი დარტყმულია.გენეტიკაში აქვთ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"თამადა" - რას პასუხობს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი შემსრულებელი ნოდარ ლადარიას კრიტიკას და რა აკავშირებს სოსო პავლიაშვილთან?

"თამადა" - რას პასუხობს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი შემსრულებელი ნოდარ ლადარიას კრიტიკას და რა აკავშირებს სოსო პავლიაშვილთან?

უკვე მეორე წელია, რაც ქართულ მუსიკალური სამყაროში ახალი მუსიკალური პროექტი "თამადა“ გამოჩნდა, რომელიც ელექტრონულ მუსიკისა და თბილისური ბაიათების ერთგვარი ნაზავია. პროექტის ავტორი და შემსრულებელი ლაშა ჩხაპელია, იგივე "თამადაა". ლაშას მუსიკალური კარიერა წლების განმავლობაში როკ-ენ-როლთან იყო დაკავშირებული, ხოლო 2015 წელს ელექტრონული მუსიკის შექმნა დაიწყო. ცხოვრობდა რიგაში, შემდეგ კი - ბერლინში, Tamada-ს შექმნის იდეაც სწორედ იქ დაიბადა.

"ბავშვობაში, რაღაც პერიოდში, სულ ორი აუდიო - კასეტა მქონდა. ერთი იყო სოსო პავლიაშვილი და მეორე ლეილა. ლეილას მოსმენა ძალიან მსიამოვნებდა. მაშინ ალბათ 8-9 წლის ვიქნებოდი. შემდეგ ამ ყველაფერს გავექეცი, იყო როკის პერიოდი, შემდეგ ლატვია, გერმანია და კლუბური მუსიკა. ისევ მინდა გავიმეორო, ხშირად ქართველებს გვგონია, რომ ქართული აპრიორი ცუდია. თითქოს პრეტენზია გვაქვს გლობალური სამყაროს ნაწილი ვიყოთ და იმავე დროს ქართველები, ქართული ცალკეა და ჩვენ - ცალკე.“ - ამბობდა ლაშა allart.ge-სთან ინტერვიუში.

"თამადას“ კონცერტები ყოველთვის ანშლაგით მიდის, ჰყავთ ყველა თაობის მსმენელი, მათ შორის ბევრი უცხოელიც არის. ორი დღის წინ ფილოსოფოსმა ნოდარ ლადარიამ სოციალურ ქსელში ჯგუფის შემოქმედებაზე კრიტიკული პოსტი დაწერა, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

ნოდარ ლადარია:

"ახლახან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გავაკეთე... "ფრენდის“ პოსტიდან გავიგე, რომ არსებობს ასეთი მომღერალი - "თამადა". დავძებნე "იუთუბში". აღსრულდა!

საბოლოოდ შეურიგდა ერთმანეთს და მკვიდრად შედუღაბდა ორი თითქოს საწინააღმდეგო რამ: შესაძლებლობათა უბადრუკობა და პრეტენზიულობის სიდიადე. ჯამში მივიღეთ ქართული კულტურის ორგანული პროდუქტი, მწვერვალი. ეს არის ჩვენი ზღვარი და კულტურული ერთიანობის აპოთეოზი!

რა გოეთეს თარგმანი და რა აღმოსავლური რენესანსი? - ახლა უკვე შეგვიძლია დავმშვიდდეთ და თვალი გავუსწოროთ მომავალს: პოლიტიკა, ეკონომიკა და კულტურა სწორედ "თამადის" დონეზე იპოვის თავის მაქსიმუმს. შეგვიძლია არხეინად მივატოვოთ ამაო ტანჯვა".

ნინჩო და ციურა ერთად სძოვენ მის ბანჯგვლიან ღიპზე.

ერთ-ერთი, ვინც ლადარიას პოსტი კრიტიკულად შეაფასა პუბლიცისტი და ჟურნალისტი გია ხადურია. მისი თქმით, საზოგადოებას ახალ "სატოპკეს“ აუწევს თუ გაიგებენ, რომ სოსო პავლიაშვილი მისი ბიძაა.

გია ხადური:

"თამადას" შემოქმედებაზე გამანადგურებელი რეცენზია სტატუსები წავიკითხე, და მოვკვდი სიცილით, თვითონაც ბევრს იცინის. არ შევმცდარვარ მოკლედ მაგ კაცში. ახლა "სატოპკეც“ უნდა აგიწიოთ მაგინებლებს, იცით რომ სოსო პავლიაშვილი მისი ბიძაა? ახლა უკვე ლეგიტიმურადაც შეუტევთ, და საკუთარი მოსაზრების უზენასეობაშიც უფრო დარწმუნდებით".

ambebi.ge ლაშა ჩხაპელიას დაუკავშირდა და პროექტის გარშემო მიმდინარე ორდღიან დისკუსიაზე კომენტარი სთხოვა. როგორც გვითხა, მომხდარის გამო ნაწყენიც კია, რომ დააგვიანეს და აქამდე არავინ გააკრიტიკა...

ლაშა ჩხაპელია ("თამადა"):

- მიკვირს და ნაწყენი ვარ, აქამდე რომ მსგავსი არაფერი მომხდარა, დააგვიანეს... მომწონს ყურადღება...

- გწყინთ ასეთი შეფასებები?

- არა, წყენის მომენტები გამიქრა... ალბათ ერთი წლის წინ რომ მომხადრიყო, ცოტა მეწყინებოდა. პირიქით, მადლობელი ვარ, პირადად მივწერე ნოდარ ლადარიას მადლობა. "ილიაუნიში“ ვსწავლობდი და ადრე მის ლექციებსაც ვესწრებოდი ხოლმე.

საერთო ჯამში საწყენი არაფერი იყო, სწორი პოზიცია დააფიქსირა. იქ შეიძლება ჩემთვის მიუღებელი იყო აპელირება ჩემს გარეგნობაზე, საერთო ჯამში ვეთანხმები კიდეც ბევრ რამეში.

- სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ სოსო პავლიაშვილი თქვენი ბიძაა, მართალია თუ ესეც ერთგვარი ხუმრობაა?

- კი, ბიძაჩემია (ლაშა ჩხაპელია სოსო პავლიაშვილის დისშვილია - რედ.), მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ბიძაა, მამა ხომ არ არის.

- თუნდაც მამა იყოს, რა პრობლემაა?

- არა, მაგრამ კითხვას მისვამთ...

- თქვენი მუსიკალური ნიჭი, როგორც ჩანს, გენეტიკურია...

- უფრო ღმერთისგან მოდის...

- უსმენს სოსო თქვენს შემოქმედებას?

- არ ვიცი.