მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მხრიდან, ჩემი შვილები არასდროს იქნებიან სხვებზე უპირატესი ან გამორჩეული!" - რას ამბობს გიორგი ასანიძე ევროპის ჩემპიონ შვილებზე, მეუღლესა და ხვიჩა კვარაცხელიაზე?
"ჩემი მხრიდან, ჩემი შვილები არასდროს იქნებიან სხვებზე უპირატესი ან გამორჩეული!" - რას ამბობს გიორგი ასანიძე ევროპის ჩემპიონ შვილებზე, მეუღლესა და ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"ძა­ლი­ან რთუ­ლია, მა­მამ შვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბის და­მალ­ვა მო­ა­ხერ­ხოს, მაგ­რამ..." - გი­ორ­გი ასა­ნი­ძე შვი­ლებ­ზე, მო­ახ­ლო­ე­ბულ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­სა და ლაშა ტა­ლა­ხა­ძე­ზე

ალ­ბა­ნე­თის ქა­ლაქ დუ­რეს­ში მიმ­დი­ნა­რე 20 და 23-წლამ­დელ ძა­ლო­სან­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტრა­დი­ცი­უ­ლად უხვმედ­ლი­ა­ნია ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის. ტურ­ნი­რი 25 ოქ­ტომ­ბერს სრულ­დე­ბა და თუ აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბულ შე­დე­გებ­სა და ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის კონ­დი­ცი­ებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მი­ნი­მუმ ორი ათე­უ­ლი მე­და­ლი ალ­ბა­ნე­თი­და­ნაც უნდა წა­მო­ვი­ღოთ. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო მო­ნა­გა­რი რამ­დე­ნი­მე დღე­ში გვე­ცო­დი­ნე­ბა. იქამ­დე კი, უკვე ვნა­ხეთ უნი­კა­ლუ­რი შე­დე­გი - ასა­ნი­ძე­ე­ბის ტრი­უმ­ფი! კახი და საბა სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­სან­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის - გი­ორ­გი ასა­ნი­ძის შვი­ლე­ბი არი­ან და დუ­რე­სი­დან ორი­ვე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლით მო­დის: 19 ოქ­ტომ­ბერს, 23-წლამ­დელ­თა შო­რის, ჩემ­პი­ო­ნი კახი ასა­ნი­ძე გახ­და (ორ­ჭი­დის ჯამ­ში 322 კგ), მე­ო­რე დღეს კი, 20-წლამ­დელ­თა ტურ­ნირ­ზე, ოქ­როს მე­და­ლი მის­მა უმ­ცროს­მა ძმამ - საბა ასა­ნი­ძე­მაც "ას­წია“ (ორ­ჭი­დის ჯამ­ში 328 კგ). "სამი ოქრო მყავს სახ­ლში“ - ჩემ­პი­ო­ნი ქმარ-შვილ(ებ)ის ფო­ტოს მი­ა­წე­რა გი­ორ­გი ასა­ნი­ძის მე­უღ­ლემ. ასეც არის, თუმ­ცა, თეა კო­ტუ­ას სტა­ტუს­ში მცი­რე შეს­წო­რე­ბას შე­ვი­ტანთ: ასა­ნი­ძე­ე­ბის სა­ხით, "ოქ­რო­ე­ბი“ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს გვყავს! "კვი­რის პა­ლიტ­რა“ გი­ორ­გი ასა­ნი­ძეს ალ­ბა­ნეთ­ში და­უ­კავ­შირ­და და შვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ზე, კარს მომ­დგარ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და რა თქმა უნდა - ლაშა ტა­ლა­ხა­ძის ფი­ზი­კურ კონ­დი­ცი­ა­ზე ელა­პა­რა­კა. გთა­ვა­ზობთ ფრა­გე­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- გი­ორ­გი, გი­ლო­ცავთ შვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბას, გი­ლო­ცავთ მედ­ლებს, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ­მა ძა­ლოს­ნებ­მა მო­ი­პო­ვეს და რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­მა­ტებს!

- მად­ლო­ბა თქვენ და ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს, ვი­საც ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბა უხა­რია. უამ­რა­ვი მი­ლოც­ვა მი­ვი­ღეთ, ვხე­დავთ, რო­გორ უყ­ვართ ძა­ლოს­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რათა გა­ვა­ხა­როთ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად აღვმარ­თოთ. ევ­რო­პის მიმ­დი­ნა­რე პირ­ვე­ლო­ბა­ზე 22 ქარ­თვე­ლი ძა­ლო­სა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 22 ოქ­ტომ­ბერს - ავ­ტო­რი), მო­პო­ვე­ბუ­ლი გვაქვს ათზე მეტი მე­და­ლი, თუმ­ცა, ტურ­ნი­რი 25 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით გრძელ­დე­ბა და მე­და­ლოს­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­იზ­რდე­ბა. ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ კი­დევ გვე­ყო­ლე­ბი­ან ჩემ­პი­ო­ნე­ბიც და პირ­ვე­ლო­ბის­თვის გუნ­დურ ჩათ­ვლა­შიც ვიბ­რძო­ლებთ.

...

- ორ გან­სა­კუთ­რე­ბულ ოქ­რო­ზე უნდა გკი­თხოთ - კახი და საბა ასა­ნი­ძე­ე­ბის ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ზე. მედ­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც რო­გორც მწვრთნე­ლი და რო­გორც მამა - სხვა­დას­ხვა ემო­ცი­ით შეხ­ვდე­ბო­დით!

- ძა­ლი­ან რთუ­ლია, მა­მამ შვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბის და­მალ­ვა მო­ა­ხერ­ხოს... მაგ­რამ მწვრთნე­ლად მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და სტა­ტუ­სი მა­ვალ­დე­ბუ­ლებს, ცივი გო­ნე­ბით ვმარ­თავ­დე ემო­ცი­ას, ჩემი გრძნო­ბე­ბი არ ვაგ­რძნო­ბი­ნო გუნდს, სპორ­ტსმე­ნებს, რად­გან მწვრთნე­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფუნ­ქცია, სწო­რედ შე­გირ­დე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რაა. სა­ერ­თო ჯამ­ში, მად­ლო­ბა კა­ხის და სა­ბას - კარ­გად გა­არ­თვეს თავი და­კის­რე­ბულ ამო­ცა­ნას და დიდი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში გა­ი­მარ­ჯვეს. მად­ლო­ბა ჩვე­ნი გუნ­დის ყვე­ლა წევ­რს, ვინც მედ­ლე­ბით გაგ­ვა­ხა­რა და ტურ­ნი­რის ბო­ლომ­დე, კი­დევ გაგ­ვა­ხა­რებს.

- ალ­ბათ, კა­ხის და სა­ბას სხვებ­ზე მკაც­რად ექ­ცე­ვით ვარ­ჯი­შე­ბი­სა თუ ტურ­ნი­რე­ბის დროს...

- სიმ­კაც­რის რა გი­თხრათ... თუმ­ცა, დის­ციპ­ლი­ნას ყვე­ლა სპორ­ტსმენს თა­ნაბ­რად ვთხოვ - ეს ჩემი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი ფორ­მუ­ლა სწო­რედ დის­ციპ­ლი­ნა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ამას არ ვუ­ღა­ლა­ტებთ, რად­გან რაც უნდა ნი­ჭი­ე­რი და შრო­მის­მოყ­ვა­რე იყოს სპორ­ტსმე­ნი, დის­ციპ­ლი­ნის გა­რე­შე, წარ­მა­ტე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სპორ­ტსმე­ნო­ბის დრო­საც ასე ვფიქ­რობ­დი და ახ­ლაც, მწვრთნე­ლის რან­გშიც, მი­მაჩ­ნია, რომ დის­ციპ­ლი­ნის გა­რე­შე, შე­დეგს ვერ მი­ვაღ­წევთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი სპორ­ტსმე­ნის­გან დიდ თავ­და­დე­ბას, ბევრ რა­ღა­ცა­ზე უა­რის თქმას მო­ი­თხოვს. ვინც ამ ყვე­ლა­ფერს უძ­ლებს, წარ­მა­ტე­ბა­საც აღ­წევს! სწო­რედ ასე­თი გუნ­დის მშე­ნებ­ლო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ, სა­ნამ ნაკ­რე­ბის სა­თა­ვე­ში ვიქ­ნე­ბი. ჩემი მხრი­დან, ჩემი შვი­ლე­ბი არას­დროს იქ­ნე­ბი­ან სხვებ­ზე უპი­რა­ტე­სი ან გა­მორ­ჩე­უ­ლი! უპი­რა­ტე­სი იქ­ნე­ბა ის შე­დე­გი, რო­მელ­საც ისი­ნი აჩ­ვე­ნე­ბენ, ეს არის ჩემი მო­ტი­ვა­ცია! ის, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მზად აღ­მოჩ­ნდნენ, ნიშ­ნავს, რომ სწო­რად აფა­სე­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც სრუ­ლად გა­ი­თა­ვი­სეს.

...

- გა­სა­გე­ბია, რომ ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაც არის და სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­შიც გა­მო­დი­ან, მაგ­რამ ძმებს მა­ინც აქვთ ხოლ­მე ფი­ცარ­ნაგ­ზე ერ­თგვა­რი ქიშ­პო­ბა? მე­ტო­ქე­ებ­თან ერ­თად, ერ­თმა­ნეთ­საც ეჯიბ­რე­ბი­ან, თუ თქვენ­თან ცდი­ლო­ბენ თა­ვის გა­მო­ჩე­ნას?

- მო­ტი­ვა­ცია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ აკ­ლი­ათ. მათ შო­რის - ჩემი ფაქ­ტო­რის გა­მოც. აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ და უფრთხილ­დე­ბი­ან იმ შრო­მას, იმ სა­ხელს, რაც მე და­მი­ტო­ვე­ბია. არც ის დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ჩემი შვი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა და წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის მძლე­ოს­ნებ­თან ერ­თა­დაც ვარ­ჯი­შო­ბენ და მეტი მო­ტი­ვა­ცია და კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი რაღა უნდა გქონ­დეს, როცა პლა­ნე­ტის უძ­ლი­ე­რეს ძა­ლო­სან­თან - ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს­თან ერ­თად გი­წევს ვარ­ჯი­ში? რაც შე­ე­ხე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან "ქიშ­პო­ბას“, ბუ­ნებ­რი­ვიც იქ­ნე­ბა, თუ ერთი ძმა შე­ეც­დე­ბა, არ ჩა­მორ­ჩეს მე­ო­რეს. ეს სპორ­ტია და სულ ერ­თნა­ი­რი შე­დე­გი ვერც ექ­ნე­ბათ. თუმ­ცა, მთა­ვა­რია, მო­ტი­ვა­ცია არ და­კარ­გონ, დღეს მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა კი დიდი გზის მხო­ლოდ ნა­წი­ლია. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბით არა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლა, პი­რი­ქით - ყვე­ლა­ფერს ახლა იწყებ!

- კა­ხის და სა­ბას გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, თქვენ­მა მე­უღ­ლემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა დიდი და პა­ტა­რა ასა­ნი­ძე­ე­ბის ფოტო წარ­წე­რით - "სამი ოქრო მყავს სახ­ლში!“ თქვენ რას ეტყვით მე­უღ­ლეს სტა­ტუ­სის პა­სუ­ხად?

- მად­ლო­ბა თეას ასე­თი სი­ტყვე­ბის და ასე­თი შვი­ლე­ბის­თვის! მას ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მის, რამ­დე­ნი შრო­მის შე­დე­გია თი­თო­ე­უ­ლი მე­და­ლი. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან უნდა, ქმარ-შვილ­თან მეტ დროს ატა­რებ­დეს, მაგ­რამ ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად მა­ინც უქარ­წყლებს ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­ნატ­რე­ბას. რომ არა მისი დიდი მხარ­და­ჭე­რა - ჯერ კი­დევ აქ­ტი­ურ სპორ­ტში ყოფ­ნი­სას, ახლა კი, მწვრთნე­ლად მუ­შა­ო­ბი­სას, რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და ამ­დე­ნი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა. ამი­ტომ, მად­ლო­ბა თეას კი­დევ ერთხელ!

- შემ­თხვე­ვი­თი არც ის არის, რომ თქვენს ვაჟს კახი ჰქვია... იმე­დია, წავა კი­დეც სამ­გზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი სეხ­ნი­ის და ნათ­ლი­ის კვალ­ზე!

- იმე­დია. კახი კა­ხი­აშ­ვი­ლი ჩემი მეჯ­ვა­რეა და კახი ასა­ნი­ძის ნათ­ლია. სა­ნამ და­ვო­ჯახ­დე­ბო­დი, ეს ამ­ბა­ვი ჯერ კი­დევ მა­შინ იყო გა­და­წყვე­ტი­ლი!

- შე­საძ­ლოა, ეს კი­თხვა უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ მა­ინც გკი­თხავთ: ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ფან­ტას­ტი­კურ­მა თა­მაშ­მა, ლა­მის, "დაგ­ვა­ვი­წყა“ სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი! ოღონდ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ხვი­ჩას მხურ­ვა­ლე ქო­მა­გო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყვე­ლა სპორ­ტსმე­ნი (მათ შო­რის, ცხა­დია - ძა­ლოს­ნე­ბიც!) ცდი­ლობს, კი­დევ უფრო მე­ტად მო­ინ­დო­მოს, მეტი იშ­რო­მოს თა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და სა­ხე­ო­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად! ასეა?

- ჯერ იმას ვი­ტყვი, რომ არა­ვის ჩა­მოვ­რჩე­ბი კვა­რას მატ­ჩე­ბის მო­ლო­დინ­სა და ყუ­რე­ბა­ში! ვიცი, რამ­დენს შრო­მობ­და, რო­გო­რი მიზ­ნე­ბი ჰქონ­და ხვი­ჩას მა­მას - ბად­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას, რამ­ხე­ლა წვლი­ლი მი­უ­ძღვის შვი­ლის ასეთ ადა­მი­ა­ნად და ფეხ­ბურ­თე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში... რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ ხვი­ჩას, მას დიდ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. ყო­ველ კვი­რას იმ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლი­თა და სი­ა­მა­ყით გვავ­სებს, უკვე იქცა ჩვენს, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს "შვი­ლად“!

...

სხვა­თა შო­რის, ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი - კახი, რო­მე­ლიც ორი დღის წინ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. ასე რომ, სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბაც არა­ნაკ­ლებ გვიყ­ვარს... დიახ, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია სტი­მუ­ლიც არის ყვე­ლა ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის­თვის და მას ყვე­ლა პი­რო­ბაც აქვს იმის­თვის, სა­უ­კე­თე­სო კა­რი­ე­რა ჰქონ­დეს... ბედ­ნი­ე­რი ვარ ხვი­ჩას თა­მა­ში­თაც და კი­დევ იმით, რომ ეს "ნიშა“ ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბია - სწო­რედ ჩვენ გვყავს მსოფ­ლი­ო­ში უძ­ლი­ე­რე­სი ძა­ლო­სა­ნი - ლაშა ტა­ლა­ხა­ძე! ხვი­ჩა, შენც სწო­რედ იქ ხარ, სა­დაც ჩვე­ნი ლა­შაა, გი­სურ­ვებ, სწო­რედ ასეთ სი­მაღ­ლე­ზე იყო, შვი­ლო! წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი ჯანუაშვილი
0

ყოჩაღ გიორგი ასანიძეს, ღირსეულად დაუბრუნდა "თავის" სპორტს და სახეზეა ფანტასტიკური შედეგიც, მან ჩემპიონების ოჯახი შექმნა! შესანიშნავი მაგალითია სპორტსმენი-

პარლამენტარებისთვის, რომ მათაც თავიანთი სპოტული მიღწევები, განავითარონ სპორტში და არა საგინებელი ფუნქციონერები გახდნენ.

მაია
0

გილოცავთ! წარმატებები!

მიხარია, რომ იმ საქმეს აკეთებთ რაც თქვენია! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩემი მხრიდან, ჩემი შვილები არასდროს იქნებიან სხვებზე უპირატესი ან გამორჩეული!" - რას ამბობს გიორგი ასანიძე ევროპის ჩემპიონ შვილებზე, მეუღლესა და ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"ჩემი მხრიდან, ჩემი შვილები არასდროს იქნებიან სხვებზე უპირატესი ან გამორჩეული!" - რას ამბობს გიორგი ასანიძე ევროპის ჩემპიონ შვილებზე, მეუღლესა და ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"ძალიან რთულია, მამამ შვილების წარმატებით გამოწვეული ემოციების დამალვა მოახერხოს, მაგრამ..." - გიორგი ასანიძე შვილებზე, მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატსა და ლაშა ტალახაძეზე

ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე 20 და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ტრადიციულად უხვმედლიანია ქართველი ახალგაზრდებისთვის. ტურნირი 25 ოქტომბერს სრულდება და თუ აქამდე დაფიქსირებულ შედეგებსა და ჩვენი სპორტსმენების კონდიციებს გავითვალისწინებთ, მინიმუმ ორი ათეული მედალი ალბანეთიდანაც უნდა წამოვიღოთ. თუმცა, საბოლოო მონაგარი რამდენიმე დღეში გვეცოდინება. იქამდე კი, უკვე ვნახეთ უნიკალური შედეგი - ასანიძეების ტრიუმფი! კახი და საბა საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ოლიმპიური ჩემპიონის - გიორგი ასანიძის შვილები არიან და დურესიდან ორივე ევროპის ჩემპიონის ტიტულით მოდის: 19 ოქტომბერს, 23-წლამდელთა შორის, ჩემპიონი კახი ასანიძე გახდა (ორჭიდის ჯამში 322 კგ), მეორე დღეს კი, 20-წლამდელთა ტურნირზე, ოქროს მედალი მისმა უმცროსმა ძმამ - საბა ასანიძემაც "ასწია“ (ორჭიდის ჯამში 328 კგ). "სამი ოქრო მყავს სახლში“ - ჩემპიონი ქმარ-შვილ(ებ)ის ფოტოს მიაწერა გიორგი ასანიძის მეუღლემ. ასეც არის, თუმცა, თეა კოტუას სტატუსში მცირე შესწორებას შევიტანთ: ასანიძეების სახით, "ოქროები“ მთელ საქართველოს გვყავს! "კვირის პალიტრა“ გიორგი ასანიძეს ალბანეთში დაუკავშირდა და შვილების წარმატებაზე, კარს მომდგარ მსოფლიო ჩემპიონატზე და რა თქმა უნდა - ლაშა ტალახაძის ფიზიკურ კონდიციაზე ელაპარაკა. გთავაზობთ ფრაგემენტებს ინტერვიუდან:

- გიორგი, გილოცავთ შვილების წარმატებას, გილოცავთ მედლებს, რომლებიც ქართველმა ძალოსნებმა მოიპოვეს და რომელთა რაოდენობაც აუცილებლად მოიმატებს!

- მადლობა თქვენ და ყველა გულშემატკივარს, ვისაც ჩვენი წარმატება უხარია. უამრავი მილოცვა მივიღეთ, ვხედავთ, როგორ უყვართ ძალოსნობა საქართველოში და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გავახაროთ ჩვენი სამშობლო და საქართველოს დროშა რაც შეიძლება ხშირად აღვმართოთ. ევროპის მიმდინარე პირველობაზე 22 ქართველი ძალოსანი მონაწილეობს. დღევანდელი მდგომარეობით (ინტერვიუ ჩაწერილია 22 ოქტომბერს - ავტორი), მოპოვებული გვაქვს ათზე მეტი მედალი, თუმცა, ტურნირი 25 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება და მედალოსნების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. ჩვენი სპორტსმენების მომზადება გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ კიდევ გვეყოლებიან ჩემპიონებიც და პირველობისთვის გუნდურ ჩათვლაშიც ვიბრძოლებთ.

...

- ორ განსაკუთრებულ ოქროზე უნდა გკითხოთ - კახი და საბა ასანიძეების ჩემპიონობაზე. მედლებზე, რომლებსაც როგორც მწვრთნელი და როგორც მამა - სხვადასხვა ემოციით შეხვდებოდით!

- ძალიან რთულია, მამამ შვილების წარმატებით გამოწვეული ემოციების დამალვა მოახერხოს... მაგრამ მწვრთნელად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და სტატუსი მავალდებულებს, ცივი გონებით ვმართავდე ემოციას, ჩემი გრძნობები არ ვაგრძნობინო გუნდს, სპორტსმენებს, რადგან მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, სწორედ შეგირდების ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა. საერთო ჯამში, მადლობა კახის და საბას - კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ ამოცანას და დიდი კონკურენციის პირობებში გაიმარჯვეს. მადლობა ჩვენი გუნდის ყველა წევრს, ვინც მედლებით გაგვახარა და ტურნირის ბოლომდე, კიდევ გაგვახარებს.

- ალბათ, კახის და საბას სხვებზე მკაცრად ექცევით ვარჯიშებისა თუ ტურნირების დროს...

- სიმკაცრის რა გითხრათ... თუმცა, დისციპლინას ყველა სპორტსმენს თანაბრად ვთხოვ - ეს ჩემი ვალდებულებაა. ჩვენი წარმატების მთავარი ფორმულა სწორედ დისციპლინაზეა დაფუძნებული. ამას არ ვუღალატებთ, რადგან რაც უნდა ნიჭიერი და შრომისმოყვარე იყოს სპორტსმენი, დისციპლინის გარეშე, წარმატება წარმოუდგენელია. სპორტსმენობის დროსაც ასე ვფიქრობდი და ახლაც, მწვრთნელის რანგშიც, მიმაჩნია, რომ დისციპლინის გარეშე, შედეგს ვერ მივაღწევთ. ეს ყველაფერი სპორტსმენისგან დიდ თავდადებას, ბევრ რაღაცაზე უარის თქმას მოითხოვს. ვინც ამ ყველაფერს უძლებს, წარმატებასაც აღწევს! სწორედ ასეთი გუნდის მშენებლობას გავაგრძელებ, სანამ ნაკრების სათავეში ვიქნები. ჩემი მხრიდან, ჩემი შვილები არასდროს იქნებიან სხვებზე უპირატესი ან გამორჩეული! უპირატესი იქნება ის შედეგი, რომელსაც ისინი აჩვენებენ, ეს არის ჩემი მოტივაცია! ის, რომ ფსიქოლოგიურად მზად აღმოჩნდნენ, ნიშნავს, რომ სწორად აფასებენ მდგომარეობას და პასუხისმგებლობაც სრულად გაითავისეს.

...

- გასაგებია, რომ ასაკობრივი სხვაობაც არის და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაშიც გამოდიან, მაგრამ ძმებს მაინც აქვთ ხოლმე ფიცარნაგზე ერთგვარი ქიშპობა? მეტოქეებთან ერთად, ერთმანეთსაც ეჯიბრებიან, თუ თქვენთან ცდილობენ თავის გამოჩენას?

- მოტივაცია და პასუხისმგებლობა არ აკლიათ. მათ შორის - ჩემი ფაქტორის გამოც. აცნობიერებენ და უფრთხილდებიან იმ შრომას, იმ სახელს, რაც მე დამიტოვებია. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ჩემი შვილები სხვადასხვა ასაკისა და წონითი კატეგორიის მძლეოსნებთან ერთადაც ვარჯიშობენ და მეტი მოტივაცია და კატალიზატორი რაღა უნდა გქონდეს, როცა პლანეტის უძლიერეს ძალოსანთან - ლაშა ტალახაძესთან ერთად გიწევს ვარჯიში? რაც შეეხება ერთმანეთთან "ქიშპობას“, ბუნებრივიც იქნება, თუ ერთი ძმა შეეცდება, არ ჩამორჩეს მეორეს. ეს სპორტია და სულ ერთნაირი შედეგი ვერც ექნებათ. თუმცა, მთავარია, მოტივაცია არ დაკარგონ, დღეს მოპოვებული გამარჯვება კი დიდი გზის მხოლოდ ნაწილია. ევროპის ჩემპიონობით არაფერი დამთავრებულა, პირიქით - ყველაფერს ახლა იწყებ!

- კახის და საბას გამარჯვების შემდეგ, თქვენმა მეუღლემ გამოაქვეყნა დიდი და პატარა ასანიძეების ფოტო წარწერით - "სამი ოქრო მყავს სახლში!“ თქვენ რას ეტყვით მეუღლეს სტატუსის პასუხად?

- მადლობა თეას ასეთი სიტყვების და ასეთი შვილებისთვის! მას ძალიან კარგად ესმის, რამდენი შრომის შედეგია თითოეული მედალი. რა თქმა უნდა, ძალიან უნდა, ქმარ-შვილთან მეტ დროს ატარებდეს, მაგრამ ჩვენი წარმატებები მეტ-ნაკლებად მაინც უქარწყლებს ოჯახის წევრების მონატრებას. რომ არა მისი დიდი მხარდაჭერა - ჯერ კიდევ აქტიურ სპორტში ყოფნისას, ახლა კი, მწვრთნელად მუშაობისას, რთული იქნებოდა ამდენი წარმატების მიღწევა. ამიტომ, მადლობა თეას კიდევ ერთხელ!

- შემთხვევითი არც ის არის, რომ თქვენს ვაჟს კახი ჰქვია... იმედია, წავა კიდეც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სეხნიის და ნათლიის კვალზე!

- იმედია. კახი კახიაშვილი ჩემი მეჯვარეა და კახი ასანიძის ნათლია. სანამ დავოჯახდებოდი, ეს ამბავი ჯერ კიდევ მაშინ იყო გადაწყვეტილი!

- შესაძლოა, ეს კითხვა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც გკითხავთ: ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკურმა თამაშმა, ლამის, "დაგვავიწყა“ სპორტის სხვა სახეობები! ოღონდ, დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩას მხურვალე ქომაგობის პარალელურად, ყველა სპორტსმენი (მათ შორის, ცხადია - ძალოსნებიც!) ცდილობს, კიდევ უფრო მეტად მოინდომოს, მეტი იშრომოს თავის შესაძლებლობების და სახეობის წარმოსაჩენად! ასეა?

- ჯერ იმას ვიტყვი, რომ არავის ჩამოვრჩები კვარას მატჩების მოლოდინსა და ყურებაში! ვიცი, რამდენს შრომობდა, როგორი მიზნები ჰქონდა ხვიჩას მამას - ბადრი კვარაცხელიას, რამხელა წვლილი მიუძღვის შვილის ასეთ ადამიანად და ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში... რაც შეეხება თვითონ ხვიჩას, მას დიდ წარმატებას ვუსურვებ. ყოველ კვირას იმხელა სიხარულითა და სიამაყით გვავსებს, უკვე იქცა ჩვენს, მთელი საქართველოს "შვილად“!

...

სხვათა შორის, ჩემი უფროსი შვილი - კახი, რომელიც ორი დღის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა, რვა წლის განმავლობაში ფეხბურთელი იყო. ასე რომ, სპორტის ეს სახეობაც არანაკლებ გვიყვარს... დიახ, ხვიჩა კვარაცხელია სტიმულიც არის ყველა ქართველი სპორტსმენისთვის და მას ყველა პირობაც აქვს იმისთვის, საუკეთესო კარიერა ჰქონდეს... ბედნიერი ვარ ხვიჩას თამაშითაც და კიდევ იმით, რომ ეს "ნიშა“ ჩვენთვის ძალიან ნაცნობია - სწორედ ჩვენ გვყავს მსოფლიოში უძლიერესი ძალოსანი - ლაშა ტალახაძე! ხვიჩა, შენც სწორედ იქ ხარ, სადაც ჩვენი ლაშაა, გისურვებ, სწორედ ასეთ სიმაღლეზე იყო, შვილო! წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: