Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუფრა გვქონდა. მოვიდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მიშა... მესმოდა, იმას ჩამოვართმევთ, იმას ციხეში ჩავსვამთ" - რას ჰყვება ნინო ჟვანია მისი მეუღლისა და თანაგუნდელების ურთიერთობაზე
"სუფრა გვქონდა. მოვიდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მიშა... მესმოდა, იმას ჩამოვართმევთ, იმას ციხეში ჩავსვამთ" - რას ჰყვება ნინო ჟვანია მისი მეუღლისა და თანაგუნდელების ურთიერთობაზე

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნინო ჟვა­ნია იაგო ხვი­ჩი­ას სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში "სა­ქარ­თვე­ლოს და­ბა­დე­ბა" გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლი­სა და მისი თა­ნა­გუ­დნე­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის ეპი­ზო­დებს იხ­სე­ნებს.

  • ნინო ჟვა­ნია:

"სუფ­რა გვქონ­და. მო­ვიდ­ნენ მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ადე­იშ­ვი­ლი, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, მიშა... სა­უბ­რობ­დნენ და რა­ღა­ცებს ინა­წი­ლებ­დნენ. მეს­მო­და, იმას ჩა­მო­ვარ­თმევთ, იმას ცი­ხე­ში ჩავ­სვამთ თუ არ მოგ­ვცემს... და ამა­ზე იცი­ნოდ­ნენ. მა­შინ და­ვი­ნა­ხე, რომ კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბო­და... ზუ­რამ, ალ­ბათ, უკვე ეს იცო­და, რომ აქეთ­კენ წა­ვი­დო­და ყვე­ლა­ფე­რი.

მა­შინ უკვე ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და ზუ­რას, ეს უკვე იყო ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის მერე და მუდ­მი­ვად უწევ­და დაც­ვა თა­ვი­სი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის, თუ არა­ახ­ლობ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ რა­ღაც მან­ქა­ნა­ში მოხ­ვდნენ. მეს­მო­და ტე­ლე­ფო­ნით სა­უბ­რე­ბი ხან ერ­თთან, ხან მე­ო­რეს­თან, რომ ეს არ და­ი­ჭი­როთ, ის არ და­ი­ჭი­როთ. სულ ამა­ზე იყო ლა­პა­რა­კი.

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის ერთი კოშ­მა­რუ­ლი წლის შემ­დეგ, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ფიქ­რობ­და წას­ვლას, მაგ­რამ იმა­საც ხვდე­ბო­და, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი უნდა შე­ე­ტო­ვე­ბი­ნა ამათ­თვის და ეგ არ გა­ა­კე­თა და რაც შე­ეძ­ლო ბო­ლომ­დე აკე­თა."

  • ნინო ჟვა­ნი­ამ ის ღა­მეც გა­იხ­სე­ნა, როცა ზურა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს:

"არ იყო ღამე რო­დე­საც ჩვენ ერ­თად არ ვი­ყა­ვით, ან ზუს­ტად არ ვი­ცო­დი, სად იყო. ეს არ იყო ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ ვსიო, წა­ვე­დი და კარ­გად იყა­ვი. და­აგ­ვი­ა­ნა მოს­ვლა და რომ და­ვი­წყე რეკ­ვა და ერთი 30-ჯერ რომ დავ­რე­კე, მერე ფე­ხით წა­მო­ვე­დი წყნე­თი­დან ნა­ხე­ვარ გზა­ზე, ღა­მის სამ სა­ათ­ზე ჩემი თვა­ლით ვნა­ხე ყვე­ლა­ფე­რი იქ რაც მოხ­და, მე­რეც რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვცდი­ლობ­დი, რომ მე­ზობ­ლე­ბი გა­მო­მე­კი­თხა. რო­გო­რი არის გა­მო­ი­ძიო, როცა მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო შენ წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს."

  • კი­თხვას - "უფრო მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის გჯე­რათ, ვიდ­რე უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის?" - ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის მე­უღ­ლე პა­სუ­ხობს, რომ მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის უფრო სჯე­რა.

"კი მე ასე მგო­ნია. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო და ყვე­ლა­ზე რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­შიც კი ახერ­ხებ­და რომ თა­ვი­სი აზრი გა­ე­ტა­ნა.

მახ­სოვს ერთ-ერთი ბოლო ლა­პა­რა­კი, მი­შას ელა­პა­რა­კე­ბო­და და მი­შას უთხრა, ღმერ­თმა და­გი­ფა­როთ რამე არ და­მე­მარ­თოს თო­რემ რა გეშ­ვე­ლე­ბათ თქვე უბე­დუ­რე­ბოო. რაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მა­ინც, ზუ­რას აზრი იყო გა­დამ­წყვე­ტი. ზურა კი­დევ თა­ვი­სი პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლი იყო იმ დღი­დან როცა მე გა­ვი­ცა­ნი, ბო­ლომ­დე."

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
11

ასე მახსოვს, პატარკაციშვილმა ოჯახს 2 მლნ რომ მისცა. ამანაც თვითონ თქვა მერე.

ზურას ხსოვნას!!!
18

ჟვანია, რომ გვყოლოდა დღეს უკეთესი რეალობა გვექნებოდა საქართველოს..

ზუსტად ეგ რომ იცოდნენ დორბლიანმა და მისმა ბიძამ მაგიტომ მოიშორეს...

მიშას რააა...

 

ავტორი:

"სუფრა გვქონდა. მოვიდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მიშა... მესმოდა, იმას ჩამოვართმევთ, იმას ციხეში ჩავსვამთ" - რას ჰყვება ნინო ჟვანია მისი მეუღლისა და თანაგუნდელების ურთიერთობაზე

"სუფრა გვქონდა. მოვიდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მიშა... მესმოდა, იმას ჩამოვართმევთ, იმას ციხეში ჩავსვამთ" - რას ჰყვება ნინო ჟვანია მისი მეუღლისა და თანაგუნდელების ურთიერთობაზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნინო ჟვანია იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" გარდაცვლილი მეუღლისა და მისი თანაგუდნელების ურთიერთობის ეპიზოდებს იხსენებს.

  • ნინო ჟვანია:

"სუფრა გვქონდა. მოვიდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მიშა... საუბრობდნენ და რაღაცებს ინაწილებდნენ. მესმოდა, იმას ჩამოვართმევთ, იმას ციხეში ჩავსვამთ თუ არ მოგვცემს... და ამაზე იცინოდნენ. მაშინ დავინახე, რომ კატასტროფა ხდებოდა... ზურამ, ალბათ, უკვე ეს იცოდა, რომ აქეთკენ წავიდოდა ყველაფერი.

მაშინ უკვე ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა ზურას, ეს უკვე იყო ვარდების რევოლუციის მერე და მუდმივად უწევდა დაცვა თავისი თანაგუნდელების, ახლობლების, თუ არაახლობლების, რომლებიც ამ რაღაც მანქანაში მოხვდნენ. მესმოდა ტელეფონით საუბრები ხან ერთთან, ხან მეორესთან, რომ ეს არ დაიჭიროთ, ის არ დაიჭიროთ. სულ ამაზე იყო ლაპარაკი.

ვარდების რევოლუციის ერთი კოშმარული წლის შემდეგ, ძალიან რთული იყო, ფიქრობდა წასვლას, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ უამრავი ადამიანი უნდა შეეტოვებინა ამათთვის და ეგ არ გააკეთა და რაც შეეძლო ბოლომდე აკეთა."

  • ნინო ჟვანიამ ის ღამეც გაიხსენა, როცა ზურა გარდაცვლილი იპოვეს:

"არ იყო ღამე როდესაც ჩვენ ერთად არ ვიყავით, ან ზუსტად არ ვიცოდი, სად იყო. ეს არ იყო ისეთი ურთიერთობა, რომ ვსიო, წავედი და კარგად იყავი. დააგვიანა მოსვლა და რომ დავიწყე რეკვა და ერთი 30-ჯერ რომ დავრეკე, მერე ფეხით წამოვედი წყნეთიდან ნახევარ გზაზე, ღამის სამ საათზე ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი იქ რაც მოხდა, მერეც რამდენიმე დღეში ვცდილობდი, რომ მეზობლები გამომეკითხა. როგორი არის გამოიძიო, როცა მთელი სახელმწიფო შენ წინააღმდეგ მუშაობს."

  • კითხვას - "უფრო მკვლელობის ვერსიის გჯერათ, ვიდრე უბედური შემთხვევის?" - ყოფილი პრემიერის მეუღლე პასუხობს, რომ მკვლელობის ვერსიის უფრო სჯერა.

"კი მე ასე მგონია. ძალიან ძლიერი იყო და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი ახერხებდა რომ თავისი აზრი გაეტანა.

მახსოვს ერთ-ერთი ბოლო ლაპარაკი, მიშას ელაპარაკებოდა და მიშას უთხრა, ღმერთმა დაგიფაროთ რამე არ დამემართოს თორემ რა გეშველებათ თქვე უბედურებოო. რაც არ უნდა ყოფილიყო მაინც, ზურას აზრი იყო გადამწყვეტი. ზურა კიდევ თავისი პრინციპების ერთგული იყო იმ დღიდან როცა მე გავიცანი, ბოლომდე."