ავტორი:

რობერტ დე ნიროს წარმატების გზა, კავშირი კრიმინალებთან  და ვიზიტი საქართველოში - რამ გააკვირვა თბილისში ლეგენდარული მსახიობი

რობერტ დე ნიროს წარმატების გზა, კავშირი კრიმინალებთან  და ვიზიტი საქართველოში - რამ გააკვირვა თბილისში ლეგენდარული მსახიობი

“ოქროს გლობუსისა” და "ოსკარის“ მფლობელი ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო უმცროსი ჰოლივუდის ვარსკვლავთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი მსახიობია.

ის მანჰეტენზე, ხელოვანთა ოჯახში, 1943 წლის 17 აგვისტოს დაიბადა. რობერტ დე ნირო უფროსი და ვირჯინია ედმირალი ცნობილი მხატვრები იყვნენ.

მსახიობის მამა იტალიელ-ირლანდიელი კათოლიკე ემიგრანტების შთამომავალი იყო, ხოლო დედა - გერმანელ-ჰოლანდიელი წინაპრების. როცა ის ჯერ კიდევ 2 წლის იყო, მსახიობის მშობლები დაშორდნენ. განქორწინებას არავითარი სკანდალი არ მოჰყოლია, თუმცა მომავალი მსახიობისთვის ეს დიდი დარტყმა იყო და ამ თემაზე საუბარი არ უყვარდა. როგორც ცნობილია, დე ნირო დედასთან დარჩა საცხოვრებლად, თუმცა ვირჯინია ბიჭს დიდ დროს ვერ უთმობდა და ამის ანაზღაურებას ფინანსურად ცდილობდა. ის ძირითად დროს ქუჩაში ატარებდა და უბნის ბიჭებმა თეთრი კანის გამო "ბობი მილკი“ შეარქვეს.

  • დე ნირომ ცხოვრების დიდი ნაწილი მანჰეტენზე, ერთ-ერთ უბანში, პატარა იტალიაში (Little Italy) გაატარა.13 წლის ასაკში ის ქუჩის ბანდას დაუახლოვდა და რომ არა ხელოვნების სიყვარული, ბანდის ერთ-ერთი წევრიც იქნებოდა.

თავდაპირველად, რობერტი კერძო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი ნიუ-იორკის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში ჩააბარა. რობერტი სამსახიობო ოსტატობას დიდი მონდომებით ეუფლებოდა. სწავლობდა სტელა ალდერის კონსერვატორიაში და, ასევე, ლი სტრასბურგის მსახიობთა სტუდიაში.

დე ნირო პირველად 20 წლის ასაკში, 1963 წელს კომედიური ჟანრის ფილმში - "ქორწილის წვეულება“ გადაიღეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფილმი გადაღებიდან 6 წელში გამოვიდა და ფილმოგრაფიაზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ, რომ დე ნიროს კარიერა 1965 წელს ფრანგული ფილმით - "სამი ოთახი მანჰეტენზე“ დაიწყო.

1973 წლიდან მისი კარიერული წინსვლა იწყება. ამ პერიოდში ის მარტინ სკორსეზესთან თანამშრომლობდა. 1974 წელს კი ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში - "ნათლია“ დე ნირომ დონ ვიტო კორლეონეს როლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს ფილმი და პერსონაჟი დღესაც დიდი პოპულარულობით სარგებლობს. სწორედ ამ როლმა მოუტანა მსახიობს პირველი "ოსკარი“.

  • "ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც ეძლევა შანსი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ბედი გადაწყვიტოს. მე ეს შანსი 1970 წელს მომეცა, როცა წვეულებაზე დამწყები რეჟისორი გამაცნეს. ის ჩემსავით იტალიური კვარტლიდან იყო. მას მარტინ სკორსეზე ერქვა", - ამბობს ლეგენდარული მსახიობი.

ლეგენდარული მსახიობი საქართველოსაც სტუმრობდა. 1986 წელს ის თბილისს ეწვია. თან ახლდნენ ქალიშვილი ბოიფრენდთან ერთად და ვაჟი. ერთ დილას, გასასეირნებლად სასტუმრო "მეტეხიდან" ავლაბარში დაეშვა ფეხით, მარტო. მერე მახლობელ პარკში სკამზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და თვალი მიადევნა საქმეზე მიმავალ ავლაბრელებს. ეგონა, გარს შემომეხვევიან, ტაშს დამიკრავენო, მაგრამ ზედაც არავინ შეხედა.

ნაწყენმა თანმხლებს და მეგზურად მიმაგრებულ მწერალ რეზო თაბუკაშვილს შესჩივლა, - ქართველები ვერ მცნობენო. რეზოს ჩაეღიმა, - შე კაცო, ავლაბარში რომ გამოიჭიმე, ვინ გიცნობდა, ყველას სომეხი არტაშა ეგონებოდიო... წაიკითხეთ სტატია სრულად