ავტორი:

რუსეთის თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის იშვიათი სატელეფონო საუბრის დეტალები - რას წერს მედია სერგეი შოიგუსა და ლოიდ ოსტინს შორის მოლაპარაკებებზე

რუსეთის თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის იშვიათი სატელეფონო საუბრის დეტალები - რას წერს მედია სერგეი შოიგუსა და ლოიდ ოსტინს შორის მოლაპარაკებებზე

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრეს. სატელეფონო საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც კრემლის მომხრე პირებმა განაცხადეს, რომ ხერსონს "ციხედ" აქცევდნენ. როგორც ცნობილია სატელეფონო საუბრის ინიციატორი ლოიდ ოსტინი იყო.

  • მედია შოიგუსა და ოსტინის საუბრის დეტალებზე წერს.

"შედგა სატელეფონო მოლაპარაკებები რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს შორის. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინაში არსებული ვითარება”, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არსებული ვითარების ფონზე უმნიშვნელოვანესია კომუნიკაცია.

"თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. მდივანმა ოსტინმა ხაზი გაუსვა საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პირობებში”, - წერია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

  • აღნიშნულ თემაზე დამატებით კომენტარებს აკეთებენ რუსეთში. რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass-ი ციტირებს ვენაში მყოფი დიპლომატის, კონსტანტინე გავრილოვის სიტყვებს, რომელმაც რუსულ ტელევიზიას განუცხადა, რომ "გაუგებრობები უნდა აღმოიფხვრას."

"გაუგებრობები უნდა აღმოიფხვრას, რათა არ მოხდეს უბედური შემთხვევები. ასეთი კონტაქტი მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აშშ-სთან იყოს მსგავსი კომუნიკაცია", - განაცახადა გავრილოვმა.

ცნობისთვის, ეს იყო მეორე ოფიციალური სატელეფონო საუბარი სერგეი შოიგუსა და ლოიდ ოსტინს შორის მას შემდეგ რაც რუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრა. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი მაისში შედგა და მაშინ ლოიდ ოსტინმა შოიგუს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მას შემდეგ, რუსულმა ჯარმა უკან დაიხია და უკრაინელებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს კონტრშეტევის დროს,