Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს ყოფილი პირველი ლედის მოსახელე, ნანული შევარდნაძე ამერიკაში - ექსპრეზიდენტის შვილიშვილის მრავალფეროვანი ინტერესები და გზა პარიზიდან ნიუ-იორკამდე
როგორ ცხოვრობს ყოფილი პირველი ლედის მოსახელე, ნანული შევარდნაძე ამერიკაში - ექსპრეზიდენტის შვილიშვილის მრავალფეროვანი ინტერესები და გზა პარიზიდან ნიუ-იორკამდე

24 წლის ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის უმ­ცრო­სი შვი­ლიშ­ვი­ლია. გო­გო­ნა პა­რიზ­ში და­ი­ბა­და და მას ბე­ბი­ის სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. ნა­ნუ­ლი პა­რიზ­ში გა­ი­ზარ­და, მშობ­ლებ­თან ერ­თად საფ­რან­გეთ­ში წლე­ბი ცხოვ­რობ­და და უფ­რო­სი და-ძმის­გან გან­სხვა­ვე­ბით წლე­ბია არ გა­მო­ჩე­ნი­ლა ქარ­თულ მე­დი­ა­ში. მას­ზე მხო­ლოდ და, სო­ფი­კო შე­ვარ­დნა­ძე სა­უბ­რობ­და, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ ის სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, გარ­და ამი­სა, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­და.

გო­გო­ნა 4 წლის იყო, რო­დე­საც ბა­ლე­ტით და­ინ­ტე­რეს­და. კარ­გად ხა­ტავ­და, უყ­ვარ­და ცხენ­ზე ჯი­რი­თი და გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა. ნა­ნუ­ლის უყ­ვარს სე­ირ­ნო­ბა ელი­სეს მინ­დვ­რებ­ში და ლუქ­სემ­ბურ­გის ბაღ­ში.

"ყვე­ლა­ზე მე­ტად მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­და და გავ­ხდე­ბი კი­დეც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა ცდი­ლობს გა­და­მარ­წმუ­ნოს", - ამ­ბობ­და ის წლე­ბის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. რო­გორც ჩანს, პა­ტა­რა ნა­ნუ­ლიმ ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნა.

ზრდას­რულ ასაკ­ში უფ­რო­სი დის, სო­ფი­კოს მსგა­ვა­სად, ჟურ­ნა­ლის­ტი­კით და­ინ­ტე­რეს­და და სტა­ჟი­რე­ბა საფ­რან­გეთ­ში, "ევ­რო­პა 1-ზე" გა­ი­ა­რა. თუმ­ცა მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ პრო­ფე­სი­ად მა­ინც მსა­ხი­ო­ბო­ბა იქცა.

ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი მსა­ხი­ო­ბი და მწე­რა­ლი ნიუ-იორკში, ეს ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძის რე­გა­ლი­ე­ბია. გო­გო­ნამ NYU Tisch-ის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა და დრა­მა­ტუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­მე­ფო აკა­დე­მია და­ამ­თავ­და. მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა შედ­გა და მან ლონ­დო­ნის ეროვ­ნულ თე­ატ­რში არა­ერთ სპექ­ტაკლში ითა­მა­შა. მისი ყვე­ლა დრო­ის ინ­სპი­რა­ცი­აა მსა­ხი­ო­ბე­ბი ფიბი უო­ლერ-ბრი­ჯი და მი­ქა­ე­ლა კო­ე­ლი, საყ­ვა­რე­ლი რე­ჟი­სო­რი კი პედ­რო ალ­მა­დო­ვა­რია.

ნა­ნუ­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ არის, ის ამ­ჟა­მად ნიუ-იორკში ცხოვ­რობს და რო­გორც მისი სა­ი­ტი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, ამ­ჟა­მად მწერ­ლო­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. სა­უბ­რობს ქარ­თუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად და ფრან­გუ­ლად. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ მან რუ­სუ­ლი არ იცის.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც სოფო შე­ვარ­დნა­ძემ მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ მე­ჯლის­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას უმ­ცრო­სი და გა­აც­ნო, ნა­ნუ­ლიმ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან ფრან­გუ­ლად ისა­უბ­რა.

პა­ა­ტა შე­ვარ­დნა­ძე­სა და ნინო ახვლე­დი­ანს სამი შვი­ლი ჰყავთ - სოფო, ლაშა და ნა­ნუ­ლი. უფ­რო­სი სოფო შე­ვარ­დნა­ძე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გად იც­ნობს. სოფო ჟურ­ნა­ლის­ტია და მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ვაჟი შე­ე­ძი­ნა და დიდ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ატა­რებ­და, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, სო­ფომ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­წყვი­ტა, და­ხუ­რა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და მარ­ტის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა ძმას, ლაშა შე­ვარ­დნა­ძეს ის წლე­ბის წინ პი­ა­ნისტ და ტე­ლე­წამ­ყვან თა­თია შა­რან­გი­ა­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და წყვი­ლი ორი შვი­ლის შე­ძე­ნის შემ­დეგ და­შორ­და... ლაშა პრო­ფე­სი­ით პო­ლი­ტო­ლო­გია. გა­ნათ­ლე­ბა ლონ­დონ­სა და პა­რიზ­ში მი­ი­ღო. ამ­ჟა­მად საფ­რან­გეთ­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში ბიზ­ნე­სე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ის ხში­რად ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??????
8

უნამუსო შევარდნაძეს რამდენი ცოდვა აქ რამდენი მთელი ქვეყნის ანაბრები შეუჭამეს ხალხს ნოლზე დასვეს გაჭირვებაში ჩააგდეს ხალხი რომ საკუთარი ფულით რაღაცა წამოეწყოთ ყველანაირად გაანადგურეს ყველაფერი დაუნგტიეს ხალხს საარსებო ჩვენი ფულებით რამდენმა წამოიწყო ბიზნესი დღეს რომ მილიარდელები გახდნენ აბა საიდან იშოვეს ამდენი, ახლა კიდე ცუციკი ძაღლებივით რო გაგვხდეს,ძაღლს რომ ძვალს გადაუგდებ ისე გახდა ხალხი მადლობა რაკარგია ბატონო მბრძანებელო

 

ინგა
3

უფალი მᲨობლის მაგივრად არ სᲗხოვს პასუხს Შვილებს. ყველა Ჩვენ Ჩვენი საქციელიᲗ განვიკიᲗხებიᲗ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

როგორ ცხოვრობს ყოფილი პირველი ლედის მოსახელე, ნანული შევარდნაძე ამერიკაში - ექსპრეზიდენტის შვილიშვილის მრავალფეროვანი ინტერესები და გზა პარიზიდან ნიუ-იორკამდე

როგორ ცხოვრობს ყოფილი პირველი ლედის მოსახელე, ნანული შევარდნაძე ამერიკაში - ექსპრეზიდენტის შვილიშვილის მრავალფეროვანი ინტერესები და გზა პარიზიდან ნიუ-იორკამდე

24 წლის ნანული შევარდნაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის უმცროსი შვილიშვილია. გოგონა პარიზში დაიბადა და მას ბებიის სახელი დაარქვეს. ნანული პარიზში გაიზარდა, მშობლებთან ერთად საფრანგეთში წლები ცხოვრობდა და უფროსი და-ძმისგან განსხვავებით წლებია არ გამოჩენილა ქართულ მედიაში. მასზე მხოლოდ და, სოფიკო შევარდნაძე საუბრობდა, რომელიც ამბობდა, რომ ის სამსახიობო ხელოვნებით იყო გატაცებული, გარდა ამისა, მრავალფეროვანი ინტერესები ჰქონდა.

გოგონა 4 წლის იყო, როდესაც ბალეტით დაინტერესდა. კარგად ხატავდა, უყვარდა ცხენზე ჯირითი და გიტარაზე დაკვრა. ნანულის უყვარს სეირნობა ელისეს მინდვრებში და ლუქსემბურგის ბაღში.

"ყველაზე მეტად მსახიობობა მინდა და გავხდები კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო ყველა ცდილობს გადამარწმუნოს", - ამბობდა ის წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში. როგორც ჩანს, პატარა ნანულიმ ოცნება აიხდინა.

ზრდასრულ ასაკში უფროსი დის, სოფიკოს მსგავასად, ჟურნალისტიკით დაინტერესდა და სტაჟირება საფრანგეთში, "ევროპა 1-ზე" გაიარა. თუმცა მისი ცხოვრების მთავარ პროფესიად მაინც მსახიობობა იქცა.

ქართულ-ფრანგული მსახიობი და მწერალი ნიუ-იორკში, ეს ნანული შევარდნაძის რეგალიებია. გოგონამ NYU Tisch-ის ხელოვნების სკოლა და დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია დაამთავდა. მისი სამსახიობო კარიერა შედგა და მან ლონდონის ეროვნულ თეატრში არაერთ სპექტაკლში ითამაშა. მისი ყველა დროის ინსპირაციაა მსახიობები ფიბი უოლერ-ბრიჯი და მიქაელა კოელი, საყვარელი რეჟისორი კი პედრო ალმადოვარია.

ნანული დაოჯახებული არ არის, ის ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და როგორც მისი საიტიდან გავარკვიეთ, ამჟამად მწერლობით არის გატაცებული. საუბრობს ქართულად, ინგლისურად და ფრანგულად. ცნობილი ფაქტია, რომ მან რუსული არ იცის.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც სოფო შევარდნაძემ მოსკოვში გამართულ მეჯლისზე საზოგადოებას უმცროსი და გააცნო, ნანულიმ ადგილობრივ მედიასთან ფრანგულად ისაუბრა.

პაატა შევარდნაძესა და ნინო ახვლედიანს სამი შვილი ჰყავთ - სოფო, ლაშა და ნანული. უფროსი სოფო შევარდნაძე, რომელსაც საზოგადოება ყველაზე კარგად იცნობს. სოფო ჟურნალისტია და მოსკოვში ცხოვრობს, პანდემიის პერიოდში ვაჟი შეეძინა და დიდ დროს საქართველოში ატარებდა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სოფომ ჟურნალისტური საქმიანობა შეწყვიტა, დახურა სოციალური ქსელები და მარტის შემდეგ საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა.

რაც შეეხება ძმას, ლაშა შევარდნაძეს ის წლების წინ პიანისტ და ტელეწამყვან თათია შარანგიაზე იყო დაქორწინებული და წყვილი ორი შვილის შეძენის შემდეგ დაშორდა... ლაშა პროფესიით პოლიტოლოგია. განათლება ლონდონსა და პარიზში მიიღო. ამჟამად საფრანგეთსა და შვეიცარიაში ბიზნესებითაა დაკავებული. ის ხშირად ჩამოდის საქართველოში.