მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვალ მეტ ქალს რომ მოკლავენ, ამ მოსამართლის გადაწყვეტილების “დამსახურებაც” იქნება!" - რას წერს იდა ბახტურიძე ბასილაშვილის განაჩენზე?
"ხვალ მეტ ქალს რომ მოკლავენ, ამ მოსამართლის გადაწყვეტილების “დამსახურებაც” იქნება!" - რას წერს იდა ბახტურიძე ბასილაშვილის განაჩენზე?

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი იდა ბახ­ტუ­რი­ძე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს:

"ხვალ მეტ ქალს რომ მოკ­ლა­ვენ, ამ მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის “დამ­სა­ხუ­რე­ბაც” იქ­ნე­ბა! სა­სა­მარ­თლომ უარი უთხრა ქა­ლებს დაც­ვა­ზე, ბე­დის ანა­ბა­რა და სა­კუ­თა­რი თა­ვის იმედ­ზე და­ტო­ვე ძა­ლა­დო­ბა­გა­მოვ­ლი­ლი ქა­ლე­ბი!" - წერს ბახ­ტუ­რი­ძე.

ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მო­სა­მარ­თლემ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და, სა­სა­მარ­თლო­ზე არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ საქ­მე­ზე 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვლი­ეს, მათ შო­რის, და­კი­თხნენ რო­გორც დაც­ვის მხა­რის, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ე­ბი.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბოდ­ნენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი 1-დან 3-წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას, ან სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დომენიკო
0

თვითონ ხომ არ ახალისებენ ძალადობას ქალთა მიმართ. ამ არასწორი განცხადებებით.

?
0

ეგ დედაკაცი თავს არავის დააკვლევინებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ხვალ მეტ ქალს რომ მოკლავენ, ამ მოსამართლის გადაწყვეტილების “დამსახურებაც” იქნება!" - რას წერს იდა ბახტურიძე ბასილაშვილის განაჩენზე?

"ხვალ მეტ ქალს რომ მოკლავენ, ამ მოსამართლის გადაწყვეტილების “დამსახურებაც” იქნება!" - რას წერს იდა ბახტურიძე ბასილაშვილის განაჩენზე?

უფლებადამცველი იდა ბახტურიძე ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს:

"ხვალ მეტ ქალს რომ მოკლავენ, ამ მოსამართლის გადაწყვეტილების “დამსახურებაც” იქნება! სასამართლომ უარი უთხრა ქალებს დაცვაზე, ბედის ანაბარა და საკუთარი თავის იმედზე დატოვე ძალადობაგამოვლილი ქალები!" - წერს ბახტურიძე.

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო.

განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ედავებოდნენ.

პროკურატურის განცხადებით, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი. აღნიშნული ბრალდებები 1-დან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

ნახეთ ასევე: