მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაურიანი წასვლა და რბოლა პირველობისთვის: ვინ შეცვლის ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თანამდებობაზე?
ხმაურიანი წასვლა და რბოლა პირველობისთვის: ვინ შეცვლის ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თანამდებობაზე?

45-დღი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ, ლიზ ტრას­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

გა­დად­გო­მის­კენ მას კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის დე­პუ­ტა­ტებ­მა მას შემ­დეგ მო­უ­წო­დეს, რაც მთავ­რო­ბა მისი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­დეგ არე­უ­ლო­ბამ მო­იც­ვა.

”ვა­ღი­ა­რებ, რომ ვერ ვას­რუ­ლებ იმ მან­დატს, რომ­ლი­თაც კონ­სერ­ვა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ ამირ­ჩია”,- გა­ნა­ცხა­და ლიზ ტრას­მა.

მისი შემ­ცვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლი მო­მა­ვა­ლი კვი­რის ბო­ლოს გახ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პო­ტენ­ცი­ურ კან­დი­დატს სხვა კონ­სერ­ვა­ტო­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის­გან მი­ნი­მუმ 100 ნო­მი­ნა­ცია სჭირ­დე­ბა, რათა ხმის მი­სა­ცემ ბი­უ­ლე­ტენ­ში მოხ­ვდეს, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ კენ­ჭისყრა მხო­ლოდ სამ პო­ლი­ტი­კოსს შე­უძ­ლია, რად­გან სულ 357 კონ­სერ­ვა­ტო­რი დე­პუ­ტა­ტია.

ამ დრომ­დე არა­ვის და­უ­დას­ტუ­რე­ბია კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ არის რამ­დე­ნი­მე პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი.

  • რიში სუ­ნა­კი

სუ­ნა­კი პრე­მი­ე­რო­ბა­ზე კენ­ჭს ამ ზა­ფხულს ბო­რის ჯონ­სო­ნის შემ­ცვლე­ლა­დაც იყ­რი­და. მა­შინ ფი­ნალ­ში ის ტრას­თან ერ­თად გა­ვი­და და კონ­სერ­ვა­ტო­რი-დე­პუ­ტა­ტე­ბის მხრი­დან საკ­მა­ოდ დიდი მხარ­და­ჭე­რაც მი­ი­ღო. თუმ­ცა, კამ­პა­ნი­ის დროს მან გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გეგ­მე­ბი და­ბეგ­ვრის შე­სა­ხებ, ეკო­ნო­მი­კას ზი­ანს მო­უ­ტან­და. მისი ეს გან­ცხა­დე­ბა არ მო­ე­წო­ნათ პარ­ტი­ის წევ­რებს და სა­ბო­ლო­ოდ მან 21 000 ხმით წა­ა­გო.

ცნო­ბის­თვის, ტრა­სის გეგ­მა იყო 2.5%-იანი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, თუმ­ცა გუნდში აც­ნო­ბი­ე­რებ­დნენ იმას, რომ ამის­თვის მას დიდი ძა­ლის­ხმე­ვაც დას­ჭირ­დე­ბო­და.

სუ­ნა­კი დე­პუ­ტა­ტი 2015 წელს გახ­და, რიჩ­მონ­დის ჩრდი­ლო­ეთ იორკში­რის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში. ვეს­ტმი­ნის­ტე­რის გა­რეთ ცო­ტას თუ სმე­ნია მის შე­სა­ხებ, მაგ­რამ 2020 წელს ის ხა­ზი­ნის კან­ცლე­რი გახ­და. მისი პო­პუ­ლა­რო­ბა მალე გა­ი­ზარ­და. თუმ­ცა, მისი რე­პუ­ტა­ცია და­ირ­ღვა ცო­ლის სა­გა­და­სა­ხა­დო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ და არც ისე დიდი ხნის შემ­დეგ მან ჩა­კეტვის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის ჯა­რი­მა მი­ი­ღო.

კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის დე­პუ­ტატმა ან­გე­ლა რი­ჩარდსონ­მა უკვე აღუთ­ქვა მხარ­და­ჭე­რა ბა­ტონ სუ­ნაკს და გა­ნა­ცხა­და: "ზა­ფხუ­ლის შემ­დეგ, ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი სუ­ნა­კის მხარ­და­ჭე­რა­ზე არ შეც­ვლი­ლა. პი­რი­ქით, გა­სულ­მა ექ­ვსმა კვი­რამ ის კი­დევ უფრო გა­ნამ­ტკი­ცა“.

  • პენი მორ­და­უნ­ტი

პენი მორ­და­უნტმა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბას გემო ამ კვი­რის და­სა­წყის­ში გა­უ­გო, როცა პარ­ლა­მენ­ტში სწრა­ფი გა­მო­კი­თხვის დროს ლიზ ტრა­სი დრო­ე­ბით შეც­ვა­ლა.

თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის მან და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მი­ი­ღო, ეს კი არ გა­მო­რი­ცხავს ვა­რა­უდს, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში ძა­ლე­ბი მა­ნაც კვლავ მო­სინ­ჯოს. უკა­ნას­კნე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დროს მან თა­ნა­მე­მა­მუ­ლე დე­პუ­ტა­ტე­ბის­გან ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ ფი­ნალ­ში ვერ გა­ვი­და.

ტრა­სის მხარ­და­ჭე­რის შემ­დეგ, იგი და­ი­ნიშ­ნა თემ­თა პა­ლა­ტის ლი­დე­რად და სა­ი­დუმ­ლო საბ­ჭოს ლორდ პრე­ზი­დენ­ტად - ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ იგი ახა­ლი მე­ფის საბ­ჭოს­თან მი­ერ­თე­ბას თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და.

2019 წელს ქალ­ბა­ტო­ნი მორ­და­უნ­ტი შე­ვი­და ის­ტო­რი­ა­ში და გახ­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პირ­ვე­ლი ქალი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი.

ქალ­ბა­ტო­ნი მორ­და­უნ­ტი ამ დრომ­დე იღებ­და მხარ­და­ჭე­რას პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბის­გან - ჯონ ლა­მონ­ტის­გან, მა­რია მი­ლე­რის­გან, ბობ სე­ლი­სა და და­მი­ან კო­ლინ­ზის­გან.

  • ბო­რის ჯონ­სო­ნი

ახა­ლი ლი­დე­რის არ­ჩე­ვამ­დე მხო­ლოდ ერთი კვი­რაა დარ­ჩე­ნი­ლი, პრე­ტენ­დენ­ტიც ბევ­რი ნაც­ნო­ბი სა­ხეა და მათ შო­რის შე­საძ­ლოა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რი ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ იყო. ბო­რის ჯონ­სონ­მა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ ივ­ლის­ში, მი­ნის­ტრე­ბი­სა და დე­პუ­ტა­ტე­ბის მა­სობ­რი­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

თუმ­ცა მას ჯერ კი­დევ ჰყავს მო­კავ­ში­რე­ე­ბი რო­გორც პარ­ლა­მენ­ტში, ისე ზო­გა­დად პარ­ტი­ა­ში. ჯონ­სო­ნის დიდი ხნის მხარ­დამ­ჭე­რი, ნა­დინ დო­რი­სი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ის უნდა დაბ­რუნ­დეს, რად­გან 2019 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე მან ბრი­ტა­ნე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან მან­და­ტი მი­ი­ღო.

სხვა დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ღიად გა­მოთ­ქვეს ჯონ­სო­ნის მხარ­და­ჭე­რა, არი­ან: პოლ ბრის­ტოუ, ბრენ­დან კლარკ-სმი­ტი, ან­დრეა ჯენ­კინ­სი და მა­იკლ ფაბ­რი­კან­ტი.

  • ბენ უო­ლა­სი

თავ­დაც­ვის მი­ნისტრს ბევ­რი კო­ლე­გა-დე­პუ­ტა­ტი მი­იჩ­ნევს სან­დო ხე­ლად ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

მის­ტერ უო­ლას­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ მი­ი­პყრო, რო­დე­საც დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ად­რე­ვე მი­ი­ღო და კი­ევს ია­რა­ღი­თა და წვრთნე­ბით და­ეხ­მა­რა.

მი­უ­ხე­და­ვად ბრექ­სი­ტის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, უო­ლე­სი ბო­რის ჯონ­სო­ნის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი იყო და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში პოს­ტი 2019 წელს და­ი­კა­ვა.

ვიდ­რე პო­ლი­ტი­კო­სი გახ­დე­ბო­და, ის გერ­მა­ნი­ა­ში, კვიპ­როს­ში, ბე­ლიზ­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­ში ჯა­რის­კა­ცად მსა­ხუ­რობ­და, სა­დაც ირ­ლან­დი­ის რეს­პუბ­ლი­კუ­რი ჯა­რის მხრი­დან ბრი­ტა­ნელ ჯა­რის­კა­ცებ­ზე თავ­დას­ხმა აღ­კვე­თა.

მას შემ­დეგ, რაც ჯონ­სო­ნი გა­დად­გა, გაჩ­ნდა წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რომ მის­ტერ უო­ლასს კენ­ჭი ეყა­რა - გან­სა­კუთ­რე­ბით იმი­ტომ, რომ ის ლი­დე­რობ­და გა­მო­კი­თხვებ­ში, რო­მელ­საც Conservative Home-ის ვებ-გვერ­დი მარ­თავ­და - თუმ­ცა მან არ­ჩია მხა­რი ქალ­ბა­ტო­ნი ტრა­სის­თვის და­ე­ჭი­რა.

  • კემი ბა­დე­ნო­ჩი

კემი ბა­დე­ნო­ჩი მო­უ­ლოდ­ნე­ლი კან­დი­და­ტი აღ­მოჩ­ნდა უკა­ნას­კნელ რბო­ლა­ში და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან ვერ მო­ი­გო, კონ­კურ­სმა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და მისი პო­პუ­ლა­რო­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­და­რე­ბით უმ­ცრო­სი მი­ნის­ტრი იყო, მან შეძ­ლო და უფ­რო­სი კონ­სერ­ვა­ტო­რის, მა­იკლ გო­უ­ვის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა. კემი და­ი­ბა­და უიმბლდონ­ში, სამ­ხრეთ ლონ­დონ­ში, იზ­რდე­ბო­და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ნი­გე­რი­ა­ში, სა­დაც მისი ფსი­ქო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი დედა ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და.

პარ­ლა­მენ­ტში მოს­ვლამ­დე ის მუ­შა­ობ­და კერ­ძო ბან­კში Coutts-ში და ასე­ვე ჟურ­ნალ­ში The Spectator. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა, რაც დღემ­დე მთავ­რო­ბა­ში ეკა­ვა, იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა.

  • სუ­ე­ლა ბრა­ვერ­მა­ნი

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მის­მა გა­დად­გო­მამ ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნა ლიზ ტრას­ზე და ამის შემ­დეგ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბი­დან 24 სა­ათ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში გა­დად­გა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ბრა­ვერ­მა­ნის წას­ვლა ვი­თომ მო­ნა­ცე­მე­ბის დარ­ღვე­ვას შე­ე­ხე­ბო­და, მისი გა­დად­გო­მის წე­რი­ლი მი­უ­თი­თებ­და მიგ­რან­ტე­ბის შე­სა­ხებ წარ­მოქ­მნილ უთან­ხმო­ე­ბა­ზე. ყო­ფი­ლი ად­ვო­კა­ტი არის "ბრექ­სი­ტის“ მომ­ხრე. ბო­რის ჯონ­სო­ნის გა­დად­გო­მის შემ­დეგ ის არ­ჩევ­ნე­ბის ბოლო კონ­კურ­სში ღე­ბუ­ლობ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ მე­ო­რე ტურ­ში კენ­ჭისყ­რით შე­დე­გე­ბით გა­მო­ე­თი­შა.

მისი მშობ­ლე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­ში დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 1960-იან წლებ­ში კე­ნი­ი­დან და მავ­რი­კი­დან წა­ვიდ­ნენ. დე­დაც და მა­მაც ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ.

ბრე­ვერ­მა­ნი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის პირ­ვე­ლი მი­ნის­ტრი იყო, რო­მელ­მაც დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა - ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მას შემ­დეგ, რაც კა­ნო­ნი შე­იც­ვა­ლა და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებს ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ეძ­ლოთ. მა­ნამ­დე, დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო გა­დად­გო­მა.

ცნო­ბის­თვის, გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ წარ­მოთ­ქმულ დას­კვნით სი­ტყვა­ში, ლიზ ტრას­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე მის მემ­კვიდ­რეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად აირ­ჩე­ვენ და მეფე ჩარლზ III მას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნავს.

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa-ს
17

ნორმალურად რომ ცხოვრობდნენ, 45 დღეში პრემიერ მინისტრს არ შეცვლიდნენ.

ჯჯ
13

ბრიტანეთს მგონი დედა ყავს მოტაცებული))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ხმაურიანი წასვლა და რბოლა პირველობისთვის: ვინ შეცვლის ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თანამდებობაზე?

ხმაურიანი წასვლა და რბოლა პირველობისთვის: ვინ შეცვლის ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თანამდებობაზე?

45-დღიანი მმართველობის შემდეგ, ლიზ ტრასმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

გადადგომისკენ მას კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა მას შემდეგ მოუწოდეს, რაც მთავრობა მისი ეკონომიკური პოლიტიკისგან გამოწვეული უკმაყოფილების შემდეგ არეულობამ მოიცვა.

”ვაღიარებ, რომ ვერ ვასრულებ იმ მანდატს, რომლითაც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია”,- განაცხადა ლიზ ტრასმა.

მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილი მომავალი კვირის ბოლოს გახდება.

როგორც ცნობილია, პოტენციურ კანდიდატს სხვა კონსერვატორი დეპუტატებისგან მინიმუმ 100 ნომინაცია სჭირდება, რათა ხმის მისაცემ ბიულეტენში მოხვდეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრა მხოლოდ სამ პოლიტიკოსს შეუძლია, რადგან სულ 357 კონსერვატორი დეპუტატია.

ამ დრომდე არავის დაუდასტურებია კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ არის რამდენიმე პოტენციური კანდიდატი.

  • რიში სუნაკი

სუნაკი პრემიერობაზე კენჭს ამ ზაფხულს ბორის ჯონსონის შემცვლელადაც იყრიდა. მაშინ ფინალში ის ტრასთან ერთად გავიდა და კონსერვატორი-დეპუტატების მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერაც მიიღო. თუმცა, კამპანიის დროს მან განაცხადა, რომ მისი მოწინააღმდეგის გეგმები დაბეგვრის შესახებ, ეკონომიკას ზიანს მოუტანდა. მისი ეს განცხადება არ მოეწონათ პარტიის წევრებს და საბოლოოდ მან 21 000 ხმით წააგო.

ცნობისთვის, ტრასის გეგმა იყო 2.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა გუნდში აცნობიერებდნენ იმას, რომ ამისთვის მას დიდი ძალისხმევაც დასჭირდებოდა.

სუნაკი დეპუტატი 2015 წელს გახდა, რიჩმონდის ჩრდილოეთ იორკშირის საარჩევნო ოლქში. ვესტმინისტერის გარეთ ცოტას თუ სმენია მის შესახებ, მაგრამ 2020 წელს ის ხაზინის კანცლერი გახდა. მისი პოპულარობა მალე გაიზარდა. თუმცა, მისი რეპუტაცია დაირღვა ცოლის საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირების შემდეგ და არც ისე დიდი ხნის შემდეგ მან ჩაკეტვის წესების დარღვევისთვის ჯარიმა მიიღო.

კონსერვატორების დეპუტატმა ანგელა რიჩარდსონმა უკვე აღუთქვა მხარდაჭერა ბატონ სუნაკს და განაცხადა: "ზაფხულის შემდეგ, ჩემი შეხედულებები სუნაკის მხარდაჭერაზე არ შეცვლილა. პირიქით, გასულმა ექვსმა კვირამ ის კიდევ უფრო განამტკიცა“.

  • პენი მორდაუნტი

პენი მორდაუნტმა პრემიერ-მინისტრობას გემო ამ კვირის დასაწყისში გაუგო, როცა პარლამენტში სწრაფი გამოკითხვის დროს ლიზ ტრასი დროებით შეცვალა.

თავდაჯერებული მუშაობისთვის მან დადებითი გამოხმაურებები მიიღო, ეს კი არ გამორიცხავს ვარაუდს, რომ ხელმძღვანელობაში ძალები მანაც კვლავ მოსინჯოს. უკანასკნელი არჩევნების დროს მან თანამემამულე დეპუტატებისგან ძლიერი მხარდაჭერა მოიპოვა, მაგრამ ფინალში ვერ გავიდა.

ტრასის მხარდაჭერის შემდეგ, იგი დაინიშნა თემთა პალატის ლიდერად და საიდუმლო საბჭოს ლორდ პრეზიდენტად - ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი ახალი მეფის საბჭოსთან მიერთებას თავმჯდომარეობდა.

2019 წელს ქალბატონი მორდაუნტი შევიდა ისტორიაში და გახდა გაერთიანებული სამეფოს პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი.

ქალბატონი მორდაუნტი ამ დრომდე იღებდა მხარდაჭერას პარლამენტის დეპუტატებისგან - ჯონ ლამონტისგან, მარია მილერისგან, ბობ სელისა და დამიან კოლინზისგან.

  • ბორის ჯონსონი

ახალი ლიდერის არჩევამდე მხოლოდ ერთი კვირაა დარჩენილი, პრეტენდენტიც ბევრი ნაცნობი სახეა და მათ შორის შესაძლოა იყოს ადამიანი, რომელიც პრემიერი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ იყო. ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ ივლისში, მინისტრებისა და დეპუტატების მასობრივი წინააღმდეგობის შემდეგ განაცხადა.

თუმცა მას ჯერ კიდევ ჰყავს მოკავშირეები როგორც პარლამენტში, ისე ზოგადად პარტიაში. ჯონსონის დიდი ხნის მხარდამჭერი, ნადინ დორისი ამტკიცებდა, რომ ის უნდა დაბრუნდეს, რადგან 2019 წლის არჩევნებზე მან ბრიტანეთის საზოგადოებისგან მანდატი მიიღო.

სხვა დეპუტატები, რომლებმაც ღიად გამოთქვეს ჯონსონის მხარდაჭერა, არიან: პოლ ბრისტოუ, ბრენდან კლარკ-სმიტი, ანდრეა ჯენკინსი და მაიკლ ფაბრიკანტი.

  • ბენ უოლასი

თავდაცვის მინისტრს ბევრი კოლეგა-დეპუტატი მიიჩნევს სანდო ხელად ამ თანამდებობაზე.

მისტერ უოლასმა განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიპყრო, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვეტილება ადრევე მიიღო და კიევს იარაღითა და წვრთნებით დაეხმარა.

მიუხედავად ბრექსიტის წინააღმდეგობისა, უოლესი ბორის ჯონსონის მთავარი მხარდამჭერი იყო და მინისტრთა კაბინეტში პოსტი 2019 წელს დაიკავა.

ვიდრე პოლიტიკოსი გახდებოდა, ის გერმანიაში, კვიპროსში, ბელიზსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ჯარისკაცად მსახურობდა, სადაც ირლანდიის რესპუბლიკური ჯარის მხრიდან ბრიტანელ ჯარისკაცებზე თავდასხმა აღკვეთა.

მას შემდეგ, რაც ჯონსონი გადადგა, გაჩნდა წინადადებები, რომ მისტერ უოლასს კენჭი ეყარა - განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის ლიდერობდა გამოკითხვებში, რომელსაც Conservative Home-ის ვებ-გვერდი მართავდა - თუმცა მან არჩია მხარი ქალბატონი ტრასისთვის დაეჭირა.

  • კემი ბადენოჩი

კემი ბადენოჩი მოულოდნელი კანდიდატი აღმოჩნდა უკანასკნელ რბოლაში და მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ მოიგო, კონკურსმა მნიშვნელოვნად გაზარდა მისი პოპულარობა.

მიუხედავად იმისა, რომ შედარებით უმცროსი მინისტრი იყო, მან შეძლო და უფროსი კონსერვატორის, მაიკლ გოუვის მხარდაჭერა მოიპოვა. კემი დაიბადა უიმბლდონში, სამხრეთ ლონდონში, იზრდებოდა შეერთებულ შტატებსა და ნიგერიაში, სადაც მისი ფსიქოლოგიის პროფესორი დედა ლექციებს კითხულობდა.

პარლამენტში მოსვლამდე ის მუშაობდა კერძო ბანკში Coutts-ში და ასევე ჟურნალში The Spectator. ყველაზე მაღალი თანამდებობა, რაც დღემდე მთავრობაში ეკავა, იყო საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.

  • სუელა ბრავერმანი

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან მისმა გადადგომამ ზეწოლა მოახდინა ლიზ ტრასზე და ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრობიდან 24 საათზე ნაკლებ დროში გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ბრავერმანის წასვლა ვითომ მონაცემების დარღვევას შეეხებოდა, მისი გადადგომის წერილი მიუთითებდა მიგრანტების შესახებ წარმოქმნილ უთანხმოებაზე. ყოფილი ადვოკატი არის "ბრექსიტის“ მომხრე. ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ ის არჩევნების ბოლო კონკურსში ღებულობდა მონაწილეობას, მაგრამ მეორე ტურში კენჭისყრით შედეგებით გამოეთიშა.

მისი მშობლები ემიგრაციაში დიდ ბრიტანეთში 1960-იან წლებში კენიიდან და მავრიკიდან წავიდნენ. დედაც და მამაც ადგილობრივი პოლიტიკის წარმომადგენლები იყვნენ.

ბრევერმანი მინისტრთა კაბინეტის პირველი მინისტრი იყო, რომელმაც დეკრეტული შვებულება გამოიყენა - ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც კანონი შეიცვალა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გამოყენება შეეძლოთ. მანამდე, დეკრეტული შვებულების გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელი იყო გადადგომა.

ცნობისთვის, გადადგომის შესახებ წარმოთქმულ დასკვნით სიტყვაში, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე დარჩება მანამ, ვიდრე მის მემკვიდრეს ოფიციალურად აირჩევენ და მეფე ჩარლზ III მას პრემიერ-მინისტრად დანიშნავს.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი