ავტორი:

"და... რა ხდება ბახმუტში?“ - "ცივი შხაპი" მასკისგან მედვედევს, რომელმაც ლიზ ტრასს დასცინა

"და... რა ხდება ბახმუტში?“ - "ცივი შხაპი" მასკისგან მედვედევს, რომელმაც ლიზ ტრასს დასცინა

ლიზ ტრასის გადადგომა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ბრიტანელებისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. ბრიტანულ საზოგადოებას აღნიშნულის მოლოდინი უკვე ერთ კვირაზე მეტია აქვს. ამ პერიოდში აქტიური კამპანია მიმდინარეობდა იმისთვის, რომ ტრასს ეს გადაწყვეტილება მიეღო და "კონსერვატორების პარტიას" ახალი ლიდერი ჩადგომოდა სათავეში.

საინტერესოა, რომ ერთი კვირის წინ, Daily star-მა Youtube არხზე დაიწყო უწყვეტი ლაივი და ერთგვარი გამოწვევა. ვიდეოში ჩანს სალათი "აისბერგი" და ლიზ ტრასის ფოტო. გამოწვევის არსი კი ასეთი იყო - სალათის ფოთლები უფრო დიდხანს გაძლებდა და არ დაჭკნებოდა, თუ ლიზ ტრასი უფრო მალე გადადგებოდა თანამდებობიდან.

მას შემდეგ, რაც ტრასმა პრემიერის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, სალათ "აისბერგს" სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი ულოცავს გამარჯვებას.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Sm-RE95lKJ0" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ამ ამბავს ეხმიანება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი:

  • "ნახვამდის ლიზ ტრას, ვულოცავ სალათ აისბერგს“, - დაწერა მედვედევმა.

დიმიტრი მედვედევის პოსტს მილიარდერი ილონ მასკი გამოეხმაურა ჩვეული სტილით:

“გულწრფელად რომ გითხრა, კარგი დატროლვაა. და ყველაფრის მიუხედავად, რა ხდება ბახმუტში?“ - დაუწერა მედვედევს მასკმა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Bye, bye <a href="https://twitter.com/trussliz?ref_src=twsrc%5Etfw">@trussliz</a>, congrats to lettuce</p>&mdash; Dmitry Medvedev (@MedvedevRussiaE) <a href="https://twitter.com/MedvedevRussiaE/status/1583100500030808064?ref_src=twsrc%5Etfw">October 20, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ცნობისთვის, ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრად არჩევიდან 45 დღის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ტრასს გადადგომისკენ კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა მას შემდეგ მოუწოდეს, რაც მთავრობა მისი ეკონომიკური პოლიტიკისგან გამოწვეული უკმაყოფილების შემდეგ არეულობამ მოიცვა. ”ვაღიარებ, რომ ვერ ვასრულებ იმ მანდატს, რომელიც კონსერვატიულმა პარტიამ მომანიჭა,”- განაცხადა ლიზ ტრასმა.