უკრაინაში "ქართული ლეგიონის" დამაარსებელი და მეთაური მამუკა მამულაშვილი, რომელიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის, "ტვიტერში" მამას იხსენებს და წერს მომენტზე, რომელმაც მის ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვა.
"მომენტი, რომელმაც კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაზე, ერთხელ, როცა რუსი ოფიცერი მამაჩემის საკნის წინ მცემდა, მამამ რუსს უთხრა სიტყვები, რომლებიც ყოველ დღე მახსოვს - "ღმერთმა ქნას გადარჩეს და გაიზარდოს".
იქვე აქვეყნებს მამის ფოტოს, მინაწერით: გენერალი ზურაბ მამულაშვილი. 1992 წ, საკონცენტრაციო საკანი", - წერს მამუკა მამულაშვილი.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">The moment that left an imprint on my life, Once when russian officer was beating me in front of my father prison cell my father told to a russian the words that i remember everyday : "God forbid he survives and grows up " General Zurab Mamulashvili concentration camp 1992 <a href="https://t.co/RshSBUh2AT">pic.twitter.com/RshSBUh2AT</a></p>— Mamuka Mamulashvili (@Mamulashvili_M) <a href="https://twitter.com/Mamulashvili_M/status/1583197067065061377?ref_src=twsrc%5Etfw">October 20, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
"მამუკა მამასთან ძალიან ახლოს იყო და ცდილობდა, სამხედრო მიმართულებით დიდი გამოცდილება და ცოდნა მიეღო. როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, მამას თავის რაზმი ჰყავდა, რომელიც წვრთნებს გადიოდა თბილისის მახლობლად და შვილიც თან დაჰყავდა. მამუკა მაშინ 14 წლის იყო, თუმცა დიდი ტანის და მთელი წვრთნა ბიჭებთან ერთად გაიარა.
როდესაც მამა აფხაზეთში საბრძოლველად წავიდა, იქ ბრძოლების დროს, ოჯახის რამდენიმე წევრი დაგვეღუპა, რაც მამუკამ მტკივნეულად გადაიტანა. მამა სულ იქ იყო, მაგრამ დროდადრო ბრუნდებოდა. ერთ-ერთი წასვლის დროს გავიგეთ, რომ მამუკაც გაიპარა სახლიდან. ეს რომ შევიტყვეთ, დედამ მამას მიაწვდინა ხმა, რომ მამუკა აფხაზეთში იყო, მამამ იპოვა შვილი და თავის რაზმში გადმოიყვანა.
სოხუმის დაცემის დროს, მამას რაზმს სოხუმჰესის დაცვა დაევალა. ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ მათი ბატალიონის შესახებ რუსებს მიაწოდა ინფორმაცია და ჰესზე დიდი შეტევა მოხდა. შეტაკების დროს მამუკას ესროლეს და ტყვიამ, საბედნიეროდ, მის ქუდში გაიარა. ჰესის დირექტორს 3 პატარა ბავშვი ჰყავდა, გააპარეს, მაგრამ აფხაზურმა მხარემ ისინი შეიპყრო, ბავშვები დაიტოვეს, ქალი გამოაგზავნეს და მამას შემოუთვალეს, თუ არ დაგვნებდებით, მთელ ოჯახს დავხვრეტთო.
მამას მოუწია გადაწყვეტილების მიღება - იარაღი დაეყარათ და ბავშვები გადაერჩინათ. შემდეგ ისინი ტყვედ აიყვანეს და გუდაუთის ბანაკში გადაიყვანეს. მე და დედამ ამის შესახებ შემთხვევით, ტელევიზორით გავიგეთ - ერთ-ერთ რუსულ არხზე იჯდა მამა-შვილი დაკითხვაზე... იმ დღეს გუდაუთის ბანაკში "წითელი ჯვარი“ მისულა, მათ დააფიქსირეს, რომ ისინი იქ იყვნენ და ამიტომ გადაურჩნენ დახვრეტას, თორემ იქედან ცოცხალი ვერცერთი გამოვიდოდა. მამუკას 3 თვე მოუწია ტყვეობაში ყოფნამ, მამას - 6 თვე."
ნახეთ ასევე: