ავტორი:

ნიუ-იორკის სასამართლომ კევინ სპეისის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა - მიზეზი "არადამაჯერებელი მტკიცებულებებია

ნიუ-იორკის სასამართლომ კევინ სპეისის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა - მიზეზი "არადამაჯერებელი მტკიცებულებებია

ნიუ-იორკის სასამართლომ მსახიობ კევინ სპეისის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

საქმე მსახიობმა ენტონი რეპმა აღძრა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მსახიობი მას არასათანადოდ შეეხო წვეულებაზე 1986 წელს, როდესაც ის 14 წლის იყო.

  • მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში სამკვირიანი სამოქალაქო სასამართლო პროცესის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ რეპმა სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები.

50 წლის ენტონი რეპმა სარჩელი 2020 წლის სექტემბერში შეიტანა და ის, ზარალის ანაზღაურების სახით, დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა.

ამასთან, კევინ სპეისს სასამართლო პროცესი გაერთიანებულ სამეფოშიც ელოდება სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ ხუთ ბრალდებაზე, რომელშიც ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლო პროცესი 2023 წლის ივნისში უნდა დაიწყოს.