პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შეიძლება კანონი დავუწესოთ ცხოველს... ცოტა მეტი პასუხისმგებლობებით უნდა  დაიტვირთონ პატრონები და არა პიტბული" - ცხოველთა უფლებების დამცველი
"არ შეიძლება კანონი დავუწესოთ ცხოველს... ცოტა მეტი პასუხისმგებლობებით უნდა  დაიტვირთონ პატრონები და არა პიტბული" - ცხოველთა უფლებების დამცველი

არ შე­იძ­ლე­ბა კა­ნო­ნი და­ვუ­წე­სოთ ცხო­ველს, ეს უაზ­რო­ბაც არის ამი­ტომ, მო­დით, ცოტა მეტი მოვ­თხო­ვოთ ადა­მი­ა­ნებს, - ამის შე­სა­ხებ ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე თინა ჭავ­ჭა­ნი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის შე­სა­ხებ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბა აიკ­რძა­ლოს, აგ­რე­სი­უ­ლი ჯი­შის ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბის უფ­ლე­ბა კი 16 წლამ­დე ასა­კის პირს შე­ე­ზღუ­დოს.

თინა ჭავ­ჭა­ნი­ძის თქმით, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა პატ­რო­ნე­ბი თა­ვად წვრთნი­ან ძაღ­ლებს, რათა აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ.

"პიტ­ბუ­ლებს წვრთნი­ან ძა­ლის­მი­ე­რად, რათა აგ­რე­სი­უ­ლი იყოს და და­იც­ვას თა­ვი­სი პატ­რო­ნი ან მის მა­გი­ერ ჩხუბ­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს არის ცოტა სხვა მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ძა­ლი­ან იმე­დი­ა­ნი თემა. ამი­ტომ პატ­რო­ნე­ბი ცოტა მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბით უნდა და­იტ­ვირ­თონ და არა პიტ­ბუ­ლი. პიტ­ბუ­ლი არ შე­იძ­ლე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყოს რა­მე­ზე. ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ლომს უთხრა - "შენ ესე არ ქნა“. კა­ნონს ვუ­წერთ პა­სუ­ხის­მგე­ბელ პირს, ძაღ­ლი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მე ჯერ არ გა­მი­გია, არც ლომი და არც დელ­ფი­ნი და ა.შ. ჩვენ, ადა­მი­ა­ნებ­მა ჩავ­თვა­ლეთ, რომ ჩვენ ვართ სამ­ყა­როს გვირ­გვი­ნი და კა­ნო­ნე­ბის დამ­წე­რი და არ შე­იძ­ლე­ბა კა­ნო­ნი და­ვუ­წე­სოთ ცხო­ველს, ეს უაზ­რო­ბაც არის. ამი­ტომ, მო­დით, ცოტა მეტი მოვ­თხო­ვოთ ადა­მი­ა­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და თინა ჭავ­ჭა­ნი­ძემ.

თინა ჭავ­ჭა­ნი­ძის თქმით, ძაღ­ლის გამ­რავ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლურ გამმ­რავ­ლე­ბელს უნდა ჰქონ­დეს.

"გამ­რავ­ლე­ბის უფ­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს აუ­ცი­ლებ­ლად მხო­ლოდ ბიზ­ნეს ოპე­რა­ტორს, რო­მელ­საც ჰქვია გამმ­რავ­ლე­ბე­ლი და ის უნდა იხ­დი­დეს სა­ხელ­მწი­ფო გა­და­სა­ხადს. ქუ­ჩა­ში ჩვენ უკვე იმ­დე­ნი ძაღ­ლი გვყავს, რომ კი­დევ გამ­რავ­ლე­ბა არ გვჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თინა ჭავ­ჭა­ნი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიშა
0

ეს უტიფარი დედაკაცი... .. ..

თინას
0

შენი შვილი რომ დაეგლიჯა, ვის დააბრალებდი ნეტა? ლომს ვერ ეტყვი ეს არ გააკეთოო, მაგრამ ლომები რომ ქალაქში დაიწყებენ სიარულს, ის უნდა მოაშორო იქაურობას ნებისმიერი საშუალებით. ანუ, ლომები კი არა, ადამიანები უნდა დაიცვა. ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"არ შეიძლება კანონი დავუწესოთ ცხოველს... ცოტა მეტი პასუხისმგებლობებით უნდა  დაიტვირთონ პატრონები და არა პიტბული" - ცხოველთა უფლებების დამცველი

"არ შეიძლება კანონი დავუწესოთ ცხოველს... ცოტა მეტი პასუხისმგებლობებით უნდა  დაიტვირთონ პატრონები და არა პიტბული" - ცხოველთა უფლებების დამცველი

არ შეიძლება კანონი დავუწესოთ ცხოველს, ეს უაზრობაც არის ამიტომ, მოდით, ცოტა მეტი მოვთხოვოთ ადამიანებს, - ამის შესახებ ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ჭავჭანიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს მსჯელობა, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება კი 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდოს.

თინა ჭავჭანიძის თქმით, არის შემთხვევები, როცა პატრონები თავად წვრთნიან ძაღლებს, რათა აგრესიულები იყვნენ.

"პიტბულებს წვრთნიან ძალისმიერად, რათა აგრესიული იყოს და დაიცვას თავისი პატრონი ან მის მაგიერ ჩხუბში მიიღოს მონაწილეობა. ეს არის ცოტა სხვა მიდრეკილებების მქონე ადამიანებისთვის ძალიან იმედიანი თემა. ამიტომ პატრონები ცოტა მეტი პასუხისმგებლობებით უნდა დაიტვირთონ და არა პიტბული. პიტბული არ შეიძლება პასუხისმგებელი იყოს რამეზე. ხომ შეუძლებელია, რომ ლომს უთხრა - "შენ ესე არ ქნა“. კანონს ვუწერთ პასუხისმგებელ პირს, ძაღლი პასუხისმგებელი მე ჯერ არ გამიგია, არც ლომი და არც დელფინი და ა.შ. ჩვენ, ადამიანებმა ჩავთვალეთ, რომ ჩვენ ვართ სამყაროს გვირგვინი და კანონების დამწერი და არ შეიძლება კანონი დავუწესოთ ცხოველს, ეს უაზრობაც არის. ამიტომ, მოდით, ცოტა მეტი მოვთხოვოთ ადამიანებს“, - განაცხადა თინა ჭავჭანიძემ.

თინა ჭავჭანიძის თქმით, ძაღლის გამრავლების უფლება მხოლოდ სპეციალურ გამმრავლებელს უნდა ჰქონდეს.

"გამრავლების უფლება უნდა ჰქონდეს აუცილებლად მხოლოდ ბიზნეს ოპერატორს, რომელსაც ჰქვია გამმრავლებელი და ის უნდა იხდიდეს სახელმწიფო გადასახადს. ქუჩაში ჩვენ უკვე იმდენი ძაღლი გვყავს, რომ კიდევ გამრავლება არ გვჭირდება“, - განაცხადა თინა ჭავჭანიძემ.