ავტორი:

"გონჩარენკო აბსოლუტურად არასერიოზული კაცია, ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩებში" - ირაკლი კობახიძე

"გონჩარენკო აბსოლუტურად არასერიოზული კაცია, ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩებში" - ირაკლი კობახიძე

თუ რეზოლუცია იყო რაღაცის მიზეზი, რა შუაშია აქ უჩა მამაცაშვილი ან ალეკო ივანიშვილი ან მათი მეუღლეები და შვილები? - ასე პასუხობს "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინელი დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს 8 თვე ჰქონდა იმისთვის, რომ ამ ომში სწორ მხარეს დამდგარიყო. გონჩარენკოს თქმითვე, ივანიშვილი თავისუფალი სამყაროს მხარეს არ დადგა და ამის ნათელი მაგალითია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის მიერ რეზოლუციისთვის ხმის არ მიცემა.

კობახიძის შეფასებით, გონჩარენკოზე დაყრდნობით კომენტარის გაკეთება უბრალოდ არასწორია.

"გონჩარენკო აბსოლუტურად არასერიოზული კაცია და ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩებში. მასზე დაყრდნობით რაღაც კომენტარის გაკეთება უბრალოდ არასწორია. თვითონ უკრაინელები არ სცემენ მას პატივს და ჩვენ როგორ უნდა ვცეთ არ ვიცი და მეორე, თუ რეზოლუცია იყო რაღაცის მიზეზი, რა შუაშია აქ უჩა მამაცაშვილი ან ალეკო ივანიშვილი ან მათი მეუღლეები და შვილები?

შეგახსენებთ, რომ გონჩარენკო არის ერთ-ერთი ადამიანი დანილოვთან, პოდოლიაკთან და სხვებთან ერთად, რომლებიც ღიად მოგვიწოდებდნენ ომისკენ, მეორე ფრონტისკენ და საქართველოში მშვიდობის დარღვევისკენ. აქედან, გამომდინარე ქართულმა საზოგადოებამ დასკვნები უნდა გამოიტანოს. ამ შანტაჟის ერთადერთი მიზანი არის მეორე ფრონტის გახსნა. გვაფრთხილებენ, რომ თუ მეორე ფრონტს არ გავხსნით, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო გაამწვავებენ საკუთარ ნაბიჯებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის არავის ეშინია, არავითარი შანტაჟის და შიშის ქვეშ ჩვენ მეორე ფრონტს არ გავხსნით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ასევე: