კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრასი გადადგა, ჯონსონი დაბრუნებას აპირებს? - რას წერს ბრიტანული მედია
ტრასი გადადგა, ჯონსონი დაბრუნებას აპირებს? - რას წერს ბრიტანული მედია

ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ის­თვის ბრძო­ლას აპი­რებს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი Times და Daily Telegraph ავ­რცე­ლე­ბენ.

გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, ბო­რის ჯონ­სო­ნი, რო­მე­ლიც სკან­და­ლე­ბის სე­რი­ის შე­დე­გად ივ­ლის­ში იძუ­ლე­ბუ­ლი იყო "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დე­რის პო­ზი­ცია და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, ახლა ემ­ზა­დე­ბა იმა­ვე პო­ზი­ცი­ის­თვის. Times-ის ცნო­ბით, ჯონ­სონს ეს „ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის” სა­კი­თხად მი­აჩ­ნია.

ამ მო­მენ­ტის­თვის "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დე­რის არ­ჩე­ვის ზუს­ტი წე­სე­ბი ჯერ არ არის გამ­ჟღვა­ნე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, ლიზ ტრას­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად არ­ჩე­ვი­დან 45 დღის შემ­დეგ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

მისი თქმით, ის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მო­ვი­და "დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის დროს."

"ვა­ღი­ა­რებ... მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ შე­მიძ­ლია მი­ვი­ღო მან­და­ტი, რო­მე­ლიც კონ­სერ­ვა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ არ­ჩე­ვის დროს მომ­ცა“, - გა­ნა­ცხა­და ლიზ ტრას­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტრასს გა­დად­გო­მის­კენ კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის დე­პუ­ტა­ტებ­მა მას შემ­დეგ მო­უ­წო­დეს, რაც მთავ­რო­ბა მისი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­დეგ არე­უ­ლო­ბამ მო­იც­ვა. 47 წლის ტრას­მა 5 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­ჯვა მმარ­თვე­ლი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის კენ­ჭისყრა­ში. ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბამ 82.6% შე­ად­გი­ნა. ჯამ­ში კი 172 437 მო­ქა­ლა­ქემ მის­ცა ხმა. ლიზ ტრას­მა 81 326, ხოლო ყო­ფილ­მა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა კი 60 399 ხმა მი­ი­ღო. ტრა­სი, რო­მე­ლიც ჯონ­სო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო, გახ­და ბრი­ტა­ნე­თის მე­სა­მე ქალი პრე­მი­ე­რი - ტე­რე­ზა მე­ი­სა და მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რის შემ­დეგ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
4

ამ გარეკილებს პუტინი ჯობია კიდე.

tngh
0

სავარცხელი ბორის ჯონსონს!!! იქნებ თმა დაივარცხნოს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ტრასი გადადგა, ჯონსონი დაბრუნებას აპირებს? - რას წერს ბრიტანული მედია

ტრასი გადადგა, ჯონსონი დაბრუნებას აპირებს? - რას წერს ბრიტანული მედია

ბრიტანული მედიის ცნობით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემები Times და Daily Telegraph ავრცელებენ.

გამოცემების ცნობით, ბორის ჯონსონი, რომელიც სკანდალების სერიის შედეგად ივლისში იძულებული იყო "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის პოზიცია დაეტოვებინა, ახლა ემზადება იმავე პოზიციისთვის. Times-ის ცნობით, ჯონსონს ეს „ეროვნული ინტერესების” საკითხად მიაჩნია.

ამ მომენტისთვის "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის არჩევის ზუსტი წესები ჯერ არ არის გამჟღვანებული.

ცნობისთვის, ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრად არჩევიდან 45 დღის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

მისი თქმით, ის თანამდებობაზე მოვიდა "დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის დროს."

"ვაღიარებ... მოცემულ სიტუაციაში არ შემიძლია მივიღო მანდატი, რომელიც კონსერვატიულმა პარტიამ არჩევის დროს მომცა“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.

აღსანიშნავია, რომ ტრასს გადადგომისკენ კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა მას შემდეგ მოუწოდეს, რაც მთავრობა მისი ეკონომიკური პოლიტიკისგან გამოწვეული უკმაყოფილების შემდეგ არეულობამ მოიცვა. 47 წლის ტრასმა 5 სექტემბერს გაიმარჯვა მმართველი კონსერვატიული პარტიის კენჭისყრაში. ამომრჩეველთა აქტივობამ 82.6% შეადგინა. ჯამში კი 172 437 მოქალაქემ მისცა ხმა. ლიზ ტრასმა 81 326, ხოლო ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კი 60 399 ხმა მიიღო. ტრასი, რომელიც ჯონსონის ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, გახდა ბრიტანეთის მესამე ქალი პრემიერი - ტერეზა მეისა და მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ.