მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავითვალოთ და ვნახოთ რამდენი ტყუილი თქვა ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე" - რა თქვა ბასილაშვილის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში?
"დავითვალოთ და ვნახოთ რამდენი ტყუილი თქვა ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე" - რა თქვა ბასილაშვილის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში?

და­ვით­ვა­ლოთ და ვნა­ხოთ რამ­დე­ნი ტყუ­ი­ლი თქვა ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე,- ამ სი­ტყვე­ბით და­ი­წყო ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ დას­კვნი­თი სი­ტყვა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 4 სა­ა­თია მიმ­დი­ნა­რე­ობს, დაც­ვის მხა­რე დას­კვნით სი­ტყვას წარ­მოთ­ქვამს.

ად­ვო­კატ თე­ო­ნა გვა­ზა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე არა­ერ­თხელ იც­რუა.

"ნო­მე­რი პირ­ვე­ლი ტყუ­ი­ლი, რაც ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და - "მე არ ჩავ­რე­ულ­ვარ სა­კი­თხში, თუ ვინ იქ­ნე­ბო­და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მეჯ­ვა­რე, ეს რა ჩემი საქ­მე იყოო"...

ნო­მე­რი მე­ო­რე ტყუ­ი­ლი, რაც ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა თქვა - ქორ­წი­ლის ეპი­ზოდ­თან, თით­ქოს, ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბი­ას გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტმა, რომ ზრდას­რუ­ლებს ქორ­წი­ლი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

ტყუ­ი­ლი ნო­მე­რი სამი - ეს შე­ე­ხე­ბა მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას და სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას. სა­ერ­თოდ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ის სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას აგ­რძე­ლებს?

მე­ო­თხე ტყუ­ი­ლი - ნი­კო­ლო­ზი დამ­წყე­ბი ჩოგ­ბურ­თე­ლი იყო და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­ი­ზარ­და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის კა­რი­ე­რა, რა­შიც დიდი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეო",- გა­ნა­ცხა­და გვა­ზა­ვამ.

მან სხვა დე­ტა­ლებ­ზეც ისა­უბ­რა, რაც ად­ვო­კა­ტის შე­ფა­სე­ბით, დო­რო­ყაშ­ვი­ლის მხრი­დან ტყუ­ი­ლი იყო.

გვა­ზა­ვამ ბა­სი­ლაშ­ვილ­სა და დო­რო­ყაშ­ვილს შო­რის მი­მო­წე­რე­ბიც წა­ი­კი­თხა. რო­გორც ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, თუკი, ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მო­ძა­ლა­დეა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მო­ძა­ლა­დის­თვის ის ეთ­ქვა, რაც მი­მო­წე­რი­დან წა­ი­კი­თხა.

ად­ვო­კა­ტის მიერ წა­კი­თხუ­ლის მი­ხედ­ვით, დო­რო­ყაშ­ვი­ლი ბა­სი­ლაშ­ვილს ეუბ­ნე­ბა: „ძა­ლი­ან ამ­ცდა­რი ვართ ჩვენ მენ­ტა­ლუ­რად. შენ თუ გინ­დო­და, რომ ჰო­ლი­ვუდ­ში გვე­ცხოვ­რა, გეთ­ქვა ნეკ, ჩვენ ვი­ყოთ ცოლ-ქმა­რი, მე აქ ჩა­მო­ვალ ხოლ­მე, გა­ვი­ჩენ ვი­ღა­ცებს, შენც გა­ი­ჩი­ნე და ვი­ყოთ თა­ნა­მედ­რო­ვე ცოლ-ქმა­რი...შენ შე­გეძ­ლო ჩემ­თვის გეთ­ქვა, ნეკა, შენც იყა­ვი მო­დე­ლი, გა­ერ­თე მაგ­რად, მეც გა­ვერ­თო­ბი, მაგ­რამ ვი­ყოთ, რო­გორც ბრედ პიტი და ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი. ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ერ­თო­ბი­ან და მერე რიგ­დე­ბი­ან, რა­ღაც მო­მენ­ტში მეც ამის მომ­ხრე ვარ, მაგ­რამ უნდა გეთ­ქვა".

ამას­თან, ად­ვო­კატ­მა რამ­დენ­ჯერ­მე იკი­თხა, რომ სა­კი­თხა­ვი იყო, ვინ ვის­ზე ძა­ლა­დობ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად.

პრო­ცეს­ზე დაც­ვი­სა და ბრალ­დე­ბის მხა­რე რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­პი­რის­პირ­და ერ­თმა­ნეთს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"დავითვალოთ და ვნახოთ რამდენი ტყუილი თქვა ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე" - რა თქვა ბასილაშვილის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში?

"დავითვალოთ და ვნახოთ რამდენი ტყუილი თქვა ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე" - რა თქვა ბასილაშვილის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში?

დავითვალოთ და ვნახოთ რამდენი ტყუილი თქვა ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე,- ამ სიტყვებით დაიწყო ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ დასკვნითი სიტყვა.

სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 საათია მიმდინარეობს, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

ადვოკატ თეონა გვაზავას განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე არაერთხელ იცრუა.

"ნომერი პირველი ტყუილი, რაც ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა - "მე არ ჩავრეულვარ საკითხში, თუ ვინ იქნებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეჯვარე, ეს რა ჩემი საქმე იყოო"...

ნომერი მეორე ტყუილი, რაც ნელი დოროყაშვილმა თქვა - ქორწილის ეპიზოდთან, თითქოს, ნატალია ნაჭყებიას გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ზრდასრულებს ქორწილი უნდა დაეტოვებინათ.

ტყუილი ნომერი სამი - ეს შეეხება მის სამსახურებრივ საქმიანობას და სამოდელო კარიერას. საერთოდ დღეის მდგომარეობით, ის სამოდელო კარიერას აგრძელებს?

მეოთხე ტყუილი - ნიკოლოზი დამწყები ჩოგბურთელი იყო და ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზარდა ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერა, რაშიც დიდი წვლილი შევიტანეო",- განაცხადა გვაზავამ.

მან სხვა დეტალებზეც ისაუბრა, რაც ადვოკატის შეფასებით, დოროყაშვილის მხრიდან ტყუილი იყო.

გვაზავამ ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის მიმოწერებიც წაიკითხა. როგორც ადვოკატი აცხადებს, თუკი, ბასილაშვილი მოძალადეა, როგორ შეიძლებოდა მოძალადისთვის ის ეთქვა, რაც მიმოწერიდან წაიკითხა.

ადვოკატის მიერ წაკითხულის მიხედვით, დოროყაშვილი ბასილაშვილს ეუბნება: „ძალიან ამცდარი ვართ ჩვენ მენტალურად. შენ თუ გინდოდა, რომ ჰოლივუდში გვეცხოვრა, გეთქვა ნეკ, ჩვენ ვიყოთ ცოლ-ქმარი, მე აქ ჩამოვალ ხოლმე, გავიჩენ ვიღაცებს, შენც გაიჩინე და ვიყოთ თანამედროვე ცოლ-ქმარი...შენ შეგეძლო ჩემთვის გეთქვა, ნეკა, შენც იყავი მოდელი, გაერთე მაგრად, მეც გავერთობი, მაგრამ ვიყოთ, როგორც ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი. ბევრი ცნობილი ადამიანები არიან, ერთობიან და მერე რიგდებიან, რაღაც მომენტში მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ უნდა გეთქვა".

ამასთან, ადვოკატმა რამდენჯერმე იკითხა, რომ საკითხავი იყო, ვინ ვისზე ძალადობდა ფსიქოლოგიურად.

პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარე რამდენჯერმე დაუპირისპირდა ერთმანეთს.