ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, ბატონი უჩა მამაცაშვილი და მისი ოჯახის წევრი, შვილი ტატე მამაცაშვილი სხვა პირებთან ერთად სანქცირებულთა სიაში არიან. აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას.
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი, რაიმე ფორმით შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ საქმიანობასთან, რაც საფუძველი გახდებოდა მათ მიმართ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, საინფორმაციო საშუალებებს ვთხოვთ, ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ ამ განცხადებით და მასში დაფიქსირებული პოზიციით“, - აცხადებს უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.
იხილეთ ასევე:
ვინ თქვა, რომ უკრაინელებს რაიმე საფუძველი სჭირდებათ რომ სანქცია დააწესონ? ამერიკელებისგან არიან გადიდგულებული და ვისაც აწყობთ, იმას ართმევენ ქონებას, ვინმე აკონტროლებს მათ ქცევას თუ რა.....
ნეტ ე იტყვა მოიღონ"მეგობარი უკრაინა"ეს რა უბედურობა მეგობობის კავშირს აზრი დაეკარგა ,უფლმა უბოძოს ასეთი მეგობრები უკრაინას ,როგორი მეგობრობასაც უწევს უკრაინა საქართველო,ნუ და მძრახავთ უკრაინელებს ახლა როგორც რუს ისე ვუყურებ 🤷♀️მათში ის კანსხვავებაა რუსი იარაღით უკრინა საიმფორმაციო იარაღს იყენებს