მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბიზნეს საქმიანობას ეწევა ივანიშვილის დეიდაშვილი, რომელსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა და რას ამბობდა ექსპრემიერი წლების წინ მამაცაშვილზე? - "უჩა ნათესავებში ყველაზე მეტად მიყვარს"
რა ბიზნეს საქმიანობას ეწევა ივანიშვილის დეიდაშვილი, რომელსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა და რას ამბობდა ექსპრემიერი წლების წინ მამაცაშვილზე?  - "უჩა ნათესავებში ყველაზე მეტად მიყვარს"

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვის ოთხი წევ­რი, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის ბრძა­ნე­ბით სან­ქცი­რე­ბუ­ლია. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი გუ­შინ, 19 ოქ­ტომ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნდა.

სან­ქცი­ე­ბი შე­ე­ხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმას ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვილ­სა და მის მე­უღ­ლეს ქე­თე­ვან ხა­რა­ი­ძეს, ასე­ვე მი­ლი­არ­დე­რის დე­ი­დაშ­ვილს უჩა მა­მა­ცაშ­ვილ­სა და მის შვილს ტიტე მა­მა­ცაშ­ვილს.

  • რას ამ­ბობ­და 2014 წელს ივა­ნიშ­ვი­ლი მა­მა­ცაშ­ვილ­ზე?

ამო­ნა­რი­დი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "იმე­დის­თვის" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი არის ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი და ნა­თე­სა­ვებ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, რა­მე­თუ არის უპა­ტი­ოს­ნე­სი და გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნი. მისი დედა ჩემ­თვის იყო ადა­მი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლო. უჩაც ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ბიზ­ნესს და მას­ზე ყა­ჩა­ღო­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას პა­ტი­ო­სან სი­ტყვას ვაძ­ლევ, რომ ის, რა­საც ადრე "ნა­ცე­ბი“ ინა­წი­ლებ­დნენ, დღეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ხელ­მწი­ფოს ხმარ­დე­ბა და უჩას ამა­ში ლო­მის წვლი­ლი აქვს. სატ­რან­ზი­ტო თან­ხე­ბი მათ რი­ცხვში კე­ზე­რაშ­ვილს მიჰ­ქონ­და და ამა­ში შე­იძ­ლე­ბა უგუ­ლა­ვა და სხვე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ... თი­თო­ე­უ­ლი "კა­პე­ი­კი,“ რაც ამ გზით მი­დი­ო­და და ბიზ­ნესს აყა­ჩა­ღებ­დნენ... ახლა რკი­ნიგ­ზას თა­ვი­სი წილი ხვდე­ბა, სა­დღაც ფორ­მე­ბი ვერ დავ­ხვე­წეთ და ისიც მთავ­რო­ბას და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მი­დის, - აღ­ნიშ­ნავს ივა­ნიშ­ვი­ლი და გა­ნაგ­რძობს, - მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ის, რაც სა­ხელ­მწი­ფოს ეკუთ­ვნო­და, სხვა ბიზ­ნეს­ზე ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, უჩა, ან ვინ­მე, რო­გორ გა­ბე­დავს, რომ სხვა ბიზ­ნეს­ში წი­ლებ­ში ჩაჯ­დეს. უჩამ მათ რი­ცხვში ბევ­რი იმუ­შა­ვა. ახ­ლაც ბა­ქო­ში იყო ჩა­სუ­ლი. ტრან­ზი­ტის პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო სატ­რან­ზი­ტო ქვე­ყა­ნაა და ეს ბიზ­ნე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა აღ­ვად­გი­ნოთ. ის, რაც ამ ნიშ­ნით სხელ­მწი­ფოს ეკუთ­ვნის, დიდი ხა­ნია, ჩემი პრე­მი­ე­რო­ბის დროს სა­ხელ­მწი­ფო­ზე გა­და­ნა­წილ­და. მათ მშვე­ნივ­რად იცი­ან, სად რა ფული კეთ­დე­ბო­და, იმ ფულს გაყვნენ და ნა­ხონ, სა­ხელ­მწი­ფო­ში თუ არ მი­დის. ის, რომ სხვა ბიზ­ნესს უჩა აყა­ჩა­ღებს, ამას, პრინ­ციპ­ში პა­სუხს არ გავ­ცემ. ეს არის ის, რომ ფონს გას­ვლა ისევ სიც­რუ­ით უნ­დათ“.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ გთა­ვა­ზობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ივა­ნიშ­ვი­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლის უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი იყო, წლე­ბის მან­ძილ­ზე, რუ­სეთ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის კუთ­ვნილ "სტო­ი­ლენ­სკა­ია ნი­ვას“ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ასე­ვე ეკა­ვა თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდსა და "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ე­ბი.

2017 წლი­დან უჩა მა­მა­ცაშ­ვილ­მა ქარ­თულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბა­ზარ­ზე და­ა­ფუძნა სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა Middle Seas Capital-ი. კომ­პა­ნია მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და ნო­ვა­ტო­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბით ხელს უწყობს ბიზ­ნე­სის სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბას.

რო­გორც ფონ­დის ვებ-გვერ­დი­დან ირ­კვე­ვა, მათ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბია:

შპს Geo Organics-ი - მისი საქ­მი­ა­ნო­ბა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი და კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბაა; რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, კომ­პა­ნი­ის 90%-იანი წილი ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი „გე­ო­ორ­გა­ნიკს ლი­მი­თედ“-ის, 10%-ი კი სს „მიდლ სის კა­პი­ტალ“-ის სა­კუთ­რე­ბა­შია. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
20

ქველმოქმედებისთვის, სიკეთისთვის და პატრიოტიზმისთვის კაცს ასანქცირებდნენ სხვა არ მინახია

გოგა
24

ისე გაიხარე როგორც უკრაინაა გახარებულუ,ცოტახანი ეყოფათ სიხრული სანქციების სახით🤣🤣

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა ბიზნეს საქმიანობას ეწევა ივანიშვილის დეიდაშვილი, რომელსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა და რას ამბობდა ექსპრემიერი წლების წინ მამაცაშვილზე? - "უჩა ნათესავებში ყველაზე მეტად მიყვარს"

რა ბიზნეს საქმიანობას ეწევა ივანიშვილის დეიდაშვილი, რომელსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა და რას ამბობდა ექსპრემიერი წლების წინ მამაცაშვილზე?  - "უჩა ნათესავებში ყველაზე მეტად მიყვარს"

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხი წევრი, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით სანქცირებულია. ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი გუშინ, 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

სანქციები შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმას ალექსანდრე ივანიშვილსა და მის მეუღლეს ქეთევან ხარაიძეს, ასევე მილიარდერის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილსა და მის შვილს ტიტე მამაცაშვილს.

  • რას ამბობდა 2014 წელს ივანიშვილი მამაცაშვილზე?

ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის "იმედისთვის" მიცემული ინტერვიუდან:

"უჩა მამაცაშვილი არის ჩემი დეიდაშვილი და ნათესავებში ყველაზე მეტად მიყვარს, რამეთუ არის უპატიოსნესი და გულწრფელი ადამიანი. მისი დედა ჩემთვის იყო ადამიანობის სიმბოლო. უჩაც ძალიან წესიერი და კარგი ადამიანია. რაც შეეხება ბიზნესს და მასზე ყაჩაღობას, საზოგადოებას პატიოსან სიტყვას ვაძლევ, რომ ის, რასაც ადრე "ნაცები“ ინაწილებდნენ, დღეს ყველაფერი სახელმწიფოს ხმარდება და უჩას ამაში ლომის წვლილი აქვს. სატრანზიტო თანხები მათ რიცხვში კეზერაშვილს მიჰქონდა და ამაში შეიძლება უგულავა და სხვებიც მონაწილეობდნენ... თითოეული "კაპეიკი,“ რაც ამ გზით მიდიოდა და ბიზნესს აყაჩაღებდნენ... ახლა რკინიგზას თავისი წილი ხვდება, სადღაც ფორმები ვერ დავხვეწეთ და ისიც მთავრობას და სოფლის მეურნეობაში მიდის, - აღნიშნავს ივანიშვილი და განაგრძობს, - მხედველობაში მაქვს ის, რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, სხვა ბიზნესზე ღმერთმა დაგვიფაროს, უჩა, ან ვინმე, როგორ გაბედავს, რომ სხვა ბიზნესში წილებში ჩაჯდეს. უჩამ მათ რიცხვში ბევრი იმუშავა. ახლაც ბაქოში იყო ჩასული. ტრანზიტის პრობლემა არსებობს, საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ეს ბიზნესი მაქსიმალურად უნდა აღვადგინოთ. ის, რაც ამ ნიშნით სხელმწიფოს ეკუთვნის, დიდი ხანია, ჩემი პრემიერობის დროს სახელმწიფოზე გადანაწილდა. მათ მშვენივრად იციან, სად რა ფული კეთდებოდა, იმ ფულს გაყვნენ და ნახონ, სახელმწიფოში თუ არ მიდის. ის, რომ სხვა ბიზნესს უჩა აყაჩაღებს, ამას, პრინციპში პასუხს არ გავცემ. ეს არის ის, რომ ფონს გასვლა ისევ სიცრუით უნდათ“.

"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ბიზნესსაქმიანობის შესახებ.

უჩა მამაცაშვილი, რომელიც "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო, წლების მანძილზე, რუსეთში ივანიშვილის კუთვნილ "სტოილენსკაია ნივას“ ხელმძღვანელობდა. ასევე ეკავა თანაინვესტირების ფონდსა და "საქართველოს რკინიგზაში“ დირექტორის მოადგილის პოზიციები.

2017 წლიდან უჩა მამაცაშვილმა ქართულ საინვესტიციო ბაზარზე დააფუძნა სააქციო საზოგადოება Middle Seas Capital-ი. კომპანია მაღალტექნოლოგიური და ნოვატორული პროექტების განხორციელებას ანიჭებს უპირატესობას და ინვესტიციების ჩადებით ხელს უწყობს ბიზნესის სხვადასხვა სექტორის განვითარებას.

როგორც ფონდის ვებ-გვერდიდან ირკვევა, მათ მიერ შესრულებული პროექტებია:

შპს Geo Organics-ი - მისი საქმიანობა ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაა; რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 90%-იანი წილი ოფშორში რეგისტრირებული „გეოორგანიკს ლიმითედ“-ის, 10%-ი კი სს „მიდლ სის კაპიტალ“-ის საკუთრებაშია. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: