პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა მომღერალ თამარ გვერდწითელის დედა - "ფენომენალური ქალი, არაჩვეულებრივი დიასახლისი, შვილების მეგობარი და მცველი"
გარდაიცვალა მომღერალ თამარ გვერდწითელის დედა - "ფენომენალური ქალი, არაჩვეულებრივი დიასახლისი, შვილების მეგობარი და მცველი"

რო­გორც თა­მარ გვერდწი­თე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, მომ­ღე­რალს დედა გარ­და­ეც­ვა­ლა.

"გარ­და­იც­ვა­ლა თა­მარ გვერდწი­თე­ლის დედა - ქალ­ბა­ტო­ნი ინა კოფ­მა­ნი. ქალი, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს მო­უვ­ლი­ნა და აღუ­ზარ­და ღირ­სე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვი თა­მარ გვერდწი­თე­ლი და იყო დე­დო­ბის და ქა­ლის ეტა­ლო­ნი. დედა, რო­მე­ლიც გახ­ლდათ თა­მარ გვერდწი­თე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის მუზა.

პა­ნაშ­ვი­დე­ბი: დი­ღო­მი 8/ აკა­კი გე­ლო­ვა­ნის 1 ჩიხი, სახ­ლი 5.სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი შა­ბათს, 22 ოქ­ტომ­ბერს სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში 17:00 სა­ა­თი­დან. გას­ვე­ნე­ბა კვი­რას, 23 ოქ­ტომ­ბერს, სი­ო­ნის ტაძ­რი­დან 14:00 სა­ათ­ზე“, - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ინა კოფ­მა­ნი ოდე­სე­ლი გახ­ლდათ, რო­გორც მომ­ღერ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ვი­გებთ, ოდე­სა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი რა­ბი­ნის ოჯახ­ში იყო და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი.

ის პე­და­გო­გი იყო და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლი­და. მან შვი­ლის მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი შე­ას­რუ­ლა. სწო­რედ დედა იყო ინი­ცი­ა­ტო­რი იმი­სა, რომ მომ­ღე­რა­ლი 7 წლის ასაკ­ში ან­სამ­ბლ "მზი­უ­რის" რი­გებ­ში მოხ­ვდა.

"მე ებ­რა­ელ­მა დე­დამ გამ­ზარ­და. ჩემ­თვის ის ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი ქა­ლია დე­და­მი­წა­ზე - არის ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი დედა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დი­ა­სახ­ლი­სი, შვი­ლე­ბის მე­გო­ბა­რი და მცვე­ლი", - ამ­ბობ­და თა­მარ გვერდწი­თე­ლი წლე­ბის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მომ­ღე­რალ­მა რუ­სე­თი ომის და­წყე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა და დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ "ნო­ეს­თან“ სტუმ­რო­ბი­სას დე­და­ზე ისა­უბ­რა.

თა­მარ გვერდწი­თე­ლი:

"დე­დას­თან ჩა­მო­ვე­დი, დედა ვნა­ხე და და­მამ­შვი­და. მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში ვარ, მო­დი­ან ჩემი მე­გობ­რე­ბი. მე არ­სად არ გავ­დი­ვარ, გა­ჩე­რე­ბუ­ლი ვარ. არც ვმღე­რი და ახლა სიმ­ღე­რის დრო არ არის. დედა უკ­რა­ი­ნა­ში, ოდე­სა­ში და­ი­ბა­და. დე­და­ჩე­მი ოდე­სე­ლია. ახლა ტი­რის ხში­რად. მთე­ლი ჩემი წი­ნაპ­რე­ბი იქი­დან არი­ან, წარ­მო­შო­ბით. მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან, კოფ­მა­ნე­ბის ოჯა­ხი ცხროვ­რობ­და იქ. გერ­მა­ნი­ი­დან გა­და­სახ­ლდნენ. როცა გეს­მის, შენს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში რა ხდე­ბა... ძა­ლი­ან რთუ­ლია. ჩემი დიდი ბა­ბუა ოდე­სის რა­ბი­ნი გახ­ლდათ..."

  • ნა­ხეთ ვი­დეო, რო­მელ­შიც თა­მარ გვერდწი­თე­ლი სიმ­ღე­რას დე­დას­თან ერ­თად ას­რუ­ლებს
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატერინა
1

არაჩვეულებრივი დედა, ყველაზე ახლო ადამიანი შვილისთვის, მაშინ ხარ ობოლი როდესაც დედა მიდის, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი

მარინა
1

ქალბატონო თამარ, ვიზიარებ თქვენს დიდ მწუხარებას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

გარდაიცვალა მომღერალ თამარ გვერდწითელის დედა - "ფენომენალური ქალი, არაჩვეულებრივი დიასახლისი, შვილების მეგობარი და მცველი"

გარდაიცვალა მომღერალ თამარ გვერდწითელის დედა - "ფენომენალური ქალი, არაჩვეულებრივი დიასახლისი, შვილების მეგობარი და მცველი"

როგორც თამარ გვერდწითელის ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი, მომღერალს დედა გარდაეცვალა.

"გარდაიცვალა თამარ გვერდწითელის დედა - ქალბატონი ინა კოფმანი. ქალი, რომელმაც მსოფლიოს მოუვლინა და აღუზარდა ღირსეული ვარსკვლავი თამარ გვერდწითელი და იყო დედობის და ქალის ეტალონი. დედა, რომელიც გახლდათ თამარ გვერდწითელის შემოქმედების მუზა.

პანაშვიდები: დიღომი 8/ აკაკი გელოვანის 1 ჩიხი, სახლი 5.სამოქალაქო პანაშვიდი შაბათს, 22 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში 17:00 საათიდან. გასვენება კვირას, 23 ოქტომბერს, სიონის ტაძრიდან 14:00 საათზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ინა კოფმანი ოდესელი გახლდათ, როგორც მომღერლის ოფიციალური ბიოგრაფიიდან ვიგებთ, ოდესაში, ადგილობრივი რაბინის ოჯახში იყო დაბადებული და გაზრდილი.

ის პედაგოგი იყო და წლების განმავლობაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მან შვილის მუსიკალურ კარიერაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. სწორედ დედა იყო ინიციატორი იმისა, რომ მომღერალი 7 წლის ასაკში ანსამბლ "მზიურის" რიგებში მოხვდა.

"მე ებრაელმა დედამ გამზარდა. ჩემთვის ის ყველაზე მშვენიერი ქალია დედამიწაზე - არის ფენომენალური დედა, არაჩვეულებრივი დიასახლისი, შვილების მეგობარი და მცველი", - ამბობდა თამარ გვერდწითელი წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში. მომღერალმა რუსეთი ომის დაწყების შემდეგ დატოვა და დღემდე საქართველოში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ "ნოესთან“ სტუმრობისას დედაზე ისაუბრა.

თამარ გვერდწითელი:

"დედასთან ჩამოვედი, დედა ვნახე და დამამშვიდა. მშობლიურ ქალაქში ვარ, მოდიან ჩემი მეგობრები. მე არსად არ გავდივარ, გაჩერებული ვარ. არც ვმღერი და ახლა სიმღერის დრო არ არის. დედა უკრაინაში, ოდესაში დაიბადა. დედაჩემი ოდესელია. ახლა ტირის ხშირად. მთელი ჩემი წინაპრები იქიდან არიან, წარმოშობით. მე-19 საუკუნის ბოლოდან, კოფმანების ოჯახი ცხროვრობდა იქ. გერმანიიდან გადასახლდნენ. როცა გესმის, შენს მშობლიურ ქალაქში რა ხდება... ძალიან რთულია. ჩემი დიდი ბაბუა ოდესის რაბინი გახლდათ..."

  • ნახეთ ვიდეო, რომელშიც თამარ გვერდწითელი სიმღერას დედასთან ერთად ასრულებს