ავტორი:

"საქართველოს დე-ფაქტო მმართველს მხარის ასარჩევად 8 თვე ჰქონდა" - რას წერს გონჩარენკო უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესებაზე

"საქართველოს დე-ფაქტო მმართველს მხარის ასარჩევად 8 თვე ჰქონდა" - რას წერს გონჩარენკო უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესებაზე

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესების საკითხს ეხმიანება. როგორც გონჩარენკო წერს, "საქართველოს დე ფაქტო მმართველს 8 თვე ჰქონდა იმისთვის, რომ მხარე აერჩია და მან (ივანიშვილმა) შანსი ხელიდან გაუშვა.

"უკრაინა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციებს უწესებს, ზელენსკის განკარგულებით. ასეა, საქართველოს დეფაქტო მმართველს მხარის ასარჩევად 8 თვე ჰქონდა. ბიძინამ შანსი გაუშვა", - წერს გონჩარენკო.

ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს.

შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.