ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ტრასის თქმით, ის თანამდებობაზე მოვიდა "დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის დროს."
"ვაღიარებ... მოცემულ სიტუაციაში არ შემიძლია მივიღო მანდატი, რომელიც კონსერვატიულმა პარტიამ არჩევის დროს მომცა“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.
ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მხოლოდ 45 დღე იმუშავა.
47 წლის ტრასმა 5 სექტემბერს გაიმარჯვა მმართველი კონსერვატიული პარტიის კენჭისყრაში. ამომრჩეველთა აქტივობამ 82.6% შეადგინა. ჯამში კი 172 437 მოქალაქემ მისცა ხმა. ლიზ ტრასმა 81 326, ხოლო ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კი 60 399 ხმა მიიღო. ტრასი, რომელიც ჯონსონის ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, გახდა ბრიტანეთის მესამე ქალი პრემიერი - ტერეზა მეისა და მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ.