სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონო მინისტრო, სხვა გუნდის შემთხვევაში იქნებოდით კარგი მინისტრი, მაგრამ ახლა ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობებს" - ახვლედიანი დარჩიაშვილს
"ბატონო მინისტრო, სხვა გუნდის შემთხვევაში იქნებოდით კარგი მინისტრი, მაგრამ ახლა ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობებს" - ახვლედიანი დარჩიაშვილს

შე­საძ­ლოა, ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, სხვა გუნ­დის შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბო­დით კარ­გი მი­ნის­ტრი, მაგ­რამ ახლა ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ვხე­დავთ, რომ ხე­ლი­დან ვუშ­ვებთ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. სა­უ­ბე­დუ­როდ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ასეა, - ასე მი­მარ­თა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, ილია დარ­ჩი­აშ­ვილს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სა­დაც სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელს “მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში უს­მე­ნენ.

რო­გორც ახვლე­დი­ან­მა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­გა­რეო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არა­ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად, სის­ტე­მა­ტუ­რად „დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი შტურ­მით უნდა იღებ­დნენ“ პარტნი­ო­რებს და არ­წმუ­ნებ­დნენ მათ, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სწო­რედ აქ და ახლა უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ქარ­თვე­ლომ და არა ისე, რო­გორც დღეს ვხე­დავთ.

"უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ბარ­ბა­რო­სო­ბამ, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე სხვა სა­ხელ­მწი­ფო­საც, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მის­ცა სრუ­ლი­ად ახა­ლი, აქამ­დე გა­უ­გო­ნა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. შე­საძ­ლოა, ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, სხვა გუნ­დის შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბო­დით კარ­გი მი­ნის­ტრი, მაგ­რამ ახლა ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ვხე­დავთ, რომ ჩვენ ხე­ლი­დან ვუშ­ვებთ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. სა­უ­ბე­დუ­როდ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ასეა. იმის ნაც­ვლად, რომ სა­გა­რეო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არა ასეთ რე­ჟიმ­ში, არა­მედ არა­ნორ­მა­ლურ რე­ჟიმ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად, სის­ტე­მა­ტუ­რად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი შტურ­მით იღებ­დნენ ჩვენს პარტნი­ო­რებს და არ­წმუ­ნებ­დნენ მათ, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სწო­რედ აქ და ახლა უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ქარ­თვე­ლომ და ამა­ში ჩარ­თუ­ლი იყოს სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბიც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვის რა პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია აქვს, ჩვენ სულ სხვა­გან ვართ. თქვენ არა­ერ­თი ვი­ზი­ტი ჩა­მოთ­ვა­ლეთ, ვი­ზი­ტე­ბი კარ­გია, მაგ­რამ როცა არ­სე­ბი­თი აც­დე­ნაა ფორ­მატს და ში­ნა­არსს შო­რის, მა­შინ ვართ იქ, სა­დაც ვართ“, - მი­მარ­თა ახვლე­დი­ან­მა ილია დარ­ჩი­აშ­ვილს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
"ობიექტური შემფასებელი"
0

ახვლედიანს თავი დაანებეთ,უნებლიედ შანსი ხელიდან არ გააშვებინოთ!

tina
0

ახვლედიანო მიდი რა გაიარე! ერთი საჯდომის მიმცემი კაცი ხარ და მორჩა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ბატონო მინისტრო, სხვა გუნდის შემთხვევაში იქნებოდით კარგი მინისტრი, მაგრამ ახლა ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობებს" - ახვლედიანი დარჩიაშვილს

"ბატონო მინისტრო, სხვა გუნდის შემთხვევაში იქნებოდით კარგი მინისტრი, მაგრამ ახლა ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობებს" - ახვლედიანი დარჩიაშვილს

შესაძლოა, ბატონო მინისტრო, სხვა გუნდის შემთხვევაში იქნებოდით კარგი მინისტრი, მაგრამ ახლა ბევრი ჩვენგანი ვხედავთ, რომ ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობებს. საუბედუროდ, სამწუხაროდ, ეს ასეა, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო უწყების ხელმძღვანელს “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

როგორც ახვლედიანმა ევროინტეგრაციის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, საგარეო უწყების წარმომადგენლები არანორმალურ რეჟიმში, ყოველდღიურად, სისტემატურად „დიპლომატიური შტურმით უნდა იღებდნენ“ პარტნიორებს და არწმუნებდნენ მათ, რომ ეს შესაძლებლობა სწორედ აქ და ახლა უნდა გამოიყენოს საქართველომ და არა ისე, როგორც დღეს ვხედავთ.

"უკრაინაში რუსეთის ბარბაროსობამ, ალბათ, რამდენიმე სხვა სახელმწიფოსაც, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოს მისცა სრულიად ახალი, აქამდე გაუგონარი შესაძლებლობები. შესაძლოა, ბატონო მინისტრო, სხვა გუნდის შემთხვევაში იქნებოდით კარგი მინისტრი, მაგრამ ახლა ბევრი ჩვენგანი ვხედავთ, რომ ჩვენ ხელიდან ვუშვებთ ამ შესაძლებლობებს. საუბედუროდ, სამწუხაროდ, ეს ასეა. იმის ნაცვლად, რომ საგარეო უწყების წარმომადგენლები არა ასეთ რეჟიმში, არამედ არანორმალურ რეჟიმში, ყოველდღიურად, სისტემატურად დიპლომატიური შტურმით იღებდნენ ჩვენს პარტნიორებს და არწმუნებდნენ მათ, რომ ეს შესაძლებლობა სწორედ აქ და ახლა უნდა გამოიყენოს საქართველომ და ამაში ჩართული იყოს საპარლამენტო რესპუბლიკაში საპარლამენტო გაერთიანებებიც, მიუხედავად იმისა, ვის რა პოლიტიკური ორიენტაცია აქვს, ჩვენ სულ სხვაგან ვართ. თქვენ არაერთი ვიზიტი ჩამოთვალეთ, ვიზიტები კარგია, მაგრამ როცა არსებითი აცდენაა ფორმატს და შინაარსს შორის, მაშინ ვართ იქ, სადაც ვართ“, - მიმართა ახვლედიანმა ილია დარჩიაშვილს.