მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირის გადაწყვეტილებამ პასპორტებთან დაკავშირებით, შესაძლოა, გავლენა იქონიოს აფხაზეთში ევროპულ პროექტებზე" - ინალ არძინბას "მუქარა" და შეტევა არასამთავრობოებზე
"ევროკავშირის გადაწყვეტილებამ პასპორტებთან დაკავშირებით, შესაძლოა, გავლენა იქონიოს აფხაზეთში ევროპულ პროექტებზე" - ინალ არძინბას "მუქარა" და შეტევა არასამთავრობოებზე

ევ­რო­კავ­ში­რის მიერ რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, "სამ­ხრეთ ოსეთ­ში" და უკ­რა­ი­ნის ანექ­სი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში გა­ცე­მუ­ლი რუ­სუ­ლი პას­პორ­ტე­ბის შე­საძ­ლო აკ­რძალ­ვამ შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს აფხა­ზეთ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზე, კერ­ძოდ, ბრი­უ­სე­ლის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე. ამის შე­სა­ხებ აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ინალ არ­ძინ­ბამ გა­ნა­ცხა­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე მან არა­ერ­თხელ გა­აკ­რი­ტი­კა აფხა­ზეთ­ში მო­მუ­შა­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. არ­ძინ­ბას მი­აჩ­ნია, რომ "უცხო­უ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი ცდი­ლო­ბენ აფხა­ზე­თის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის ჩარ­თვას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, რომ­ლის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია აფხა­ზეთ­ში ქარ­თუ­ლი დრო­შის აღ­მარ­თვა."

  • მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ხუ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მოძ­რა­ო­ბა შიმ­ში­ლის წი­ნა­აღ­მდეგ“ პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით - "ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ინ­კლუ­ზი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მიდ­გო­მე­ბით.“

აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აღ­მო­ა­ჩი­ნეს ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თებ­და გარ­კვე­ულ შე­უ­სა­ბა­მო­ბებ­ზე პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ მი­წო­დე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­სა და პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს შო­რის. აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო პრო­ექ­ტის იმ ნა­წი­ლით, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ქარ­თვე­ლი და აფხა­ზი ახალ­გაზ­რდე­ბი კულ­ტუ­რა­თა­შო­რი­სი დი­ა­ლო­გის ჭრილ­ში, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ტარ­დე­ბო­და ერ­თობ­ლი­ვი ტრე­ნინ­გე­ბი და სე­მი­ნა­რე­ბი მოლ­დო­ვა­ში, ავ­სტრი­ა­სა და სომ­ხეთ­ში.

მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბერ­ში აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე ტი­ფენ ლუ­კა­სი პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად გა­მო­ა­ცხა­და, იმის გამო, რომ მათი თქმით, ლუ­კა­სი ეწე­ო­და დაზ­ვერ­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას და აგ­რო­ვებ­და მა­სა­ლებს "რუ­სულ ბა­ზას­თან ახ­ლოს.“ ცნო­ბის­თვის ლუ­კა­სი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ეხე­ბო­და.

  • ცნო­ბის­თვის, 12 ოქ­ტომ­ბერს ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩე­ბი შე­თან­ხმდე­ნენ, რომ არ აღი­ა­რონ რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში, მათ შო­რის აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­ში გა­ცე­მუ­ლი რუ­სუ­ლი პას­პორ­ტე­ბი და პირს, რო­მელ­საც იქ აღე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი პას­პორ­ტი ექ­ნე­ბა, არ მის­ცენ შენ­გე­ნის ზო­ნა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ღე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა ევ­რო­საბ­ჭო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ თე­მა­ზე დის­კუ­სია მალე და­ი­წყე­ბა.

წყა­რო: ekhokavkaza.com

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვინც ბოლო
3

მალე ერთმანეთს გაასწრებენ.

niko
3

სად აფხაზეთი და სად ევროპა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ევროკავშირის გადაწყვეტილებამ პასპორტებთან დაკავშირებით, შესაძლოა, გავლენა იქონიოს აფხაზეთში ევროპულ პროექტებზე" - ინალ არძინბას "მუქარა" და შეტევა არასამთავრობოებზე

"ევროკავშირის გადაწყვეტილებამ პასპორტებთან დაკავშირებით, შესაძლოა, გავლენა იქონიოს აფხაზეთში ევროპულ პროექტებზე" - ინალ არძინბას "მუქარა" და შეტევა არასამთავრობოებზე

ევროკავშირის მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, "სამხრეთ ოსეთში" და უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების შესაძლო აკრძალვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს აფხაზეთში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, კერძოდ, ბრიუსელის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მან არაერთხელ გააკრიტიკა აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. არძინბას მიაჩნია, რომ "უცხოური არასამთავრობოები ცდილობენ აფხაზეთის მაცხოვრებლების ჩართვას საქართველოს მთავრობის პროგრამის განხორციელებაში, რომლის საბოლოო მიზანია აფხაზეთში ქართული დროშის აღმართვა."

  • მიმდინარე წლის მაისში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დახურა საერთაშორისო ორგანიზაცია "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ პროექტი სახელწოდებით - "ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება ინკლუზიური განვითარების მიდგომებით.“

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების განცხადებით, აღმოაჩინეს ფაქტები, რომლებიც მიუთითებდა გარკვეულ შეუსაბამობებზე პროექტის შესახებ მიწოდებულ მონაცემებსა და პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს შორის. აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება უკმაყოფილო იყო პროექტის იმ ნაწილით, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები კულტურათაშორისი დიალოგის ჭრილში, რომლის ფარგლებშიც ტარდებოდა ერთობლივი ტრენინგები და სემინარები მოლდოვაში, ავსტრიასა და სომხეთში.

მიმდინარე წლის სექტემბერში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის მოქალაქე ტიფენ ლუკასი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, იმის გამო, რომ მათი თქმით, ლუკასი ეწეოდა დაზვერვის საქმიანობას და აგროვებდა მასალებს "რუსულ ბაზასთან ახლოს.“ ცნობისთვის ლუკასი პასუხისმგებელი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტზე, რომელიც მევენახეობის განვითარებას ეხებოდა.

  • ცნობისთვის, 12 ოქტომბერს ევროკავშირის ელჩები შეთანხმდენენ, რომ არ აღიარონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გაცემული რუსული პასპორტები და პირს, რომელსაც იქ აღებული რუსული პასპორტი ექნება, არ მისცენ შენგენის ზონაში შესვლის უფლება. გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალურად მიღებული არ არის, თუმცა ევროსაბჭოში აცხადებენ, რომ ამ თემაზე დისკუსია მალე დაიწყება.

წყარო: ekhokavkaza.com