პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვაქციოთ უძრავი ქონება შემოსავლის წყაროდ?
როგორ ვაქციოთ უძრავი ქონება შემოსავლის წყაროდ?

პი­რად სა­კუთ­რე­ბა­ში და­ხარ­ჯუ­ლი ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა, ერთი შე­ხედ­ვით, მარ­ტი­ვი არ ჩანს, თუმ­ცა სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია. მე­ტიც, ეს ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო და მომ­გე­ბი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­აა, რო­მელ­საც ორ­მა­გი სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია. პირ­ვე­ლი - სა­კუთ­რე­ბა­ში გრჩე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და მე­ო­რე - გა­ქი­რა­ვე­ბით იღებ სტა­ბი­ლურ შე­მო­სა­ვალს.

ვის შე­უძ­ლია ბი­ნის შე­ძე­ნა და მით უფრო, გა­ქი­რა­ვე­ბა?

რა თქმა უნდა, ყვე­ლას. უფრო გა­სა­გე­ბი რომ იყოს, პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე ეტა­პად გან­ვი­ხი­ლოთ.

თუკი გაქვთ და­ნა­ზო­გი და არ იცით, რაში და­ა­ბან­დოთ, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია. იგი გან­სა­კუთ­რე­ბით სარ­ფი­ა­ნი და მიმ­ზიდ­ვე­ლია ტუ­რის­ტულ რე­გი­ო­ნებ­ში. მა­გა­ლი­თად, შეკ­ვე­თილ­ში​, სა­დაც სწო­რედ ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა. „ტოპ­ლა­ინ ქონ­სტრაქ­შე­ნის“ კომ­პლექ­სი Fidelio-ს აპარ­ტა­მენ­ტე­ბი გან­კუთ­ვნი­ლია რო­გორც პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის, ისე სა­ინ­ვეს­ტი­ცი­ოდ. მო­მა­ვალ მე­სა­კუთ­რეს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს ითა­ნამ­შრომ­ლოს ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც სრუ­ლად ჩა­ი­ბა­რებს მე­ნე­ჯმენტს და უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­ქი­რა­ვე­ბას. შე­დე­გად, მე­სა­კუთ­რე მი­ი­ღებს სტა­ბი­ლურ შე­მო­სა­ვალს ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ბაზ­რე­ბი­დან.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ პრო­ექ­ტი მდე­ბა­რე­ობს ზღვის­პი­რეთ­ში, გუ­რი­ა­ში, დამ­სვე­ნე­ბელ­თა სრუ­ლი დატ­ვირ­თვა ზა­ფხუ­ლის 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. თუმ­ცა სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის Black Sea Arena თუ სა­მო­მავ­ლოდ და­გეგ­მი­ლი ტრე­ნინგ ცენ­ტრის მეშ­ვე­ო­ბით, რე­გი­ო­ნი ოთხი­ვე სე­ზონ­ზე აქ­ტი­უ­რი და მო­თხოვ­ნა­დია. ამას­თან, ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე, დამ­სვე­ნე­ბელს დახ­ვდე­ბა სრუ­ლი კომ­ფორ­ტი: სა­ცუ­რაო აუზი, რო­გორც ღია, ასე­ვე და­ხუ­რუ­ლი, ფიტ­ნეს დარ­ბა­ზი და ა. შ.

მოკ­ლედ, თუ თქვენ გაქვთ ფული და გინ­დათ ინ­ვეს­ტი­რე­ბა, უკვე იცით, ვის მი­მარ­თოთ. თქვენს მიერ შე­ძე­ნი­ლი ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბა­ში კომ­პა­ნია თა­ვად­ვე და­გეხ­მა­რე­ბათ.

თუკი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად თან­ხა არ გაქვთ, ესეც მოგ­ვა­რე­ბა­დია. „ტოპ­ლა­ინ ქონ­სტრაქ­შენს“ აქვს რო­გორც სა­ბან­კო, ისე შიდა გან­ვა­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლას ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, იპო­თე­კუ­რი სეს­ხით ისარ­გებ­ლოს, შიდა გან­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი - უპ­რო­ცენ­ტო გა­დახ­დის პი­რო­ბით, პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, 2023 წელს, რო­გორც კი პრო­ექ­ტი "ფი­დე­ლიო" დას­რულ­დე­ბა, ბინა გა­ა­ქი­რა­ოს.

თუკი არ იმ­ყო­ფე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში, არც ეს არის პრობ­ლე­მა. მე­ტიც, კომ­პა­ნია „ტოპ­ლა­ინ ქონ­სტრაქ­შე­ნის“ პრო­ექ­ტის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა სწო­რედ ემიგ­რან­ტე­ბის მხრი­დან მო­დის, რო­მელ­თა რი­ცხვი წლი­დან წლამ­დე მზარ­დია.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, შარ­შან სა­ქარ­თვე­ლოს 99,997 მო­ქა­ლა­ქე და­ფიქ­სირ­და ემიგ­რა­ცი­ა­ში, წინა წელს - 74,264 ადა­მი­ა­ნი. ამას­თან, სულ უფრო იზ­რდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი, რა­საც გო­ნივ­რუ­ლი და­ბან­დე­ბა სჭირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თის­თვის, გა­სულ წელს ემიგ­რან­ტე­ბის მიერ გად­მო­რი­ცხულ­მა თან­ხამ 2.35 მი­ლი­არდ აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რაც ქვეყ­ნის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის 13%-ია.

უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ქვეყ­ნი­დან წას­ვლის მი­ზე­ზი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა. თით­ქმის ყვე­ლა ემიგ­რანტს და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბა სურს, ინ­ვეს­ტი­რე­ბის­თვის კი ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო გზად უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა მი­აჩ­ნია. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბი­ან, „ტოპ­ლა­ინ ქონსთრაქ­შე­ნის“ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გა­ქი­რა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რი სწო­რედ ამ მხრივ არის კომ­ფორ­ტუ­ლი, რომ მე­პატ­რო­ნეს არ უწევს სტუმ­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, დახ­ვედ­რა და ად­გილ­ზე ხში­რი ვი­ზი­ტი. ასე­ვე, მოვ­ლა, შე­ნახ­ვა, და­სუფ­თა­ვე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა - ყვე­ლა ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას კომ­პა­ნია თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ერთი სი­ტყვით, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, გაქვთ თუ არა და­ნა­ზო­გი, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბით, თუ სხვა ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, სურ­ვი­ლი­სა და მონ­დო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იღებთ შე­მო­სა­ვალს ისე, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბაც თქვენს სა­კუთ­რე­ბა­ში რჩე­ბა!

ცნო­ბის­თვის, შეკ­ვე­თილ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი FIDELIO კომ­პა­ნია „ტოპ­ლა­ინ ქონ­სტრაქ­შე­ნის“ მიერ შენ­დე­ბა და მისი დას­რუ­ლე­ბა 2023 წლის ბო­ლოს იგეგ­მე­ბა. ეს არის სას­ტუმ­როს ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ზღვი­დან 150 მეტრში, ტყის კო­რომ­ში მდე­ბა­რე­ობს. პრო­ექ­ტი ჯამ­ში 82 პრე­მი­უმ კლა­სის აპარ­ტა­მენ­ტის­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­თა მშე­ნებ­ლო­ბა ევ­რო­პულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პა­ნია „ტოპ­ლა­ინ ქონ­სტრაქ­შე­ნი“ მომ­ხმა­რებ­ლებს ენერ­გო­ე­ფექ­ტურ, კე­თილ­მო­წყო­ბილ აპარ­ტა­მენ­ტებს, რე­მონ­ტით, ავე­ჯი­თა და ტექ­ნი­კით ჩა­ა­ბა­რებს. ამას­თან, კომ­პა­ნი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში შე­დის: დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, ვი­დეო კონ­ტრო­ლი, 24/7-ზე, შიდა და გარე ტე­რი­ტო­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბა, კონ­სი­ერ­ჟის მომ­სა­ხუ­რე­ბა და გა­ქი­რა­ვე­ბის სერ­ვი­სი.

R

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

სასტუმროს ტიპის, რომ წერთ, ბათუმში ახლად აშენებულ კომპლექსებში, საშინლად თხელი კედლებია, ისეთი გრძნობაა,რომ მეზობლები შენს ბინაში ცხოვრობენ, პრემიუმ კლასის აპარტამეტებს რომ წერთ, კედლების სისქე რამდენია?! ხმაუგამტარიანობა როგორი იქნება?მომწერეთ პასუხი, დაინტერესებული ვარ! 85 კვ. მ ბინა მინდა 3ან 4 სართულზე

 

ეკა
0

არაჩვეულებრივი გუნდი გვთავაზობთ მართლა საუკეთესო პირობებს. გამოვიყენოთ ასეთი ხელისშემწყობი პირობები და ქართველებმა სა ვისწავლოთ სწორი ინვესტირება თუნდაც მცირე დანაზოგით. 😊

წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

როგორ ვაქციოთ უძრავი ქონება შემოსავლის წყაროდ?

როგორ ვაქციოთ უძრავი ქონება შემოსავლის წყაროდ?

პირად საკუთრებაში დახარჯული ფულის სანაცვლოდ შემოსავლის მიღება, ერთი შეხედვით, მარტივი არ ჩანს, თუმცა სრულიად შესაძლებელია. მეტიც, ეს ყველაზე უსაფრთხო და მომგებიანი ინვესტიციაა, რომელსაც ორმაგი სარგებლის მოტანა შეუძლია. პირველი - საკუთრებაში გრჩება უძრავი ქონება და მეორე - გაქირავებით იღებ სტაბილურ შემოსავალს.

ვის შეუძლია ბინის შეძენა და მით უფრო, გაქირავება?

რა თქმა უნდა, ყველას. უფრო გასაგები რომ იყოს, პასუხი რამდენიმე ეტაპად განვიხილოთ.

თუკი გაქვთ დანაზოგი და არ იცით, რაში დააბანდოთ, უძრავი ქონება საუკეთესო არჩევანია. იგი განსაკუთრებით სარფიანი და მიმზიდველია ტურისტულ რეგიონებში. მაგალითად, შეკვეთილში​, სადაც სწორედ ახლა მიმდინარეობს მასშტაბური პროექტის მშენებლობა. „ტოპლაინ ქონსტრაქშენის“ კომპლექსი Fidelio-ს აპარტამენტები განკუთვნილია როგორც პირადი მოხმარებისთვის, ისე საინვესტიციოდ. მომავალ მესაკუთრეს საშუალება აქვს ითანამშრომლოს ფრანგულ კომპანიასთან, რომელიც სრულად ჩაიბარებს მენეჯმენტს და უზრუნველყოფს გაქირავებას. შედეგად, მესაკუთრე მიიღებს სტაბილურ შემოსავალს ქართული და ევროპული ბაზრებიდან.

იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი მდებარეობს ზღვისპირეთში, გურიაში, დამსვენებელთა სრული დატვირთვა ზაფხულის 3 თვის განმავლობაში გრძელდება. თუმცა საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena თუ სამომავლოდ დაგეგმილი ტრენინგ ცენტრის მეშვეობით, რეგიონი ოთხივე სეზონზე აქტიური და მოთხოვნადია. ამასთან, ნებისმიერ სეზონზე, დამსვენებელს დახვდება სრული კომფორტი: საცურაო აუზი, როგორც ღია, ასევე დახურული, ფიტნეს დარბაზი და ა. შ.

მოკლედ, თუ თქვენ გაქვთ ფული და გინდათ ინვესტირება, უკვე იცით, ვის მიმართოთ. თქვენს მიერ შეძენილი ბინის გაქირავებაში კომპანია თავადვე დაგეხმარებათ.

თუკი უძრავი ქონების შესაძენად თანხა არ გაქვთ, ესეც მოგვარებადია. „ტოპლაინ ქონსტრაქშენს“ აქვს როგორც საბანკო, ისე შიდა განვადება. შესაბამისად, ყველას ეძლევა საშუალება, იპოთეკური სესხით ისარგებლოს, შიდა განვადების შემთხვევაში კი - უპროცენტო გადახდის პირობით, პროექტის დასრულებამდე. ამის პარალელურად, 2023 წელს, როგორც კი პროექტი "ფიდელიო" დასრულდება, ბინა გააქირაოს.

თუკი არ იმყოფებით საქართველოში, არც ეს არის პრობლემა. მეტიც, კომპანია „ტოპლაინ ქონსტრაქშენის“ პროექტის მიმართ განსაკუთრებით დიდი დაინტერესება სწორედ ემიგრანტების მხრიდან მოდის, რომელთა რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან საქართველოს 99,997 მოქალაქე დაფიქსირდა ემიგრაციაში, წინა წელს - 74,264 ადამიანი. ამასთან, სულ უფრო იზრდება ქვეყანაში ფულადი გზავნილები, რასაც გონივრული დაბანდება სჭირდება. მაგალითისთვის, გასულ წელს ემიგრანტების მიერ გადმორიცხულმა თანხამ 2.35 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ია.

უმეტეს შემთხვევაში, ქვეყნიდან წასვლის მიზეზი მატერიალური პირობების უზრუნველყოფაა. თითქმის ყველა ემიგრანტს დანაზოგის გაკეთება სურს, ინვესტირებისთვის კი ერთ-ერთ საუკეთესო გზად უძრავი ქონების შეძენა მიაჩნია. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, „ტოპლაინ ქონსთრაქშენის“ მიერ შეთავაზებული გაქირავების სამსახური სწორედ ამ მხრივ არის კომფორტული, რომ მეპატრონეს არ უწევს სტუმრებთან კომუნიკაცია, დახვედრა და ადგილზე ხშირი ვიზიტი. ასევე, მოვლა, შენახვა, დასუფთავება, უსაფრთხოება - ყველა ამ მომსახურებას კომპანია თავად უზრუნველყოფს.

ერთი სიტყვით, არ აქვს მნიშვნელობა, გაქვთ თუ არა დანაზოგი, საქართველოში იმყოფებით, თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, იღებთ შემოსავალს ისე, რომ უძრავი ქონებაც თქვენს საკუთრებაში რჩება!

ცნობისთვის, შეკვეთილში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური პროექტი FIDELIO კომპანია „ტოპლაინ ქონსტრაქშენის“ მიერ შენდება და მისი დასრულება 2023 წლის ბოლოს იგეგმება. ეს არის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, რომელიც ზღვიდან 150 მეტრში, ტყის კორომში მდებარეობს. პროექტი ჯამში 82 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შედგება, რომელთა მშენებლობა ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ტოპლაინ ქონსტრაქშენი“ მომხმარებლებს ენერგოეფექტურ, კეთილმოწყობილ აპარტამენტებს, რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ჩააბარებს. ამასთან, კომპანიის მომსახურებაში შედის: დაცვის სამსახური, ვიდეო კონტროლი, 24/7-ზე, შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავება, კონსიერჟის მომსახურება და გაქირავების სერვისი.

R