Faceამბები
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით სტუდენტები, რომლებიც წელს "ნიკორას“ სტიპენდიატები გახდნენ
გაიცანით სტუდენტები, რომლებიც წელს "ნიკორას“ სტიპენდიატები გახდნენ

კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ერთ-ერ­თია მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­ებს შო­რის. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არას­დროს ნელ­დე­ბა. პი­რი­ქით, სა­სურ­სა­თო ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დახ­ვე­წას­თან ერ­თად უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ამ პრო­ფე­სი­ას, ახალ­გაზ­რდე­ბიც უფრო მე­ტად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­ზე კი უკვე მე-4 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი კომ­პა­ნია „ნი­კო­რა“ ზრუ­ნავს. კომ­პა­ნია ცდი­ლობს, მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გე­ბის გაზ­რდას შე­უ­წყოს ხელი, რა მიზ­ნი­თაც აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კურ­სის 4 წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენტს კვლავ გა­დას­ცემს სე­მესტრულ სტი­პენ­დი­ას.

გა­გაც­ნობთ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრში გახ­დნენ „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ა­ტე­ბი.

სან­დრო ამი­რა­ნაშ­ვი­ლი, სურ­სა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მე-3 კურ­სის სტუ­დენ­ტი, „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ა­ტი:

„კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მე-3 კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ, თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად ბი­ო­ლო­გი­ა­ზე ჩა­ვა­ბა­რე. პირ­ვე­ლი კურ­სის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის არ ვი­ყა­ვი მზად. ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, სურ­სა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე გა­დას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. მი­ზე­ზი ის იყო, რომ სურ­სა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ახ­ლოს იყო ჩემს ინ­ტე­რე­სებ­თან და ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ჩემი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი რწმე­ნაა, რომ საქ­მე, რო­მელ­საც ხელს მო­კი­დებ და მო­ინ­დო­მებ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გი­ვა. საკ­მა­რი­სია მცი­რე ფუნ­და­მენ­ტი და სურ­ვი­ლი გქონ­დეს, მას­ზე და­ა­შე­ნებ დიდ ცოდ­ნა­სა და წარ­მა­ტე­ბას. დღეს კომ­პე­ტენ­ცია და ცოდ­ნა ყვე­ლა სფე­რო­ში ფას­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ მგო­ნია, რომ კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში შევ­ძლებ წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას. ამ ეტაპ­ზე რძის პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა მა­ინ­ტე­რე­სებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. მა­ინ­ტე­რე­სებს ბი­ო­ლო­გია და თან ძა­ლი­ან მიყ­ვარს რძის პრო­დუქ­ტე­ბი. ზო­გა­დად, რძის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს და თან მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი­ცაა.

სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად და სფე­რო­ში უფრო ღრმად ჩა­ხედ­ვას­თან ერ­თად მო­დის მეტი ინ­ტე­რე­სიც. შე­უძ­ლე­ბე­ლია პირ­ველ კურ­სზე ზუს­ტად იცო­დე, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­გინ­დე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბა. ამ ეტაპ­ზეც არ ვიცი, ზუს­ტად რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებ სწავ­ლას მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე. და­ახ­ლო­ე­ბი­თი გეგ­მა მაქვს, სა­ი­და­ნაც ნა­წილს ჩემი სურ­ვი­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­ვა­კე­თებ, ნა­წილს კი - ცხოვ­რე­ბა მო­ი­ტანს. კარ­გი იქ­ნე­ბო­და ყვე­ლაფ­რის და­გეგ­მვა შეგ­ვეძ­ლოს, მაგ­რამ ასე არ ხდე­ბა.

სწავ­ლის პრო­ცეს­ში მი­ღე­ბუ­ლი სტი­პენ­დია ჩემ­თვის კი­დევ უფრო დიდი მო­ტი­ვა­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა. მივ­ხვდი, რომ ჩემი სწავ­ლა ფას­დე­ბა და უფრო მეტი მონ­დო­მე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებ მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზას. სტი­პენ­დია და­მეხ­მა­რე­ბა სწავ­ლის პრო­ცე­სით უფრო მეტი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღო. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რა­საც აკე­თებ, ის სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებ­დეს. სიძ­ნე­ლე­ე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს და ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ისე არ იყოს, რო­გორც ჩვენ გვინ­და, თუმ­ცა მჯე­რა, რომ ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი ნა­ბი­ჯი­დან რა­ღა­ცას ვსწავ­ლობთ. სას­წავ­ლო პროგ­რა­მის შეც­ვლა და კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე გა­დას­ვლაც ჩემ­თვის ერთ-ერთი ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იყო. ამან უფრო რე­ა­ლის­ტი და, ვფიქ­რობ, უკე­თე­სი გამ­ხა­და.“

მა­რი­ამ ზე­ინ­კლიშ­ვი­ლი, სურ­სა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტი, „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ა­ტი:

„უკვე მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ და ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მე-3 კურ­სზე სულ სხვა კუ­თხით და­ვი­ნა­ხე ეს პრო­ფე­სია. პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის და სწავ­ლის და­წყე­ბის მო­მენ­ტში არც ვი­ცო­დი, თუ რამ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბო­და ეს პრო­ცე­სი ყო­ფი­ლი­ყო. მა­ინ­ტე­რე­სებს რო­გორც კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ისე სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას და მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე სწავ­ლას სა­ზღვარ­გა­რეთ ვფიქ­რობ, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­რო და ჩემი სი­ტყვა ვთქვა. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ის ცოდ­ნაც მაძ­ლევს, რო­მელ­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვი­ღებ. კერ­ძო ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის. უკვე მე­ო­რედ გავ­ხდი „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ა­ტი და ეს ძა­ლი­ან დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა. სტუ­დენ­ტე­ბი, რო­დე­საც ვგრძნობთ, რომ ჩვე­ნი შრო­მა ფას­დე­ბა, უფრო მე­ტად ვცდი­ლობთ, უკე­თე­სად ვა­კე­თოთ ჩვე­ნი საქ­მე.“

სა­ლო­მე ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი, სურ­სა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მე-3 კურ­სის სტუ­დენ­ტი, „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ა­ტი:

„ბავ­შვო­ბი­დან კუ­ლი­ნა­რი­ით ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მიყ­ვარს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი. რო­დე­საც პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის დრო მო­ვი­და, კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ლა, რად­გან ის ახ­ლოს იყოს ჩემს ინ­ტე­რე­სებ­თან და ამავდრო­უ­ლად მა­ინ­ტე­რე­სებ­და საგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ფა­კულ­ტეტ­ზე ის­წავ­ლე­ბო­და. ეს იყო: ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, ფი­ზი­კა... ამ­ჟა­მად მე-3 კურ­სზე ვარ და პრო­ფე­სი­უ­ლი საგ­ნე­ბის შეს­წავ­ლას ახლა ვი­წყებთ. ახლა ვეც­ნო­ბი უფრო დე­ტა­ლუ­რად სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას და ამი­ტომ ჯერ არ ვიცი, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მინ­და წა­ვი­დე სა­მო­მავ­ლოდ. თუმ­ცა ზო­გა­დად კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია და ვფიქ­რობ, ამ სფე­რო­ში ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. სწო­რედ ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სფე­როს მხარ­და­ჭე­რა. ამის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა კი სტი­პენ­დი­აა, რო­მელ­საც ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი სა­წარ­მო სტუ­დენ­ტებს აძ­ლევს. ეს ნი­შა­ნია ჩვენ­თვის, რომ სფე­როს ჩვენ ვჭირ­დე­ბით და ჩვენ­ზე ზრუ­ნა­ვენ. სწო­რედ ამი­ტომ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ კი მინ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სა­კუ­თარ თავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვხე­დავ. ვფიქ­რობ, შევ­ძლებ ჩემი სი­ტყვა ვთქვა ამ სფე­რო­ში.“

მერი ქი­რია, სურ­სა­თის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტი, „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ა­ტი:

„კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის უდი­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს სტუ­დენ­ტებს. მხო­ლოდ წარ­მო­ე­ბა არ არის ეს სფე­რო. შე­გიძ­ლია, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის ან ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით წახ­ვი­დე, სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა აირ­ჩიო ან ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი გახ­დე. მე­ტად ფარ­თოა არე­ა­ლი, რო­მელ­საც ეს ფა­კულ­ტე­ტი სთა­ვა­ზობს ახალ­გაზ­რდებს. რაც შე­მე­ხე­ბა მე, მინ­და ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცოტა ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გია, რაც დიდი პრობ­ლე­მაა. ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გია აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გან­ვი­თარ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ზო­გა­დად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში საკ­ვე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ. სწო­რი კვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლი აც­ნო­ბი­ე­რებს. დო­ზი­რე­ბუ­ლი ნახ­შირ­წყლე­ბის, ცი­ლე­ბი­სა და ცხი­მე­ბის მი­ღე­ბა კი ჯან­სა­ღი და ხა­რის­ხი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გია მარ­თო დი­ე­ტას­თან არ უნდა ასო­ცირ­დე­ბო­დეს და ეს პრო­ფე­სია უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა აღიქ­მე­ბო­დეს. შე­ვეც­დე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რი პრო­პა­გან­და გა­ვუ­წიო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სწო­რი აზ­რის დამ­კვიდ­რე­ბას შე­ვუ­წყო ხელი. მე თა­ვად ყო­ველ­თვის ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბე­ბი და გარ­შე­მომ­ყო­ფებ­საც ამას ვურ­ჩევ.

ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის პრო­მო­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის სტი­პენ­დია, რო­მელ­საც „ნი­კო­რა“ სტუ­დენ­ტებს აძ­ლევს. ამით სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს სტუ­დენ­ტებს და ეუბ­ნე­ბა, რომ ისი­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არი­ან.“

NS

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხიროხიტო ციცერონი
1

ქართველო ბიზნესენებო, დაეხმარეთ მრავალშვილიან ქართულ ოჯახებს!

giorgi
2

რატომ უყვარს ხალხს ყველაფრის აბუჩად აგდება და დამცირება. ნიკორას სტიპენდია ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტუდენტებისთვის . ეს მათი დაუღალავი შრომის შედეგია. მადლობა კომპანიას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

გაიცანით სტუდენტები, რომლებიც წელს "ნიკორას“ სტიპენდიატები გახდნენ

გაიცანით სტუდენტები, რომლებიც წელს "ნიკორას“ სტიპენდიატები გახდნენ

კვების ტექნოლოგიები ერთ-ერთია მომავლის პროფესიებს შორის. ამ მიმართულების მიმართ ინტერესი არასდროს ნელდება. პირიქით, სასურსათო ბაზრის განვითარებასა და დახვეწასთან ერთად უფრო მეტი ყურადღება ექცევა ამ პროფესიას, ახალგაზრდებიც უფრო მეტად ინტერესდებიან. კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების წახალისებაზე კი უკვე მე-4 წელია, საქართველოში ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი კომპანია „ნიკორა“ ზრუნავს. კომპანია ცდილობს, მაღალკვალიფიციური კვების ტექნოლოგების გაზრდას შეუწყოს ხელი, რა მიზნითაც აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების კურსის 4 წარჩინებულ სტუდენტს კვლავ გადასცემს სემესტრულ სტიპენდიას.

გაგაცნობთ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მიმდინარე სემესტრში გახდნენ „ნიკორას“ სტიპენდიატები.

სანდრო ამირანაშვილი, სურსათის ტექნოლოგიების მე-3 კურსის სტუდენტი, „ნიკორას“ სტიპენდიატი:

„კვების ტექნოლოგიების მე-3 კურსის სტუდენტი ვარ, თუმცა თავდაპირველად ბიოლოგიაზე ჩავაბარე. პირველი კურსის შემდეგ მივხვდი, რომ სამეცნიერო საქმიანობისთვის არ ვიყავი მზად. ბევრი ფიქრის შემდეგ, სურსათის ტექნოლოგიებზე გადასვლა გადავწყვიტე. მიზეზი ის იყო, რომ სურსათის ტექნოლოგიები ახლოს იყო ჩემს ინტერესებთან და ამავდროულად, ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა. ჩემი ცხოვრებისეული რწმენაა, რომ საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებ და მოინდომებ, აუცილებლად გამოგივა. საკმარისია მცირე ფუნდამენტი და სურვილი გქონდეს, მასზე დააშენებ დიდ ცოდნასა და წარმატებას. დღეს კომპეტენცია და ცოდნა ყველა სფეროში ფასდება. სწორედ ამიტომ მგონია, რომ კვების ტექნოლოგიებში შევძლებ წარმატებულ საქმიანობას. ამ ეტაპზე რძის პროდუქტების წარმოება მაინტერესებს განსაკუთრებულად. მაინტერესებს ბიოლოგია და თან ძალიან მიყვარს რძის პროდუქტები. ზოგადად, რძის ტექნოლოგიების მიმართულებას დიდი პოტენციალი აქვს და თან მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტიცაა.

სწავლის პარალელურად და სფეროში უფრო ღრმად ჩახედვასთან ერთად მოდის მეტი ინტერესიც. შეუძლებელია პირველ კურსზე ზუსტად იცოდე, რა მიმართულებით მოგინდება საქმიანობა. ამ ეტაპზეც არ ვიცი, ზუსტად რა მიმართულებით გავაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაზე. დაახლოებითი გეგმა მაქვს, საიდანაც ნაწილს ჩემი სურვილების მიხედვით გავაკეთებ, ნაწილს კი - ცხოვრება მოიტანს. კარგი იქნებოდა ყველაფრის დაგეგმვა შეგვეძლოს, მაგრამ ასე არ ხდება.

სწავლის პროცესში მიღებული სტიპენდია ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მოტივატორი აღმოჩნდა. მივხვდი, რომ ჩემი სწავლა ფასდება და უფრო მეტი მონდომებით გავაგრძელებ მიზნისკენ მიმავალ გზას. სტიპენდია დამეხმარება სწავლის პროცესით უფრო მეტი სიამოვნება მივიღო. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რასაც აკეთებ, ის სიამოვნებას განიჭებდეს. სიძნელეები ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს და ყველაფერი შეიძლება ისე არ იყოს, როგორც ჩვენ გვინდა, თუმცა მჯერა, რომ ცუდი გამოცდილება არ არსებობს. თითოეული ჩვენი ნაბიჯიდან რაღაცას ვსწავლობთ. სასწავლო პროგრამის შეცვლა და კვების ტექნოლოგიებზე გადასვლაც ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამან უფრო რეალისტი და, ვფიქრობ, უკეთესი გამხადა.“

მარიამ ზეინკლიშვილი, სურსათის ტექნოლოგიების მე-4 კურსის სტუდენტი, „ნიკორას“ სტიპენდიატი:

„უკვე მე-4 კურსის სტუდენტი ვარ და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. მე-3 კურსზე სულ სხვა კუთხით დავინახე ეს პროფესია. პროფესიის არჩევის და სწავლის დაწყების მომენტში არც ვიცოდი, თუ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლებოდა ეს პროცესი ყოფილიყო. მაინტერესებს როგორც კვების ტექნოლოგიები, ისე სურსათის უვნებლობა. კვალიფიკაციის ამაღლებას და მაგისტრატურაზე სწავლას საზღვარგარეთ ვფიქრობ, თუმცა აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. მინდა საქართველოში კვების ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში დავეხმარო და ჩემი სიტყვა ვთქვა. ამის შესაძლებლობას ის ცოდნაც მაძლევს, რომელსაც უნივერსიტეტში ვიღებ. კერძო ბიზნესის მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. უკვე მეორედ გავხდი „ნიკორას“ სტიპენდიატი და ეს ძალიან დიდი მოტივაციაა. სტუდენტები, როდესაც ვგრძნობთ, რომ ჩვენი შრომა ფასდება, უფრო მეტად ვცდილობთ, უკეთესად ვაკეთოთ ჩვენი საქმე.“

სალომე ჩერქეზიშვილი, სურსათის ტექნოლოგიების მე-3 კურსის სტუდენტი, „ნიკორას“ სტიპენდიატი:

„ბავშვობიდან კულინარიით ვიყავი დაინტერესებული. ძალიან მიყვარდა და მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. როდესაც პროფესიის არჩევის დრო მოვიდა, კვების ტექნოლოგიებმა ძალიან მომხიბლა, რადგან ის ახლოს იყოს ჩემს ინტერესებთან და ამავდროულად მაინტერესებდა საგნები, რომლებიც ამ ფაკულტეტზე ისწავლებოდა. ეს იყო: ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა... ამჟამად მე-3 კურსზე ვარ და პროფესიული საგნების შესწავლას ახლა ვიწყებთ. ახლა ვეცნობი უფრო დეტალურად სხვადასხვა მიმართულებას და ამიტომ ჯერ არ ვიცი, რა მიმართულებით მინდა წავიდე სამომავლოდ. თუმცა ზოგადად კვების ტექნოლოგიებში კადრების დეფიციტია და ვფიქრობ, ამ სფეროში ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სფეროს მხარდაჭერა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულება კი სტიპენდიაა, რომელსაც ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი საწარმო სტუდენტებს აძლევს. ეს ნიშანია ჩვენთვის, რომ სფეროს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენზე ზრუნავენ. სწორედ ამიტომ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ კი მინდა, მაგრამ საბოლოოდ საკუთარ თავს საქართველოში ვხედავ. ვფიქრობ, შევძლებ ჩემი სიტყვა ვთქვა ამ სფეროში.“

მერი ქირია, სურსათის ტექნოლოგიების მე-4 კურსის სტუდენტი, „ნიკორას“ სტიპენდიატი:

„კვების ტექნოლოგიები განვითარების უდიდეს შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს. მხოლოდ წარმოება არ არის ეს სფერო. შეგიძლია, სურსათის უვნებლობის ან ხარისხის კონტროლის მიმართულებით წახვიდე, სამეცნიერო საქმიანობა აირჩიო ან ნუტრიციოლოგი გახდე. მეტად ფართოა არეალი, რომელსაც ეს ფაკულტეტი სთავაზობს ახალგაზრდებს. რაც შემეხება მე, მინდა ნუტრიციოლოგიის მიმართულებით წავიდე. საქართველოში ძალიან ცოტა ნუტრიციოლოგია, რაც დიდი პრობლემაა. ნუტრიციოლოგია აუცილებლად უნდა განვითარდეს საქართველოში. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში საკვების მიმართ ძალიან არასწორი დამოკიდებულება აქვთ. სწორი კვების მნიშვნელობას ფართო საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი აცნობიერებს. დოზირებული ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მიღება კი ჯანსაღი და ხარისხიანი ცხოვრებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ნუტრიციოლოგია მართო დიეტასთან არ უნდა ასოცირდებოდეს და ეს პროფესია უფრო სერიოზულად უნდა აღიქმებოდეს. შევეცდები, მაქსიმალური პროპაგანდა გავუწიო ამ მიმართულებას და საზოგადოებაში სწორი აზრის დამკვიდრებას შევუწყო ხელი. მე თავად ყოველთვის ჯანსაღად ვიკვებები და გარშემომყოფებსაც ამას ვურჩევ.

ჩვენი პროფესიის პრომოციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის სტიპენდია, რომელსაც „ნიკორა“ სტუდენტებს აძლევს. ამით საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი კომპანია მხარდაჭერას უცხადებს სტუდენტებს და ეუბნება, რომ ისინი მნიშვნელოვანი არიან.“

NS